Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან
ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აიც­რა. ფო­ტოს ექსმი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ის წერს, მან "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნა­და­ში ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აცრა 30 წელს ზე­მოთ არის დაშ­ვე­ბუ­ლი და არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­ა­კე­თა. ქო­ბა­ლი­ას ფო­ტოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აკო­მენ­ტა­რებს და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ექსმი­ნის­ტრი შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია.

ცნო­ბის­თვის, ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, 1996 წელს ოჯახ­თან ერ­თად იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთავ­რო­ბა­ში და­საქმდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, 2012 წლის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა "მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა", რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მსგავს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.

2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს პო­ლო­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, თე­მებ­ზე - „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში", „სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში" და „რე­ფორ­მე­ბი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში". ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია "ას­ტა­ნა ექ­სპო 2017"-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზეც საქ­მი­ა­ნობ­და.

2016 წელს ქო­ბა­ლია ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და კონ­სულ­ტა­ცია იყო.

ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე, ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ატა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rezi
21

კაი ვიდზეა ხო იცი ეს მიშას აცრილი

bochola
22

an aicra da an ara - gvaboleben 

ავტორი:

ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ფოტოს ექსმინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ის წერს, მან "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაიკეთა. მისი ინფორმაციით, კანადაში ასტრაზენეკათი აცრა 30 წელს ზემოთ არის დაშვებული და არჩევანი სწორედ აღნიშნულ ვაქცინაზე გააკეთა. ქობალიას ფოტოს უამრავი ადამიანი აკომენტარებს და აღნიშნავენ, რომ ექსმინისტრი შესანიშნავ ფორმაშია.

ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1996 წელს ოჯახთან ერთად იყო ემიგრირებული, 2010 წელს საქართველოში დაბრუნდა და მთავრობაში დასაქმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა", რაც ქართველი პოლიტიკოსისთვის მსგავს ნომინაციაში გამარჯვების პირველი პრეცედენტია.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", „საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და „რეფორმები საჯარო სექტორში". ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტზეც საქმიანობდა.

2016 წელს ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა. მისი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იყო.

ამჟამად ის ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია, ასევე, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ატარებს ტექნოლოგიების მიმართულებით.

"გივი რომ სავადმყოფში იწვა, კახი მის საწოლს არ მოშორებია... ახლა, თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება" - რას წერს მამუკა ონაშვილი ცნობილ მსახიობებზე?

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან