მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა
"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, მი­იჩ­ნევს, რომ "ქრის­ტი­ა­ნულ­მა რუ­სეთ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა "ღა­მის კუ­რი­ე­რის“ ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"არ იყო ეგრე? არ გა­და­არ­ჩი­ნა ქრის­ტი­ა­ნულ­მა რუ­სეთ­მა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გე­ნო­ცი­დი­სა­გან და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან? თუ გნე­ბავთ, ერეკ­ლეს შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

რუ­სე­თის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის დი­ა­ლო­გი, ეს არის გამ­წა­რე­ბუ­ლი პრაგ­მა­ტი­კო­სის პო­ზი­ცია, რე­ა­ლის­ტის პო­ზი­ცია, მე ვამ­ბობ - ანა-ბანა, ორ­ჯერ ორი ოთხია, გვინ­და და­ვიბ­რუ­ნოთ ცხინ­ვა­ლი და აფხა­ზე­თი?... რე­ა­ლიზ­მი არის სი­მარ­თლი­სათ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა, ილუ­ზი­ე­ბი­სა და რო­მან­ტიზ­მი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რაც არ გინ­და, ძნე­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ვართ ოკუ­პი­რე­ბუ­ლე­ბი ორი­ვე მხრი­დან - პირ­და­პირ, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის­გან და იდე­ო­ლო­გი­უ­რი, მა­ს­მე­დი­უ­რი, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით გლო­ბა­ლის­ტე­ბის მხრი­დან. მე არას­დროს არ ვიქ­ნე­ბი და არ ვარ ან­ტი­ა­მე­რი­კე­ლი და ან­ტი­ევ­რო­პე­ლი, რაც არ უნდა მაბ­რა­ლონ ეს. მე ვარ ან­ტი­ლი­ბე­რა­ლი და ან­ტიგ­ლო­ბა­ლის­ტი. ამე­რი­კულ სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­აჩ­ნია სხვა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გარ­და ლი­ბა­რა­ლურ გლო­ბა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა. ჩვენ ვართ რა ამ კლან­ჭებ­ში, ამ კლან­ჭებს არ აწყობს, ჩვენ გვქონ­დეს რა­ი­მე შან­სი ამ (რუ­სეთ­თან) დი­ა­ლო­გი­სა“, - ამ­ბობს ვა­სა­ძე.

ამას­თან, ამა­ვე გა­და­ცე­მაში ვა­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­მუ­შა­ვე ერთ-ერთ ანა­ლი­ტი­კოსს შეხ­ვდა და სა­უ­ბა­რი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბო­და, რა დრო­საც თა­ნა­მო­სა­უბ­რემ უთხრა, რომ რუ­სეთს გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც "ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა პუ­ტინს დედა აგი­ნა", ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა.

"მე მო­გიყ­ვანთ ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან ერთ-ერთ უახ­ლეს მა­გა­ლითს. ვსა­დი­ლობ­დი ერთ-ერთ წამ­ყვან ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თან, ანა­ლი­ტი­კოს­თან, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. ეს, თა­ვის­თა­ვად, კრი­მი­ნა­ლია უკვე ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის - რას ჰქვია, რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ და რუს ანა­ლი­ტი­კოსს ესა­უბ­რე­ბი?! მაგ­რამ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქარ­თვე­ლი­დან, ვინც მოძ­რა­ობს რუ­სეთ­ში და სა­უბ­რობს რუ­სებ­თან - დაგ­ვიბ­რუ­ნეთ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლი და ამის სა­ნაც­ვლოდ, ვი­ყოთ მე­გობ­რე­ბი.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, ეს კაცი მე მე­უბ­ნე­ბა - სი­მარ­თლეს ამ­ბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე მაქვს მი­ზე­ზე­ბი, მი­მაჩ­ნდეს, რომ ეს კაცი სი­მარ­თლეს მე­უბ­ნე­ბა - ჩვენ ვლა­პა­რა­კობ­დით, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, რომ რა­მე­ნა­ი­რად და­ი­წყოს დათ­ბო­ბა ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე მა­ინც. მა­გა­ლი­თად, გა­უქ­მდეს ვი­ზე­ბი და ეს კაცი მე­უბ­ნე­ბა - იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა ჩვე­ნი მხრი­დან და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­მო­ვი­და თქვე­ნი ე.წ. ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლის­ტი და დედა აგი­ნა მას პირ­და­პირ ეთერ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­უქ­მდა,“ - ამ­ბობს ლე­ვან ვა­სა­ძე.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, თუ რო­დის შედ­გა ეს შეხ­ვედ­რა, ლე­ვან ვა­სა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვის წინ.

მკითხველის კომენტარები / 184 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
106

პრინციპში მეჰმეტ მეორემაც გადაარჩინა საქრისტიანო კონსტანტინოპოლში უსაქმური და ცვედანი უნიათო იმპერატორი რომ დააპატიმრა !

სიმართლე!
82

ბუძინ ტრესტი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა

"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მიიჩნევს, რომ "ქრისტიანულმა რუსეთმა გადაარჩინა ქრისტიანული საქართველო“. ამის შესახებ ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა "ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

"არ იყო ეგრე? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო გენოციდისაგან და განადგურებისაგან? თუ გნებავთ, ერეკლეს შემდგომ პერიოდში.

რუსეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ რომ აუცილებელი არის დიალოგი, ეს არის გამწარებული პრაგმატიკოსის პოზიცია, რეალისტის პოზიცია, მე ვამბობ - ანა-ბანა, ორჯერ ორი ოთხია, გვინდა დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი?... რეალიზმი არის სიმართლისათვის თვალის გასწორება, ილუზიებისა და რომანტიზმისაგან გათავისუფლება, ისეთი რაღაცის გაკეთება რაც არ გინდა, ძნელია, მაგრამ აუცილებელია.

ვართ ოკუპირებულები ორივე მხრიდან - პირდაპირ, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისგან და იდეოლოგიური, მასმედიური, ფინანსური თვალსაზრისით გლობალისტების მხრიდან. მე არასდროს არ ვიქნები და არ ვარ ანტიამერიკელი და ანტიევროპელი, რაც არ უნდა მაბრალონ ეს. მე ვარ ანტილიბერალი და ანტიგლობალისტი. ამერიკულ სახელმწიფოს არ გააჩნია სხვა საგარეო პოლიტიკა გარდა ლიბარალურ გლობალისტური პოლიტიკისა. ჩვენ ვართ რა ამ კლანჭებში, ამ კლანჭებს არ აწყობს, ჩვენ გვქონდეს რაიმე შანსი ამ (რუსეთთან) დიალოგისა“, - ამბობს ვასაძე.

ამასთან, ამავე გადაცემაში ვასაძემ განაცხადა, რომ ის დაახლოებით ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთ ანალიტიკოსს შეხვდა და საუბარი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას ეხებოდა, რა დროსაც თანამოსაუბრემ უთხრა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ვიზების გაუქმება საქართველოსთან, თუმცა მას შემდეგ, რაც "ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პუტინს დედა აგინა", ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

"მე მოგიყვანთ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. ვსადილობდი ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთან, ანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს, თავისთავად, კრიმინალია უკვე ბევრი ქართველისთვის - რას ჰქვია, რუსულად ლაპარაკობ და რუს ანალიტიკოსს ესაუბრები?! მაგრამ, წარმოიდგინეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან - დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კაცი მე მეუბნება - სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება - ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება - იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა ჩვენი მხრიდან და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა,“ - ამბობს ლევან ვასაძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ როდის შედგა ეს შეხვედრა, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ ეს იყო, დაახლოებით, 2 თვის წინ.

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა... რეალობა იყო ასეთი..." - როგორ პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს?

"ქონება, რომელიც საზღვარგარეთ მქონდა გავყიდე და ეს თანხა დეპოზიტზე ინახებოდა" - რას ამბობს გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელშიც 470 ათასი ევრო გადაიხადეს

"ოცნებას" იმედი ჰქონდა, "ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდოდა... ახლა არ იციან, მოჭიდავეები მიიყვანონ თუ ქურდი ჩარიონ, რომ "პალაჟენია" აღადგინონ" - ხუხაშვილი