მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“
სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - Amnesty International-მა გა­მოთ­ვა­ლა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ 2020 წელს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის პრო­ცე­დუ­რა მსოფ­ლი­ოს 18 სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­ა­ჩე­რა, თუმ­ცა შე­სამ­ჩნე­ვია სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტენ­დენ­ცი­აც: ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩენ­თა სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ი­ზარ­და, რაც, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა აზ­რით, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სად­მი გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მოწ­მობს. და ეს ხდე­ბა იმ დროს, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის სა­სიკ­ვდი­ლო ვირუ­სი­სა­გან დაც­ვას ცდი­ლობს.

ეგ­ვიპ­ტე­ში 2020 წელს, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სამ­მაგ­და. ჩი­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს. შარ­შან დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, 17-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, მხო­ლოდ 6 თვე­ში, სიკ­ვდი­ლით 10 ადა­მი­ა­ნი და­სა­ჯა.

პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, აშშ-ის ჩათ­ვლით, და­ირ­ღვა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სა­კი­თხში: რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ ვერ შეძ­ლეს ბევრ თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტთან შეხ­ვედ­რა და მათ­თან ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა.

  • სიკ­ვდი­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­თვის

გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში, როცა კო­რო­ნა­ვირუს­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო, ჩი­ნეთ­ში ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი მო­ი­ფიქ­რეს - "კო­ვიდ-19“-ის სიმპტო­მე­ბის და­მალ­ვა“. ამ ბრალ­დე­ბის სან­ქცი­რე­ბის მი­ხედ­ვით, არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სიმპტო­მებს და­მა­ლავ­და და ავად­მყო­ფო­ბას ვინ­მეს გა­და­დებ­და, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბო­და 10 წლით სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი­ყო, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი... სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლი­ყო.

სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბო­და იმა­თაც, ვინც პან­დე­მი­ის დროს კონ­ტრა­ფაქ­ტურ (ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ) წამ­ლებს გა­ავ­რცე­ლებ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ას­ნე­ბოვ­ნებ­და ვინ­მეს და მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს რა­ი­მე ზი­ანს მი­ა­ყე­ნებ­და.

უკვე 2020 წლის შუ­ა­ხა­ნებ­ში ჩი­ნეთ­ში ამ სა­ხის 21 და­ნა­შა­უ­ლი იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის ოთხი სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქნა დას­ჯი­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, რად­გან მათი დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია: ჩი­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა.

თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნე­ლი“ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­ნი­მუმ ერთი ადა­მი­ა­ნი იქნა სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლი ან­ტი­კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. სულ ჩი­ნეთ­ში სიკ­ვდი­ლით ის­ჯე­ბი­ან 46 სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის გამო, რაც პან­დე­მი­ას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა კო­რუფ­ცი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლიც. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სტა­ტის­ტი­კა მთლი­ა­ნად გა­სა­ი­დუ­ლო­ე­ბუ­ლია, "ემ­ნის­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნე­ლი“ ეყ­რდნო­ბა იმ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც პრე­სა­ში ქვეყ­ნდე­ბა, აგ­რეთ­ვე იმოწ­მებს დას­ჯილ­თა ნა­თე­სავ-ახ­ლობ­ლე­ბის ნათ­ქვამს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ყო­ველ­წლი­უ­რად ჩი­ნეთ­ში სიკ­ვდი­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ის­ჯე­ბა. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა წინ უს­წრებს წარ­სულ­ში ისეთ ცნო­ბილ ლი­დე­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ირა­ნი, ეგ­ვიპ­ტე, ერა­ყი და სა­უ­დის არა­ბე­თი. სა­ერ­თოდ, ამ ოთხ ქვე­ყა­ნა­ზე 2020 წელს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 88% მო­დი­ო­და.

  • დას­ჯის ნუ­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა

"ემ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნე­ლის" გა­მოთ­ვლებ­ში არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია არა მხო­ლოდ ჩი­ნე­თის შე­სა­ხებ, არა­მედ ასე­ვე ვი­ეტ­ნა­მის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და სი­რი­ის მი­მარ­თაც: ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კა ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად ით­ვლე­ბა, ან ნა­წი­ლობ­რი­ვად არის და­მა­ლუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ.

თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს არ ჩავ­თვლით, მა­შინ ასეთ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: 2020 წელს მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლით 483 ადა­მი­ა­ნი და­სა­ჯეს, რაც მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა 1477 სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი, რაც ასე­ვე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია წინა 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით.

"ემ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნე­ლის" ექ­სპერ­ტე­ბი ციფ­რე­ბის დაკ­ლე­ბას, პირ­ველ რიგ­ში, ან­ტი­კო­ვი­დუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი "შეს­ვე­ნე­ბით“ ხსნი­ან. მა­გა­ლი­თად, 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ბე­ლა­რუს­ში - ერ­თა­დერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბი ჯერ კი­დევ სის­რუ­ლე­ში მოჰ­ყავთ. მინ­სკი სა­სიკ­ვდი­ლო დას­ჯის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ცნო­ბი­ლია, რომ 2019 წელს ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯა სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მით.

ბე­ლა­რუს­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს თვალს ადევ­ნე­ბენ, "ბი-ბი-სი“-ს აც­ნო­ბეს, რომ 2020 წელს ქვე­ყა­ნა­ში არა­ნაკ­ლებ ხუთი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა მო­ნა­ცე­მე­ბით, ბე­ლა­რუ­სის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში სის­რუ­ლე­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი 400-ზე მეტი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი, თა­ნაც ისე, რომ ნა­თე­სა­ვებს დას­ჯილ­თა ცხედ­რებს არ აძ­ლე­ვენ, არ ატყო­ბი­ნე­ბენ სიკ­ვდი­ლის დროს და არ უჩ­ვე­ნე­ბენ გვა­მის და­მარ­ხვის ად­გილს.

აშშ-ში კი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის სის­ტე­მა სხვაგ­ვა­რა­დაა მო­წყო­ბი­ლი: ბევრ შტატ­ში გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის დროს ნა­თე­სა­ვებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს იწ­ვე­ვენ. და მა­ინც აშშ და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს იმ ერ­თა­დერთ ქვეყ­ნად ით­ვლე­ბა, სა­დაც 2020 წელს ადა­მი­ა­ნე­ბი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

მარ­თა­ლია, შტა­ტე­ბის დო­ნე­ზე - დღე­ი­სათ­ვის 25 ამე­რი­კულ შტატ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ­სე­ბობს - გა­სულ წელს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შვი­დი მო­ქა­ლა­ქე მო­აკ­ვდი­ნეს, მაგ­რამ ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე ბოლო წლებ­ში სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მი­მართ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი არ­სე­ბობ­და. რო­გორც უკვე ვთქვით, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს მო­რა­ტო­რი­უ­მი და­არ­ღვია და პირ­ვე­ლად 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა ფე­დე­რა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი 10 სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი.

ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა

"სა­ნამ მთე­ლი მსოფ­ლიო და­ძა­ბუ­ლი ეძებ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბას, ზო­გი­ერ­თი მთავ­რო­ბა გა­მომ­წვე­ვად მოქ­მე­დებ­და: იქა­ურ სა­სა­მარ­თლო­ებს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­მოჰ­ქონ­დათ და ყვე­ლა­ფე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებს მა­ინც სჯიდ­ნენ“, - ამ­ბობს Amnesty International-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ანეს კა­ლა­მა­რი, - "სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი - ეს შემ­ზა­რა­ვი სა­ხის დას­ჯას წარ­მო­ად­გენს, ხოლო სწრაფ­ვა ასე­თი სას­ჯე­ლის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად პან­დე­მი­ის დროს კი­დევ უფრო ხაზს უს­ვამს ხე­ლი­სუფლთა სი­სას­ტი­კეს“.

ანეს კა­ლა­მა­რის აზ­რით, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის სა­და­ო­ო­ბა და მათი გა­სა­ჩივ­რე­ბა ვირუ­სამ­დელ პე­რი­ო­დებ­შიც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, პან­დე­მი­ის დროს კი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და: ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა საკ­ნებ­ში სხე­დან, ვერ შეძ­ლეს ად­ვო­კა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა, ხოლო ბევ­რი, ვი­საც მათი დახ­მა­რე­ბა სურ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის ფა­სად ემოქ­მე­დათ. "სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­მო­ტა­ნა ასეთ პი­რო­ბებ­ში - ეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის აღ­მაშ­ფო­თე­ბელ ხელ­ყო­ფას წარ­მო­ად­გენს“, - თვლის ანეს კა­ლა­მა­რი.

ეგ­ვიპ­ტე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­და იმ ქვეყ­ნე­ბის სა­მე­ულ­ში, სა­დაც სიკ­ვდი­ლით ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯა: 2020 წელს აქ არა­ნაკ­ლებ 107 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. ჯერ კი­დევ 2020 წლის ბო­ლოს, ვიდ­რე წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბა მომ­ზად­დე­ბო­და, "ემ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნელ­მა" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას სა­ში­ში ტენ­დენ­ცია უწო­და.

2020 წლის მხო­ლოდ ოქ­ტომ­ბერ­ში და ნო­ემ­ბერ­ში ეგ­ვიპ­ტე­ში 57 ადა­მი­ა­ნი მო­აკ­ვდი­ნეს, რაც თით­ქმის ორ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე მთლი­ა­ნად 2019 წელს. ჯერ კი­დევ მა­შინ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ში­შობ­დნენ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლე­ბი შე­საძ­ლოა უფრო მეტი ყო­ფი­ლი­ყო: ეგ­ვიპ­ტე, ისე­ვე რო­გორც ბე­ლა­რუ­სი, არ აქ­ვეყ­ნებს სტა­ტის­ტი­კას და არ ატყო­ბი­ნებს ახ­ლობ­ლებს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას.

ეგ­ვიპ­ტის მა­ს­მე­დია ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ 2020 წლის ბოლო სამი თვის მან­ძილ­ზე ქვე­ყა­ნა­ში 91 სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა "ემ­ნისთ“-მა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ვერ შეძ­ლო.

თუმ­ცა, და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მი­ხედ­ვი­თაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ ბევ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან აღი­ა­რე­ბა ზე­წო­ლი­სა და წა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი მათი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ხდე­ბო­და.

ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ზრდას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კა­ი­რო­ში, "თო­რას“ სა­პყრო­ბი­ლე­დან წა­რუ­მა­ტე­ბელ გაქ­ცე­ვას უკავ­ში­რე­ბენ.

ამ ინ­ცი­დენ­ტის ირ­გვლივ ძალ­ზე ძუნ­წი მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს: ცნო­ბი­ლია, რომ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის სამი მო­ნა­წი­ლე სა­პყრო­ბი­ლე­ში 2018 წლი­დან იჯდა - მათ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ან­სარ აშ-შა­რია“-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და 2013-2014 წლებ­ში ათამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის დროს, რო­გორც კა­ი­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყო­ბი­ნე­ბო­და, მათ კი­დევ სამი პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლეს.

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია სა­მე­უ­ლის ლი­დე­რად ირა­ნი რჩე­ბა, სა­დაც 240-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. და თუმ­ცა ეს უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბაა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო ხში­რად ხდე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად, სხვაგ­ვა­რად მო­აზ­როვ­ნე­თა წი­ნა­აღ­მდეგ - იმ ადა­მი­ან­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ბევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გრძელ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს არ­ღვევს: მა­გა­ლი­თად, სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის (მკვლე­ლო­ბის) ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი მი­მარ­თა­ვენ, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი არ არის.

ამ ნე­გა­ტი­ურ ფონ­ზე და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა ის, რომ 2020 წელს რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა უარი თქვეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე. მა­გა­ლი­თად, ყა­ზა­ხეთ­მა ამის პი­რო­ბა უკვე დადო, ბარ­ბა­დოს­მა კი რე­ფორ­მა და­ას­რუ­ლა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბა უახ­ლო­ეს დრო­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა აშშ-ის კო­ლო­რა­დოს შტატ­მაც აკ­რძა­ლა.

  • ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს 108 ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მთლი­ა­ნად არის აკ­რძა­ლუ­ლი.

Amnesty International-ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯას "სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სან­ქცი­რე­ბულ მკვლე­ლო­ბად“ მი­იჩ­ნე­ვენ და მო­უ­წო­დე­ბენ მისი გა­უქ­მე­ბი­სათ­ვის იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც ჯერ კი­დევ არის ასე­თი ზომა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ პო­ზი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ში ამე­რი­კელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც თვლის, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ეთი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­სა­ღე­ბია. აქვე ვი­ტყვით, რომ მარ­თა­ლია, ასე­თი პო­ზი­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის 54%-ს აქვს (ანუ უმ­რავ­ლე­სო­ბას), მაგ­რამ ეს რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო წლებ­ში რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მო­წო­დე­ბას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე მო­რა­ტო­რი­უ­მის შე­მო­ღე­ბის მხრივ მხა­რი 123-მა სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ჭი­რა - ყვე­ლა­ზე მეტ­მა, ვიდ­რე ოდეს­მე - რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ მი­ბა­ძა­ვენ. მსოფ­ლიო აგ­რძე­ლებს წინსვლას სიკ­ვდი­ლით დას­ჯის სრუ­ლი გა­უქ­მე­ბი­სა­კენ. მო­ვუ­წო­დებთ აშშ-ის კონ­გრესს, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აკ­რძალ­ვის მიზ­ნით“, - აცხა­დე­ბენ "ემ­ნის­თი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნელ“-ში. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
8

ვინც ადამიანს ამის გულისათვის სიკვდილით დასჯის ის მარადიულ სიკვდილში ანუ გეენაში და ჯოჯოხეთში იქნება და არ მეცოდება!!!

ლელა
9

თანამედროვე ფაშიზმი-ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - Amnesty International-მა გამოთვალა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს სიკვდილით დასჯის პროცედურა მსოფლიოს 18 სახელმწიფოში შეაჩერა, თუმცა შესამჩნევია საწინააღმდეგო ტენდენციაც: ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენთა სისრულეში მოყვანის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა, რაც, უფლებადამცველთა აზრით, ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას მოწმობს. და ეს ხდება იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოსახლეობის სასიკვდილო ვირუსისაგან დაცვას ცდილობს.

ეგვიპტეში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სიკვდილით დასჯის რაოდენობა გასამმაგდა. ჩინეთში ადამიანები საკარანტინო ზომების დარღვევის გამო სიცოცხლეს გამოასალმეს. შარშან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ 6 თვეში, სიკვდილით 10 ადამიანი დასაჯა.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მრავალ ქვეყანაში, აშშ-ის ჩათვლით, დაირღვა ადამიანთა უფლებები სამართლიანი სასამართლო განხილვის საკითხში: როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ ვერ შეძლეს ბევრ თავიანთ კლიენტთან შეხვედრა და მათთან ნორმალურად მუშაობა.

  • სიკვდილი დაინფიცირებისთვის

გასული წლის თებერვალში, როცა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში სწრაფი გავრცელება დაიწყო, ჩინეთში ახალი დანაშაული მოიფიქრეს - "კოვიდ-19“-ის სიმპტომების დამალვა“. ამ ბრალდების სანქცირების მიხედვით, არ იყო გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების სიმპტომებს დამალავდა და ავადმყოფობას ვინმეს გადადებდა, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლებოდა 10 წლით საპყრობილეში გამომწყვდეულიყო, უარეს შემთხვევაში კი... სიკვდილით დასჯილიყო.

სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა იმათაც, ვინც პანდემიის დროს კონტრაფაქტურ (ფალსიფიცირებულ) წამლებს გაავრცელებდა, სპეციალურად დაასნებოვნებდა ვინმეს და მედიცინის მუშაკებს რაიმე ზიანს მიაყენებდა.

უკვე 2020 წლის შუახანებში ჩინეთში ამ სახის 21 დანაშაული იქნა გამოვლენილი, მათ შორის ოთხი სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებდა. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი ადამიანი იქნა დასჯილი პროფილაქტიკური ზომების დარღვევის გამო, რადგან მათი დადგენა შეუძლებელია: ჩინეთის კანონმდებლობით, ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენების თაობაზე სახელმწიფო საიდუმლოებაა.

თუმცა ორგანიზაცია "ემნესთი ინთერნეიშენელი“ დარწმუნებულია, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი ანტიკორონავირუსული წესების დარღვევის გამო. სულ ჩინეთში სიკვდილით ისჯებიან 46 სახის დანაშაულის გამო, რაც პანდემიასთან არ არის დაკავშირებული. მათ შორისაა კორუფციული დანაშაულიც. იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკა მთლიანად გასაიდულოებულია, "ემნისთი ინთერნეიშენელი“ ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომლებიც პრესაში ქვეყნდება, აგრეთვე იმოწმებს დასჯილთა ნათესავ-ახლობლების ნათქვამს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანი ისჯება. ამ მაჩვენებლებით ქვეყანა წინ უსწრებს წარსულში ისეთ ცნობილ ლიდერებს, როგორებიცაა ირანი, ეგვიპტე, ერაყი და საუდის არაბეთი. საერთოდ, ამ ოთხ ქვეყანაზე 2020 წელს სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევების 88% მოდიოდა.

  • დასჯის ნულოვანი რაოდენობა

"ემნესთი ინთერნეიშენელის" გამოთვლებში არაზუსტი ინფორმაციებია არა მხოლოდ ჩინეთის შესახებ, არამედ ასევე ვიეტნამის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მიმართაც: ყველა ამ ქვეყანაში შესაბამისი სტატისტიკა ან სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება, ან ნაწილობრივად არის დამალული სახელმწიფო ორგანოების მიერ.

თუ აღნიშნული ქვეყნების მონაცემებს არ ჩავთვლით, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ: 2020 წელს მსოფლიოში სიკვდილით 483 ადამიანი დასაჯეს, რაც მინიმალური რაოდენობაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში გამოტანილი იქნა 1477 სასიკვდილო განაჩენი, რაც ასევე დაბალი მაჩვენებელია წინა 2019 წელთან შედარებით.

"ემნესთი ინთერნეიშენელის" ექსპერტები ციფრების დაკლებას, პირველ რიგში, ანტიკოვიდური ზომების მიღებით გამოწვეული "შესვენებით“ ხსნიან. მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში უფლებადამცველებს არ დაუფიქსირებიათ სიკვდილით დასჯა ბელარუსში - ერთადერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც სასიკვდილო განაჩენები ჯერ კიდევ სისრულეში მოჰყავთ. მინსკი სასიკვდილო დასჯის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევს, თუმცა ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ 2019 წელს ოთხი ადამიანი დაისაჯა სასჯელის უმაღლესი ზომით.

ბელარუსმა აქტივისტებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციებს თვალს ადევნებენ, "ბი-ბი-სი“-ს აცნობეს, რომ 2020 წელს ქვეყანაში არანაკლებ ხუთი სასიკვდილო განაჩენი იქნა გამოტანილი.

უფლებადამცველთა მონაცემებით, ბელარუსის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში სისრულეში იქნა მოყვანილი 400-ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი, თანაც ისე, რომ ნათესავებს დასჯილთა ცხედრებს არ აძლევენ, არ ატყობინებენ სიკვდილის დროს და არ უჩვენებენ გვამის დამარხვის ადგილს.

აშშ-ში კი სიკვდილით დასჯის სისტემა სხვაგვარადაა მოწყობილი: ბევრ შტატში განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს ნათესავებს და ჟურნალისტებს იწვევენ. და მაინც აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს იმ ერთადერთ ქვეყნად ითვლება, სადაც 2020 წელს ადამიანები სიკვდილით დასაჯეს.

მართალია, შტატების დონეზე - დღეისათვის 25 ამერიკულ შტატში სიკვდილით დასჯა არსებობს - გასულ წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვიდი მოქალაქე მოაკვდინეს, მაგრამ ფედერალურ დონეზე ბოლო წლებში სასიკვდილო განაჩენების აღსრულების მიმართ არაოფიციალური მორატორიუმი არსებობდა. როგორც უკვე ვთქვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს მორატორიუმი დაარღვია და პირველად 17 წლის განმავლობაში, სისრულეში მოიყვანა ფედერალური სასამართლოების მიერ გამოტანილი 10 სასიკვდილო განაჩენი.

ადამიანთა წამება და გაუჩინარება

"სანამ მთელი მსოფლიო დაძაბული ეძებდა კორონავირუსისაგან ადამიანების სიცოცხლის დამცავ საშუალებას, ზოგიერთი მთავრობა გამომწვევად მოქმედებდა: იქაურ სასამართლოებს სასიკვდილო განაჩენები გამოჰქონდათ და ყველაფერის მიუხედავად, ადამიანებს მაინც სჯიდნენ“, - ამბობს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი ანეს კალამარი, - "სასიკვდილო განაჩენი - ეს შემზარავი სახის დასჯას წარმოადგენს, ხოლო სწრაფვა ასეთი სასჯელის სისრულეში მოსაყვანად პანდემიის დროს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ხელისუფლთა სისასტიკეს“.

ანეს კალამარის აზრით, სასიკვდილო განაჩენების სადაოობა და მათი გასაჩივრება ვირუსამდელ პერიოდებშიც ძალიან რთული იყო, პანდემიის დროს კი თითქმის შეუძლებელი გახდა: ადამიანებმა, რომლებიც სიკვდილმისჯილთა საკნებში სხედან, ვერ შეძლეს ადვოკატებთან შეხვედრა, ხოლო ბევრი, ვისაც მათი დახმარება სურდა, იძულებული გახდა თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემოქმედათ. "სიკვდილით დასჯის გამოტანა ასეთ პირობებში - ეს ადამიანის უფლებების აღმაშფოთებელ ხელყოფას წარმოადგენს“, - თვლის ანეს კალამარი.

ეგვიპტე ოფიციალურად შევიდა იმ ქვეყნების სამეულში, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტი ადამიანი დაისაჯა: 2020 წელს აქ არანაკლებ 107 ადამიანი მოკლეს. ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, ვიდრე წლიური მოხსენება მომზადდებოდა, "ემნესთი ინთერნეიშენელმა" გაავრცელა განცხადება და ქვეყანაში სიკვდილით დასჯის რაოდენობის ზრდას საშიში ტენდენცია უწოდა.

2020 წლის მხოლოდ ოქტომბერში და ნოემბერში ეგვიპტეში 57 ადამიანი მოაკვდინეს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად 2019 წელს. ჯერ კიდევ მაშინ უფლებადამცველები შიშობდნენ, სიკვდილით დასჯილები შესაძლოა უფრო მეტი ყოფილიყო: ეგვიპტე, ისევე როგორც ბელარუსი, არ აქვეყნებს სტატისტიკას და არ ატყობინებს ახლობლებს სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.

ეგვიპტის მასმედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2020 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ქვეყანაში 91 სიკვდილით დასჯა განხორციელდა, თუმცა "ემნისთ“-მა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

თუმცა, დადასტურებულ შემთხვევათა გაანალიზების მიხედვითაც უფლებადამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბევრი სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულებისაგან აღიარება ზეწოლისა და წამების გამოყენებით იქნა მიღებული, შემდეგ კი მათი გაუჩინარება ხდებოდა.

ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ზრდას საზოგადოებრივი ორგანიზაციები კაიროში, "თორას“ საპყრობილედან წარუმატებელ გაქცევას უკავშირებენ.

ამ ინციდენტის ირგვლივ ძალზე ძუნწი მონაცემები არსებობს: ცნობილია, რომ გაქცევის მცდელობის სამი მონაწილე საპყრობილეში 2018 წლიდან იჯდა - მათ ტერორისტულ დაჯგუფება "ანსარ აშ-შარია“-ში მონაწილეობას და 2013-2014 წლებში ათამდე პოლიციელის მკვლელობას აბრალებდნენ. წარუმატებელი გაქცევის მცდელობის დროს, როგორც კაიროს ხელისუფლება იტყობინებოდა, მათ კიდევ სამი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

უკვე მერამდენე წელია სამეულის ლიდერად ირანი რჩება, სადაც 240-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. და თუმცა ეს უფრო ნაკლები რაოდენობაა წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ხდება სასიკვდილო განაჩენების გამოყენება პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად, სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ - იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან.

ბევრი ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა გრძელდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს: მაგალითად, სასჯელის უმაღლეს ზომას ისეთი დანაშაულის (მკვლელობის) ჩადენის შემთხვევაშიც კი მიმართავენ, რომელიც წინასწარგანზრახული არ არის.

ამ ნეგატიურ ფონზე დადებითი მოვლენაა ის, რომ 2020 წელს რიგმა ქვეყნებმა უარი თქვეს სიკვდილით დასჯაზე. მაგალითად, ყაზახეთმა ამის პირობა უკვე დადო, ბარბადოსმა კი რეფორმა დაასრულა და სიკვდილით დასჯის გაუქმება უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ადამიანის სიკვდილით დასჯა აშშ-ის კოლორადოს შტატმაც აკრძალა.

  • ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 108 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მთლიანად არის აკრძალული.

Amnesty International-ში სიკვდილით დასჯას "სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ მკვლელობად“ მიიჩნევენ და მოუწოდებენ მისი გაუქმებისათვის იმ ქვეყნებს, სადაც ჯერ კიდევ არის ასეთი ზომა შენარჩუნებული. თუმცა, ამ პოზიციის მიუხედავად, აშშ-ში ამერიკელთა უმრავლესობა მაინც თვლის, რომ სიკვდილით დასჯა ეთიკური თვალსაზრისით მისაღებია. აქვე ვიტყვით, რომ მართალია, ასეთი პოზიცია მოსახლეობის 54%-ს აქვს (ანუ უმრავლესობას), მაგრამ ეს რაოდენობა ბოლო წლებში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

"გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შემოღების მხრივ მხარი 123-მა სახელმწიფომ დაუჭირა - ყველაზე მეტმა, ვიდრე ოდესმე - რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენებიც, ბოლოს და ბოლოს, მათ მიბაძავენ. მსოფლიო აგრძელებს წინსვლას სიკვდილით დასჯის სრული გაუქმებისაკენ. მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, რომ მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ინიციატივას სიკვდილით დასჯის აკრძალვის მიზნით“, - აცხადებენ "ემნისთი ინტერნეიშენელ“-ში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები