პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი
"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

პრე­ზი­დენ­ტმა მო­იხ­სნა მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც მას პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ჰქონ­და, სა­კუ­თარ თავს არ გა­ნი­ხი­ლავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლად და და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ლი­დე­რი.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა პრე­ზი­დენ­ტთან იმარ­თე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვე­ტოს და­დე­ბის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა.

"მე ვფიქ­რობ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა, მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ლუ­რად არ ჩანს და რო­გორც ჩანს, კონ­ტაქ­ტზე არ გა­დის, მო­იხ­სნა მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც მას ჰქონ­და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, სა­კუ­თარ თავს არ გა­ნი­ხი­ლავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლად და და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ანუ რო­გორც იქნა, და­ი­წყო სა­კუ­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

ის უკვე არა პარ­ტი­უ­ლი ხა­ზით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, არა­მედ ცდი­ლობს, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. მე ვფიქ­რობ, რომ ამ შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლის შემ­დეგ, ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ის მწიფ­დე­ბა ვე­ტოს და­დე­ბის­თვის და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ეს ამ­ბა­ვი გა­მო­ი­ტა­ნა, რომ არ მო­მე­წო­ნა მისი პო­ზი­ცი­ე­ბიო, რის შემ­დე­გაც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, თვი­თონ კი­დევ ერთხელ და­ე­ლა­პა­რა­კოს და შე­ე­ცა­დოს და­ი­თან­ხმოს პრე­ზი­დენ­ტი ამ ვე­ტოს უარ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ლი­დე­რი და ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მან მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო. მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­დევ­ნა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­დან, გახ­სოვთ შე­თან­ხმე­ბა სად იქნა მიღ­წე­უ­ლი, სად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მას­თან რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც ხელ­მო­წე­რაც მოხ­და, მან ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ა­ჩო­ჩა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. მე პრე­ზი­დენ­ტთან მაქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, ის საკ­მა­ოდ არა­დეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და წინა პე­რი­ოდ­ში, საკ­მა­ოდ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლა­დაც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, იმ ფონ­ზე რაც დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში ხდე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ოდ­ნავ ზე­მოთ, რო­გორც მას უყ­ვარს ამ გა­მოთ­ქმის გა­მო­ყე­ნე­ბა, ის არის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან, მაგ­რამ ოდ­ნავ ზე­მოთ,“- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
20

ვნახოთ, იმედია!

ლია
7

ეხლა ვინმეს ჯერა რომ,სალომე ბიძინას არ დაუჯერებს? სასაცილოა.

ავტორი:

"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჰქონდა, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი.

ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ციკლი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან იმართება, დიდი ალბათობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს უკავშირდება.

"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში რეალურად არ ჩანს და როგორც ჩანს, კონტაქტზე არ გადის, მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას ჰქონდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები. ანუ როგორც იქნა, დაიწყო საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება, რაც მისასალმებელია.

ის უკვე არა პარტიული ხაზით ხელმძღვანელობს, არამედ ცდილობს, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების ციკლის შემდეგ, ღარიბაშვილთან შეხვედრა განპირობებულია იმით, რომ ის მწიფდება ვეტოს დადებისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს ამბავი გამოიტანა, რომ არ მომეწონა მისი პოზიციებიო, რის შემდეგაც, ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, თვითონ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს და შეეცადოს დაითანხმოს პრეზიდენტი ამ ვეტოს უარყოფასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან მოქმედებები დაიწყო. მან, ფაქტობრივად, განდევნა ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკიდან, გახსოვთ შეთანხმება სად იქნა მიღწეული, სად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მასთან რეზიდენციაში, სადაც ხელმოწერაც მოხდა, მან ფაქტობრივად ჩააჩოჩა ღარიბაშვილი. მე პრეზიდენტთან მაქვს პრეტენზიები, ის საკმაოდ არადეკვატურად გამოიყურებოდა წინა პერიოდში, საკმაოდ პროვოკაციულადაც ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, იმ ფონზე რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება ოდნავ ზემოთ, როგორც მას უყვარს ამ გამოთქმის გამოყენება, ის არის პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ ოდნავ ზემოთ,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა