სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები
შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ორი დღეა სა­ქარ­თვე­ლო და სრუ­ლი­ად კინო და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კახი კავ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს. მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ დამ­ძიმ­და. რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნაც მო­უხ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­დას­ტუ­რე­ბულ კო­რო­ნა­ვირუსს, კახი კავ­სა­ძის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია. ამ დღე­ებ­ში ბევ­რი და­ი­წე­რა კახი კავ­სა­ძე­ზე, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, ნიჭ­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე... კი­დევ ბევ­რი და­ი­წე­რე­ბა, რად­გან გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი თა­ო­ბე­ბით ემახ­სოვ­რე­ბა შთა­მო­მავ­ლო­ბას.

Ambebi.ge-მ ამ­ჯე­რად კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვილს, ირინ­კა კავ­სა­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ბა­ბუ­ას. გო­გო­ნა 18 წე­ლია ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ კი ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს.

10 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მამა ირაკ­ლი კავ­სა­ძეც მსა­ხი­ო­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ირინ­კამ "სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში" და­ი­წყო თა­მა­ში, იქ, სა­დაც მა­მა­მი­სი - ირაკ­ლი კავ­სა­ძე მუ­შა­ობს. ამა­ვე თე­ატ­რში ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ითა­მა­შა სპექ­ტაკლში - "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი". ირინ­კას უმ­ცრო­სი დაც ჰყავს, რო­მელ­მაც სკო­ლა ორი წლის წინ და­ამ­თავ­რდა.

"ხომ ვამ­ბობ, რო­დე­საც მას (კახი კავ­სა­ძეს) აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი. მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და დღემ­დეც ასე ვართ. რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი - ბაბუ-მეთ­ქი. სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დით, ჯერ კი­დევ მა­შინ, დე­დაც მუ­შა­ობ­და, მა­მაც და სკო­ლა­ში ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დი, სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებ­და, სკო­ლა­ში მა­კი­თხავ­და. მან გამ­ზარ­და და დღემ­დე მის მი­მართ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს" - იგო­ნებს ირინ­კა ბა­ბუ­ას 2018 წელს, AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მილ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"იქ რომ ვართ, იმ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მგო­ნი, მეც და მთე­ლი ოჯა­ხიც ისე ვცხოვ­რობთ, გვინ­და, კა­ხიმ ჩვე­ნით ია­მა­ყოს. თვი­თონ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა აქვს თა­ვის საქ­მე­ში ჩა­დე­ბუ­ლი. მე რომ და­ვი­ბა­დე, ბე­ბია, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი 11 თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბელა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ასეა.

ვგრძნობ, რომ მას­თან რა­ღაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­კავ­ში­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას არ ვიც­ნობ­დი და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მქო­ნია. ვფიქ­რობ, გა­რეგ­ნუ­ლად სა­ერ­თოდ არ ვგა­ვარ, უფრო ბა­ბუ­ას, თუმ­ცა ბა­ბუს ჰგო­ნია, რომ ბე­ლას ვგა­ვარ. ხომ ვამ­ბობ, უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით რომ მას­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამას ნამ­დვი­ლად ვგრძნობ..." - ამ­ბობ­და ირინ­კა...

2018 წელს გო­გო­ნა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო, რო­დე­საც ამე­რი­კი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და და პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ირი­ნი­კას მე­წყვი­ლე მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი იყო. წყვილ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ და საპ­რი­ზო მე­ო­რე ად­გილს დას­ჯერ­დნენ. ირინ­კას "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ბა­ბუ­ას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი....

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
43
არავინ აღარ მაინტერესებს!!! ვინ ვის გავს, ვინ ვისი შვილია, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს, ვინ სად ისაქმებს
Morali
1

აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი დაადგესა

ავტორი:

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ორი დღეა საქართველო და სრულიად კინო და თეატრალური საზოგადოება კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობს. მსახიობის მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ დამძიმდა. რამდენიმე რთული ოპერაციის გადატანაც მოუხდა, საბოლოოდ კი რამდენიმე თვის წინ დადასტურებულ კორონავირუსს, კახი კავსაძის ორგანიზმი ვეღარ მოერია. ამ დღეებში ბევრი დაიწერა კახი კავსაძეზე, მის პიროვნებაზე, ნიჭზე, მეგობრობაზე... კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან გენიალური მსახიობი თაობებით ემახსოვრება შთამომავლობას.

Ambebi.ge-მ ამჯერად კახი კავსაძის შვილიშვილს, ირინკა კავსაძეს გაგაცნობთ, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას. გოგონა 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში ცხოვრობს.

10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო. მამა ირაკლი კავსაძეც მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". ირინკას უმცროსი დაც ჰყავს, რომელმაც სკოლა ორი წლის წინ დაამთავრდა.

"ხომ ვამბობ, როდესაც მას (კახი კავსაძეს) აქ ვტოვებ, ჩემთვის დიდი ტკივილია და ემოციურად განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ბავშვობიდან ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და დღემდეც ასე ვართ. რომ შემეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ-მეთქი. სანამ ამერიკაში წავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, დედაც მუშაობდა, მამაც და სკოლაში ბაბუას დავყავდი, საუზმეს მიმზადებდა, სკოლაში მაკითხავდა. მან გამზარდა და დღემდე მის მიმართ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს" - იგონებს ირინკა ბაბუას 2018 წელს, AMBEBI.GE-სთვის მიცემილ ინტერვიუში.

"იქ რომ ვართ, იმხელა ქვეყანაში, მგონი, მეც და მთელი ოჯახიც ისე ვცხოვრობთ, გვინდა, კახიმ ჩვენით იამაყოს. თვითონ ძალიან დიდი შრომა აქვს თავის საქმეში ჩადებული. მე რომ დავიბადე, ბებია, ბელა მირიანაშვილი 11 თვის გარდაცვლილი იყო. ბელა ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა.

ვგრძნობ, რომ მასთან რაღაც ძალიან ძლიერი მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვიცნობდი და არანაირი შეხება მქონია. ვფიქრობ, გარეგნულად საერთოდ არ ვგავარ, უფრო ბაბუას, თუმცა ბაბუს ჰგონია, რომ ბელას ვგავარ. ხომ ვამბობ, უხილავი ძაფებით რომ მასთან ვარ დაკავშირებული, ამას ნამდვილად ვგრძნობ..." - ამბობდა ირინკა...

2018 წელს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო, როდესაც ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა და პროექტ "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილეობდა. ირინიკას მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი იყო. წყვილმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ფინალში გავიდნენ და საპრიზო მეორე ადგილს დასჯერდნენ. ირინკას "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ბაბუასთან გადაღებული უამრავი საზოგადოებისთვის უცნობი ფოტო აქვს გამოქვეყნებული....

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

წვიმა, სეტყვა და ზოგან ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი