პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო..." - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო..." - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

პარ­ტი­ის "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი" ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ბო­ლო­ოდ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, თუმ­ცა არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ „ყვე­ლამ ერ­თად პარ­ლა­მეტ­ში არ­შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სხვაგ­ვა­რი მომ­ზა­დე­ბა მოხ­დეს“.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ კი­თხვა­ზე, ხომ არ შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია შარ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და გა­უ­ა­რა თუ არა გაბ­რა­ზე­ბამ კო­ლე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ „პი­რი­ქით“.

"ჩემი ღელ­ვა დამ­ტკიც­და. მთე­ლი რიგი ხარ­ვე­ზე­ბია და ბუნ­დო­ვა­ნე­ბით სავ­სე დო­კუ­მენ­ტია. დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბაც მი­ვი­ღეთ, გახ­ლავთ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ნიკა მე­ლია ცი­ხე­ში. ოპო­ზი­ცი­ამ იჩ­ქა­რა და დიდი შეც­დო­მა მო­უ­ვი­და. ეს ყვე­ლა­ზე რბი­ლი ნათ­ქვა­მია. უა­რესს ვფიქ­რობ გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, უბ­რა­ლოდ არ ვამ­წვა­ვებ. შეც­დო­მა მო­უ­ვი­დათ, ამ შეც­დო­მას კი ისე­თი მავ­ნებ­ლუ­რი ოლი­გარ­ქი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­გორც „ოც­ნე­ბაა“, რა თქმა უნდა, გა­მო­ი­ყე­ნებ­და და გა­მო­ი­ყე­ნეს“,- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს კვლავ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს და "სა­ჭუ­რის დო­კუ­მენტს" უწო­დებს.

"პრე­ტენ­ზია არ მაქვს ბა­ტონ შარ მი­შელ­თან იმი­ტომ, რომ მე­დი­ა­ცი­ამ შე­ას­რუ­ლა თა­ვის როლი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ ერ­თა­დო - მო­მი­ტე­ვეთ, მაგ­რამ ვინც ამ სა­ჭუ­რის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მან უნდა აი­ღოს, ვერ ავი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ ოპო­ზი­ცი­ის ნაც­ვლად, ვინც პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში ჩა­ტო­ვა და ამ­ნის­ტი­ით გა­მო­დი­ან დამ­ნა­შე­ვე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

ამას­თან, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­აკშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი", რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ. მისი გან­ცხა­დე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე შეც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან, სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"მის მიერ სწო­რი, მას­შტა­ბუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის სვლა იყო მისი მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბა დო­კუ­მენტზე. ხე­ლის­მომ­წე­რებ­მა თა­ვი­ან­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯით, ნა­ად­რე­ვი შეც­დო­მით ძა­ლი­ან აამ­ღვრი­ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ველი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და“,- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას მე­სა­მე ძა­ლის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, ჩარ­კვი­ა­ნი აცხა­დებს, რომ უპ­რინ­ცი­პოდ მოქ­მე­დი ხელ­მომ­წერ­თა ჯგუ­ფი მე­სა­მე ძა­ლას ვერ შექ­მნის.

„მე­სა­მე ბლო­კი და­ერ­ქმე­ვა, მე­ცხრე თუ მე-17, ნე­ბის­მი­ერ მე­სა­მე ძალა იქ­ნე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რო­გორ და­ი­ნა­ხავს ხალ­ხი. დღე­ვან­დე­ლი გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ნა­ად­რე­ვად ხე­ლის­მომ­წე­რი, საკ­მა­ოდ უპ­რინ­ცი­პოდ მოქ­მე­დი ეს ხე­ლის­მომ­წერ­თა ჯგუ­ფი მე­სა­მე ძა­ლას ვე­რაფ­რით ვერ შექ­მნის, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­სა­მე ძა­ლის შექ­მნა შე­უძ­ლია მას, ვინც ბო­ლომ­დე ბრძო­ლა­ში იქ­ნე­ბა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და რე­ფორ­მე­ბის მი­საღ­წე­ვად",- გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგა
58

ერთი შენ გცემ პატივს ოპოზიციაში და ფულის გულისთვისნუ შეხვალ მაგ შენობაში 

1
55

მიშაა = 0 , მორჩა მიხაა მორჩაააა, წინ იყურეთ ხალხოოო

ავტორი:

"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო..." - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო..." - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ „ყველამ ერთად პარლამეტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღოს და ადგილობრივი არჩევნებისთვის სხვაგვარი მომზადება მოხდეს“.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა პოზიცია შარ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და გაუარა თუ არა გაბრაზებამ კოლეგებთან დაკავშირებით, ჩარკვიანი ამბობს, რომ „პირიქით“.

"ჩემი ღელვა დამტკიცდა. მთელი რიგი ხარვეზებია და ბუნდოვანებით სავსე დოკუმენტია. დღეს რა მდგომარეობაც მივიღეთ, გახლავთ პოლიტპატიმარი ნიკა მელია ციხეში. ოპოზიციამ იჩქარა და დიდი შეცდომა მოუვიდა. ეს ყველაზე რბილი ნათქვამია. უარესს ვფიქრობ გარკვეულ ადამიანებზე, უბრალოდ არ ვამწვავებ. შეცდომა მოუვიდათ, ამ შეცდომას კი ისეთი მავნებლური ოლიგარქიული ხელისუფლება როგორც „ოცნებაა“, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა და გამოიყენეს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტს კვლავ კრიტიკულად აფასებს და "საჭურის დოკუმენტს" უწოდებს.

"პრეტენზია არ მაქვს ბატონ შარ მიშელთან იმიტომ, რომ მედიაციამ შეასრულა თავის როლი. პასუხისმგებლობა ავიღოთ ერთადო - მომიტევეთ, მაგრამ ვინც ამ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმ ოპოზიციის ნაცვლად, ვინც პოლიტპატიმარი ციხეში ჩატოვა და ამნისტიით გამოდიან დამნაშევეები", - განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა მიხეილ საააკშვილის მოწოდებას "ნაციონალური მოძრაობისადმი", რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში პარლამენტში შევიდნენ. მისი განცხადებით, გამომდინარე შეცვლილი პოლიტიკური ვითარებიდან, სააკაშვილი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა.

"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო მისი მეორე განცხადება დოკუმენტზე. ხელისმომწერებმა თავიანთი წინდაუხედავი ნაბიჯით, ნაადრევი შეცდომით ძალიან აამღვრიეს პოლიტიკური ბრძოლის ველი, შესაბამისად, სააკაშვილი იძულებული გახდა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას მესამე ძალის შექმნის თაობაზე, ჩარკვიანი აცხადებს, რომ უპრინციპოდ მოქმედი ხელმომწერთა ჯგუფი მესამე ძალას ვერ შექმნის.

„მესამე ბლოკი დაერქმევა, მეცხრე თუ მე-17, ნებისმიერ მესამე ძალა იქნება იმის მიხედვით, როგორ დაინახავს ხალხი. დღევანდელი გაშიშვლებული, ნაადრევად ხელისმომწერი, საკმაოდ უპრინციპოდ მოქმედი ეს ხელისმომწერთა ჯგუფი მესამე ძალას ვერაფრით ვერ შექმნის, გამორიცხულია. მესამე ძალის შექმნა შეუძლია მას, ვინც ბოლომდე ბრძოლაში იქნება დასავლური ღირებულებების და რეფორმების მისაღწევად",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"