პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან
"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ იმ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გვერ­დით გა­წე­ვით. ეს არ არის სი­სუს­ტე, ეს არის სიძ­ლი­ე­რე, გო­ნივ­რუ­ლი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამ ეტაპ­ზე,- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­შე­ლი აღ­ნიშ­ნავს, არ­სე­ბუ­ლი მო­მენ­ტით უნდა ისარ­გებ­ლონ, რათა იმ რე­ფორ­მე­ბის­თვის იმუ­შა­ვონ, რაც ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის უფრო სიღ­რმი­სე­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ჩვენ ამ მო­მენ­ტით უნდა ვი­სარ­გებ­ლოთ, რათა პარ­ლა­მენ­ტში ერ­თად ვი­მუ­შა­ვოთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის. ეს რე­ფორ­მე­ბი ის არის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკე­თეს მო­მა­ვალს იმის­თვის, რომ გა­იხ­სნას გზა უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ევ­რო­კავ­ში­რი არის უძ­ლი­ე­რე­სი პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ჩვენ გვაქვს სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის და რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ თქვენ გვერ­დით ვართ და არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში ევ­რო­კავ­ში­რი 400 მლნ ევ­რო­თი ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ხა­ტავს უძ­ლი­ე­რეს მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში.

კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გარ­წმუ­ნებთ, რომ ყვე­ლა ეს წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი ერ­თობ­ლი­ვად დე­მოკ­რა­ტი­ის, სიძ­ლი­ე­რის, კე­თილ­დღე­ო­ბის მიზ­ნით და გი­სურ­ვებთ ამ სიძ­ლი­ე­რეს ევ­რო­პის მე­გობ­რე­ბის რან­გში. ეს ნდო­ბა არის უცი­ლობ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორც ოდეს­მე ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, დღე­ვან­დე­ლი დღით სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა. რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შარლ მი­შე­ლის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­დან სწო­რედ ერთი თვის და 20 დღის შემ­დეგ ის არის ამა­ყი, რომ შე­დე­გი სა­ხე­ზეა.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთხელ, ძალ­ზედ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ვმას­პინ­ძლობთ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს. ჩვენ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ მისი პი­რა­დი ჩარ­თუ­ლო­ბის და მისი ვი­ზი­ტი არის კი­დევ ერთი თვალ­სა­ჩი­ნო და­დას­ტუ­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო და მისი წარ­მა­ტე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის.

პრე­ზი­დენ­ტო მი­შელ, თქვენ პირ­ვე­ლად ამ დარ­ბაზ­ში გა­ნა­ცხა­დეთ თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ. ეს მოხ­და 1-ელ მარტს, ეს უკავ­შირ­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მე­დი­ა­ცი­ას თქვე­ნი უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, თქვე­ნი პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით. სწო­რედ ერთი თვის და 20 დღის შემ­დეგ მე ვარ ამა­ყი, რომ შე­დე­გი სა­ხე­ზეა. შე­თან­ხმე­ბა შედ­გა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

თქვენ ამის­თვის გულ­წრფელ მად­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებთ. მინ­და ჩვე­ნი მთავ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმ დიდი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის, რო­მე­ლიც თქვენ გას­წი­ეთ ამ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ ხართ ნამ­დვი­ლი ლი­დე­რი, შე­გიძ­ლი­ათ ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით მე­დი­ა­ცი­ის და მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გის დას­რუ­ლე­ბით. ჩვენ ერ­თად შევ­ქმე­ნით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი, პრე­ცე­დენ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის, ასე­ვე აშშ-ს ჩარ­თუ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად იყო შექ­მნი­ლი, ამო­წუ­რუ­ლია.

ასე­ვე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თქვენს წარ­მო­მად­გე­ნელს, ბა­ტონ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლო მან­და­ტით იყო მოვ­ლე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო გას­წია, იმუ­შა­ვა რო­გორც ჩვენს პარ­ტი­ას­თან ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, ოპო­ზი­ცი­ას­თან.

დღე­ვან­დე­ლი დღით სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა. ეს არის წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, ეს არის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას და იმ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბას, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე დგას“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის სან­დო პარტნი­ო­რი.

„ბა­ტონ პრე­ზი­დენტს კი­დევ ერთხელ და­ვუ­დას­ტუ­რე სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვე­ნი ხალ­ხის ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რიგს და ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს.

ასე­ვე ჩვენს შეხ­ვედ­რა­ზე პრე­ზი­დენტ მი­შელს და­ვუ­დას­ტუ­რე ჩვე­ნი მზა­ო­ბა მეტი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ. რა თქმა უნდა, ხაზი გა­ვუს­ვი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მზა­ო­ბას, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვემ­ზა­დოთ 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თებ­ლად.

ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე დღის წეს­რიგ­ზე და შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ბა­ზარ­ზე შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და სექ­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი; ევ­რო­კავ­შირ­თან ფი­ზი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე, შე­ვე­ხეთ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­საც, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის კონ­ფლიქტს და ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­ზი­დენტ მი­შელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის და მზა­ო­ბის­თვის, რომ გა­აგ­რძე­ლოს ჩვე­ნი ქვე­ნის მხარ­და­ჭე­რა კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე, გზა­ზე, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბამ­დე უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
18
ვულოცავ ბიძინის და მის რუსულ სპეცსამსახურებს ოპოზიციის გაფარჩაკებას.
xoni
3

კრიზისიც ხელოვნურად დასრულდა

ავტორი:

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

მადლიერებას გამოვხატავ ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, გონივრული მიდგომა, რომელიც საჭიროა ამ ეტაპზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, არსებული მომენტით უნდა ისარგებლონ, რათა იმ რეფორმებისთვის იმუშავონ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

"ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშავოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმები ის არის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უკეთეს მომავალს იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის.

ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მლნ ევროთი ეხმარება საქართველოს და ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის, სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება“, - განაცხადა მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის პირველი ვიზიტიდან სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ ის არის ამაყი, რომ შედეგი სახეზეა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ, ძალზედ მოკლე პერიოდში ვმასპინძლობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჩვენ მადლიერები ვართ მისი პირადი ჩართულობის და მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.

პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ. ეს მოხდა 1-ელ მარტს, ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ მე ვარ ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია.

თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ჩართულობით საქართველოსთან ერთად პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც უშუალო მანდატით იყო მოვლენილი საქართველოში. მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია, იმუშავა როგორც ჩვენს პარტიასთან ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან.

დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე დგას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი.

„ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს და ჩვენი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ასევე ჩვენს შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელს დავუდასტურე ჩვენი მზაობა მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, შევეხეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვენის მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"