პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?!" - თაკო ჩარკვიანი
"ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?!" - თაკო ჩარკვიანი

ჩემი და გი­ორ­გი ვა­შა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­ი­ყო - ჩვენ, ადა­მი­ა­ნუ­რად მე­გობ­რე­ბად ვრჩე­ბით, მაგ­რამ არა­ნა­ი­რად არ ვემ­ხრო­ბით ერ­თმა­ნეთს, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ტი­ის “კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“ ლი­დერ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კით მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჩარ­კვი­ა­ნი შარლ მი­შე­ლის ეგი­დით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რას “პრო­ცე­სის ღა­ლა­ტად“ აფა­სებს და ამ­ბობს, რომ “როცა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩა­მოშ­ლის პრო­ცეს­შია, ოპო­ზი­ცია მას არ უნდა შე­ყუ­დე­ბო­და“.

მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტი ბუნ­დო­ვა­ნია და მას­ზე ხელ­მო­წე­რა იგი­ვე წყალ­ში შეს­ვლას ნიშ­ნავს.

“ჩვენ აშშ-ს სე­ნატ­ში გვი­თხრეს, რომ სა­სა­მარ­თლო კლა­ნია და ქვე­ყა­ნა­ში ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა. ვე­ძებ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ვალს მო­მა­ძებ­ნი­ნებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტით ხუთი წელი მთა­ვარ პრო­კუ­რორს ვერ ცვლი, ცეს­კოს თავ­მჯო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნია არ იც­ლე­ბა. რამ­დენ­ჯერ მო­გის­მე­ნი­ათ ჩემ­გან და გი­ორ­გი ვა­შა­ძის­გან ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის შე­სა­ხებ. ამ დო­კუ­მენ­ტში მსგავ­სი არა­ფე­რი წე­რია და ვერც მო­ეს­წრე­ბა. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის ვა­ტყუ­ებთ - სა­კუ­თარ თავს თუ ხალ­ხს?! რომ და­მე­ნა­ხა, რომ სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღა­ცა­ზე და­ი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ ამ დო­კუ­მენ­ტით პარ­ლა­მენ­ტში რო­გორ უნდა შეხ­ვი­დე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირ­დეს - უნდა იცო­დე, რის­თვის აკე­თებ ამას!“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, მი­მარ­თავს თუ არა პარ­ლა­მენტს კი­დევ ერთხელ სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით, თაკო ჩარ­კვი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რა პრო­ცე­დუ­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმას გა­ა­კე­თებს.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
netav
22

ნეტავ ვის დარჩენილხართ, ან ვის რაში სჭირდებით.

პოლიტიკოსობა გადაიქცა ყველაზე ხელმოცარულთა თავშესაფრად.

ი.კ
19

მიხვდა ნეტავ ეს ქალი, სად არის მისი ადგილი.

ავტორი:

"ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?!" - თაკო ჩარკვიანი

"ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები გაიყო - ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?!" - თაკო ჩარკვიანი

ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო - ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკით მონაწილეობდა.

ჩარკვიანი შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას “პროცესის ღალატად“ აფასებს და ამბობს, რომ “როცა “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პროცესშია, ოპოზიცია მას არ უნდა შეყუდებოდა“.

მისივე თქმით, დოკუმენტი ბუნდოვანია და მასზე ხელმოწერა იგივე წყალში შესვლას ნიშნავს.

“ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშაძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ - საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს - უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა პარლამენტს კიდევ ერთხელ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ რა პროცედურაც საჭირო იქნება, იმას გააკეთებს.

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი