პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე
"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი არ წარ­მო­ად­გენს „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მისი ეს ნა­ბი­ჯი არ გა­მო­ხა­ტავს იმ სუ­ლის­კვე­თე­ბა­სა და პო­ზი­ცი­ას, რაც აქვს ენმ-ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ბა­რა­მი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი შევ­ლენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას არ გა­მო­ხა­ტავს.

„ენმ-ის ბევ­რი წევ­რი და მხარ­დამ­ჭე­რი გვე­კი­თხე­ბა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ახლა ვისი სა­ხე­ლით დგას ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში? მინ­და, გარ­კვე­ვით ყვე­ლას კი­დევ ერთხელ ვუ­თხრა (ქალ­ბა­ტონ­მა სა­მა­დაშ­ვილ­მა თვი­თო­ნაც გან­მარ­ტა), რომ ის არ წარ­მო­ად­გენს „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მისი ეს ნა­ბი­ჯი არ გა­მო­ხა­ტავს იმ სუ­ლის­კვე­თე­ბა­სა და პო­ზი­ცი­ას, რაც აქვს ენმ-ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭო­სა და წევრთა და მხარ­დამ­ჭერ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრს.

სა­დაც ეს ხალ­ხი შე­დის, ვინც იქ დგას, ის არაა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას, არა­მედ ეს ორ­გა­ნო არის ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, გა­ყალ­ბე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გზით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტი.

სა­ნამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი (ნიკა მე­ლია, გი­ორ­გი რუ­რუა) არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, სა­ნამ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა არ შე­წყდე­ბა (მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია, ავთო წე­რე­თე­ლი და სხვე­ბი) პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მე­დია მფლო­ბე­ლე­ბის მი­მართ, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცია, რომ­ლის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნე­ბის გა­უ­ყალ­ბებ­ლად ჩა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იმე­დი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, იქამ­დე ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლა უზურ­პა­ტო­რი ოლი­გარ­ქის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ გაგ­რძელ­დე­ბა“, - წერს ბა­რა­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიას
44

გია გველი გაგიზრდიათ 

ნიკოლოზი
6

კიდევ ერთი ლუსტრაცია რომ დიქტატორი ნაციონალების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის, ესენი ოცდაათი წლით უკან იმყოფებიან განვითარების საფეხურზე, ეს პარტია მარტივ მამრავლებად დაიშლება ერთ თვეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიების წევრები შევლენ, ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.

„ენმ-ის ბევრი წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა), რომ ის არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

სადაც ეს ხალხი შედის, ვინც იქ დგას, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.

სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, სანამ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, იქამდე ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“, - წერს ბარამიძე.

რატომ არ აწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს

"გახარია პოლიტიკური კეთროვანია" - დავით ბერძენიშვილი

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიაზე - ეს არის "ქართული ოცნება 2"