სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები
"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები

იმე­დი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მე­ლი­ას სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი სრუ­ლად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბით, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, დო­კუ­მენტზე "სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა" ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ დო­კუ­მენტს ხელს არა პარ­ტი­ის, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რის სა­ხე­ლით აწერს.

მი­სი­ვე თქმით, ეს დო­კუ­მენ­ტი არის გზა იმის­თვის, რომ "და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა და „გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, მათ შო­რის ენმ-ს თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და გი­ორ­გი რუ­რუა“.

"დღეს ხელს ვა­წერ ამ დო­კუ­მენტს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რი. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ მი­შელს. ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გარ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა. სა­ქარ­თვე­ლო ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რით კი­დევ ერთ ნა­ბიჯს დგამს ევ­რო­პის­კენ და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ხელი მო­მე­წე­რა ამ დო­კუ­მენ­ტის­თვის. ეს დო­კუ­მენ­ტი ასე­ვე გახ­ლავთ გზა იმის­თვის, რომ ჩვენ და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, მათ შო­რის ენმ-ს თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და გი­ორ­გი რუ­რუა. ჩვენ უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ მო­მა­ვალ­ში აღა­რა­სო­დეს დაგ­ვჭირ­დე­ბა ასე­თი შე­წუ­ხე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მე­გობ­რე­ბის იმი­სათ­ვის, რომ ვი­ცხოვ­როთ ისე რო­გორც ეკად­რე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს და ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მე­ლი­ას სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი სრუ­ლად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბით“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ღიაა.

"ხვალ იგეგ­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ შო­რის ნიკა მე­ლი­ას და ზო­გა­დად ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დე­ლი ხელ­მო­წე­რა იყო ყვე­ლას ინ­ტე­რე­სებ­ში, მათ შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". მე პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მო­ვუ­წო­დე პარ­ტი­ას, რომ - ჩვენ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­ვა­წე­როთ ხელი ამ დო­კუ­მენტს და ვაც­ნო­ბე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნა­დაც მეს­მის, ისი­ნი შე­მო­უ­ერ­თდე­ბი­ან ამ დო­კუ­მენტს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რის­თვის არის ჯერ­ჯე­რო­ბით ღია. პარ­ლა­მენ­ტში, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც დღეს ხელი მო­ა­წე­რეს ამ შე­თან­ხმე­ბას მივ­ლენ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და ამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ჩვენ მი­ვი­ღებთ, მათ შო­რის, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­პა­ტიმ­რო­დან და ამის შემ­დეგ რო­გორც ჩანს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" შე­მო­უ­ერ­თდე­ბა და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

რო­გორც პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, დღეს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

"მე წარ­მო­ვად­გენ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ებს", ჩვენ ორნი ვართ ამ პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, ვინც მო­ვა­წე­რეთ ხელი შე­თან­ხმე­ბას და შე­ვე­დით პარ­ლა­მენ­ტში და ამის გამო ზი­ზღის და სი­ძულ­ვი­ლის უზარ­მა­ზა­რი ნი­აღ­ვა­რი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი დღეც, დღე­ვან­დე­ლი შე­თან­ხმე­ბაც ადას­ტუ­რებს, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი და მტკი­ცე და მე ვარ ამა­ყი, რომ დღეს სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბას ვა­წერ ხელს, ვი­ნა­ი­დან ეს დღე ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვიბ­რძო­დით უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ჩვენ მზად ვართ არა­მარ­ტო ის სი­ძულ­ვი­ლი არა­მედ უფრო რთულ ბრძო­ლა­ში შე­ვი­დეთ ისევ და ისევ უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ დღეს არ ჰყავს და­მარ­ცხე­ბუ­ლი. დღეს ყვე­ლა ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პი­რის­პი­რე­ბის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

„პირ­ველ რიგ­ში, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო იმი­ტომ, რომ ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ვართ ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი. შე­თან­ხმე­ბა, თან­ხმო­ბა, კონ­სენ­სუ­სი, კომ­პრო­მი­სი - ესაა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ევ­რო­პულ გან­ვი­თა­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. იმე­დი მაქვს, ეს დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პი­რის­პი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის. არ მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო იყოს ბო­ი­კო­ტე­ბის ქვე­ყა­ნა, მინ­და იყოს თან­ხმო­ბის ქვე­ყა­ნა. მე არ მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს გაჭ­ვირ­ვე­ბის ქვე­ყა­ნა, მინ­და იყოს გან­ვი­თა­რე­ბის ქვე­ყა­ნა. არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო იყოს მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის ქვე­ყა­ნა, არა­მედ იყოს ჯან­სა­ღი კა­მა­თის ქვე­ყა­ნა, იდე­ე­ბით, პა­ექ­რო­ბის და ხალ­ხზე ზრუნ­ვა­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის ქვე­ყა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ყვე­ლა მო­ვინ­დო­მებთ, ამას ნამ­დვი­ლად შევ­ძლებთ. ეს ის­ტო­რი­უ­ლი დღე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მალე გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რი. ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, ან ამ­ნის­ტი­ით და­ტო­ვებს.

ვა­შა­ძის თქმით, ევ­რო­პუ­ლი მხა­რე მზად არის, ნიკა მე­ლი­ას გი­რაო გა­და­ი­ხა­დოს.

„სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქვე­ყა­ნა, ძლი­ე­რი ოჯა­ხე­ბით და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბით. ხვალ, ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლი პი­რა­დად ჩა­მო­დის და იმე­დი მაქვს, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დო­კუ­მენტს, ისიც ხელს მო­ა­წერს ამ დო­კუ­მენტს და ყვე­ლა გა­ვერ­თი­ან­დე­ბით ამ სა­ერ­თო საქ­მე­ში.

ნიკა მე­ლია გა­მო­ვა, ან გი­რა­ო­თი, რო­მელ­ზეც მზად არის ევ­რო­პუ­ლი მხა­რე, რომ გა­და­ი­ხა­დოს და მე ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჟეს­ტია, ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ­ნის­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

„ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­დოს ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა ქვე­ყა­ნის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად.

ხა­ზა­რა­ძე ფიქ­რობს, რომ დღეს ყვე­ლას უნდა გა­და­ედ­გა ნა­ბი­ჯი კომ­პრო­მი­სის­კენ, თუმ­ცა, დას­ძენს, რომ ასე­ვე ეს­მის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის, რომ­ლებ­მაც ხელი არ მო­ა­წე­რეს დო­კუ­მენტს.

მი­სი­ვე თქმით, როცა პარ­ტი­ის ლი­დე­რი ცი­ხე­შია, რთუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

„მინ­და გი­თხრათ, რომ 6-თვი­ა­ნი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ლა­ა­რა­კე­ბის შე­დე­გად, ძა­ლი­ან დიდი ჩარ­თუ­ლო­ბით ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერთხე და­ა­დას­ტუ­რეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ეს არ არის იდე­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არის ის ძი­რი­თა­დი და მაქ­სი­მა­ლუ­რი, რისი მიღ­წე­ვაც ორი­ვე მხა­რის და უფრო ოპო­ზი­ცი­უ­რი მხა­რის მონ­დო­მე­ბით იქნა მიღ­წე­უ­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. კრი­სი­ზი ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი არ არის, ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­სი­ზი, გვაქვს პან­დე­მი­ის მარ­თვის კრი­ზი­სი და გვაქვს უფუნ­ქცი­ოდ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა. ამი­ტომ შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­დოს ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, რომ ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ვი­დეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც დღეს არის.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ აქვს თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი. მე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. ეს მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ვფიქ­რობ, რომ დღეს ყვე­ლას უნდა გა­და­ედ­გა ნა­ბი­ჯი კომ­პრო­მი­სის­კენ, თუმ­ცა, მეს­მის, როცა პარ­ტი­ის ლი­დე­რი არის ცი­ხე­ში რთუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მჯე­რა, რომ ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რით ჩვენ შევ­ძლებთ და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, შევ­ძლებთ დამ­თავ­რდეს მტრო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სამ­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დო­კუ­მენ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რია, რო­მე­ლიც მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის არ­სე­ბო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„მჯე­რა, რომ ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რით ჩვენ შევ­ძლებთ და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, შევ­ძლებთ, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, დამ­თავ­რდეს მტრო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, დამ­თავ­რდეს და­პი­რის­პი­რე­ბა და გან­ცდა, რომ ეს ქვე­ყა­ნა შავ-თეთ­რია.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რია ამ დო­კუ­მენ­ტში, სხვა ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ეხე­ბა პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მას და და­ბალ ბა­რი­ერს, ისე, რომ მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხმა იყოს ასა­ხუ­ლი, გვქონ­დეს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ანუ ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ასე­ვე, შევ­ძლოთ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ მტრო­ბის და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე. სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს.

ძა­ლი­ან რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი იყო. ეს პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ვე­ლო­დე­ბით, სხვა წევ­რებს, ვი­საც მან­და­ტი აქვთ, რომ შე­მო­უ­ერ­თდნენ ამ პრო­ცესს. ამით გა­ვაგ­რძე­ლოთ ერ­თად მუ­შა­ო­ბა იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ამ დო­კუ­მენ­ტშია ასა­ხუ­ლი“, - აცხა­დებს სამ­ნი­ძე.

ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. ვიცი, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რას იმე­დის თვა­ლით უყუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტი იმუ­შა­ვებს.

„ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. ვიცი, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რას იმე­დის თვა­ლით უყუ­რებს, ამ სა­ყო­ველ­თაო ნი­ჰი­ლიზ­მში და სა­სო­წარ­კვე­თა­ში იმე­დი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, რომ დო­კუ­მენტს ხელს მო­ვა­წერთ და ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რის­კენ შე­იც­ვლე­ბა. რთუ­ლია ამ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ ასე­თი იმე­დის ქონა, მაგ­რამ მეც იმის იმე­დად, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი მარ­თლა იმუ­შა­ვებს, ხელს ვა­წერ. მად­ლო­ბა ყვე­ლას“, - აცხა­დებს ჯა­ფა­რი­ძე.

"თუ გვინ­და ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია, ჩვენ უნდა შევ­ძლოთ ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კის სწავ­ლა", - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

„დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო მას­პინ­ძლო­ბის­თვის, მეც შე­ვუ­ერ­თდე­ბი ჩემ კო­ლე­გებს და ყვე­ლას უღ­რმეს მად­ლო­ბას გა­და­გიხ­დით თქვე­ნი შრო­მის­თვის ამ გრძელ პე­რი­ოდ­ში. მე მეს­მის, რომ ეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ჩვენ თუ გვინ­და ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია, ჩვენ უნდა შევ­ძლოთ ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კის სწავ­ლა. ვფიქ­რობ, ეს ბოლო შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს და მხო­ლოდ ამით გა­მოვსყი­დით თქვენს წი­ნა­შე იმას, რომ ამ­დე­ნი გაწ­ვა­ლეთ. თუ ამის შემ­დეგ ჩვენ ვის­წავ­ლით ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რაკს, აღა­რას­დროს დაგ­ვჭირ­დე­ბა ამ ტი­პის დახ­მა­რე­ბა. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, რაც ჩვენ­თვის გა­ა­კე­თეთ“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

"დღეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად მოხ­და, იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გვქონ­დეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი.

„ეს შე­თან­ხმე­ბა სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ვფიქ­რობ, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ჩვენ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, გა­კეთ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბე­ბი ისეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­გო­რიც არის პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ე­ბი, რო­გო­რიც არის 43% -იანი ნდო­ბის ზღვრის გა­მო­ყე­ნე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, ასე­ვე 2/3-იანი კვო­რუ­მე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­თან ერ­თად არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვენ შე­მო­ვი­ღებთ და კა­ნონ­ში გავ­წერთ, ასე­ვე, ჩი­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ევ­რო­პულ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას­თან. მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მე­დი­ა­ცი­ის­თვის პრე­ზი­დენტ მი­შელს, ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც მთა­ვა­რია ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს იმის­თვის, რომ მოთ­მი­ნე­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ვე­ლით ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ოპო­ზი­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში,“ - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

"ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია!", - ამის შე­სა­ხებ ფრაცქია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. ამით ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან ხელ­მო­წე­რის და­ფიქ­სი­რე­ბას.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძე წერს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა.

„მად­ლო­ბა ჩვენს მთა­ვარ პარტნი­ო­რებს - ევ­რო­კავ­შირს და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, მათ ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს!

ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა!

კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვი­მარ­ჯვებთ, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად და უპირ­ვე­ლე­სად, მათი, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გვერ­დში დგო­მით!

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უდი­დეს გუნდს და უმაგ­რეს ჯა­რის­კა­ცებს, ჩვენს ერ­თგულ, ჭკვი­ან, პრაგ­მა­ტულ და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ ამომ­რჩევ­ლებს!“, - წერს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

"პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის ლუსტრა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი დღე", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის ხელ­მო­წე­რას.

„პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის ლუსტრა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი დღე!!!

სა­ქარ­თვე­ლო - ევ­რო­პის ნა­წი­ლი!

გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლომ“ , - წერს ოხა­ნაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა.

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
50 თეთრი
38

დიდი ყანწებით დალიეთ ხოლმე საქართველოს სადღეგრძელო ქართველო ხალხო! ბოლომდე შეგისრულეს!

ეჰ
12

შარლიკო შამპანიურს ხსნის

ავტორი:

"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები

"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები

იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, დღევანდელ დოკუმენტს ხელს არა პარტიის, არამედ პარლამენტის ინდივიდუალური წევრის სახელით აწერს.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის გზა იმისთვის, რომ ,,დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და „გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა“.

,,დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ევროპულ ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი ხელმოწერისთვის ჯერჯერობით ღიაა.

"ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიას და ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის". მე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვუწოდე პარტიას, რომ - ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოვაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილებაც. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" მათი გადაწყვეტილება რამდენადაც მესმის, ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერისთვის არის ჯერჯერობით ღია. პარლამენტში, ის ადამიანები ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად და ამ კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობაც" შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარტია "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

"მე წარმოვადგენ პარტია "მოქალაქეებს", ჩვენ ორნი ვართ ამ პარლამენტში წარმოდგენილი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას და შევედით პარლამენტში და ამის გამო ზიზღის და სიძულვილის უზარმაზარი ნიაღვარი დავიმსახურეთ, მაგრამ დღევანდელი დღეც, დღევანდელი შეთანხმებაც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და მტკიცე და მე ვარ ამაყი, რომ დღეს საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ არამარტო ის სიძულვილი არამედ უფრო რთულ ბრძოლაში შევიდეთ ისევ და ისევ უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში დაპირისპირების დასასრული იქნება.

„პირველ რიგში, გამარჯვებულია ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო იმიტომ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი - ესაა ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი საქართველოში დაპირისპირების დასრულების. არ მინდა, საქართველო იყოს ბოიკოტების ქვეყანა, მინდა იყოს თანხმობის ქვეყანა. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს გაჭვირვების ქვეყანა, მინდა იყოს განვითარების ქვეყანა. არ მინდა საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, არამედ იყოს ჯანსაღი კამათის ქვეყანა, იდეებით, პაექრობის და ხალხზე ზრუნვაზე კონკურენციის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თუ ყველა მოვინდომებთ, ამას ნამდვილად შევძლებთ. ეს ისტორიული დღე ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საქართველოს მშენებლობას, რომელიც მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს.

ვაშაძის თქმით, ევროპული მხარე მზად არის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს.

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ხვალ, ბატონი შარლ მიშელი პირადად ჩამოდის და იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და ყველა გავერთიანდებით ამ საერთო საქმეში.

ნიკა მელია გამოვა, ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია - ეს შეიძლება იყოს ამნისტია“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პირველი ნაბიჯია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანის არსებული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

ხაზარაძე ფიქრობს, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, დასძენს, რომ ასევე ესმის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს.

მისივე თქმით, როცა პარტიის ლიდერი ციხეშია, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„მინდა გითხრათ, რომ 6-თვიანი, საკმაოდ რთული მოლაარაკების შედეგად, ძალიან დიდი ჩართულობით ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებმაც კიდევ ერთხე დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ, მიღწეულ იქნა შეთანხმება. შეიძლება ეს არ არის იდეალური ხელშეკრულება, მაგრამ ეს არის ის ძირითადი და მაქსიმალური, რისი მიღწევაც ორივე მხარის და უფრო ოპოზიციური მხარის მონდომებით იქნა მიღწეული. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. კრისიზი ჩვენ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური არ არის, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური კრისიზი, გვაქვს პანდემიის მართვის კრიზისი და გვაქვს უფუნქციოდ მყოფი საქართველოს მდგომარეობა. ამიტომ შემდგომი ნაბიჯები იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები. მე ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს მათ გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, მესმის, როცა პარტიის ლიდერი არის ციხეში რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის არსებობას გულისხმობს.

„მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, რომ ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ ეს ქვეყანა შავ-თეთრია.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ამ დოკუმენტში, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემას და დაბალ ბარიერს, ისე, რომ მომავალ პარლამენტში თითოეული მოქალაქის ხმა იყოს ასახული, გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ანუ ევროპული პარლამენტი. ასევე, შევძლოთ ვითანამშრომლოთ მტრობის და დაპირისპირების გარეშე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იყო. ეს პროცესი არ დასრულებულა. ველოდებით, სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული“, - აცხადებს სამნიძე.

ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი იმუშავებს.

„ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება. რთულია ამ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იმედის ქონა, მაგრამ მეც იმის იმედად, რომ ეს დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ. მადლობა ყველას“, - აცხადებს ჯაფარიძე.

"თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა", - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის, მეც შევუერთდები ჩემ კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა. ვფიქრობ, ეს ბოლო შემთხვევა შეიძლება იყოს და მხოლოდ ამით გამოვსყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ. თუ ამის შემდეგ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. ყველას დიდი მადლობა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

"დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომელთა გატარებაც საზოგადოებასა და პარტნიორებთან ერთად მოხდა, იძლევა საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი.

„ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიც არის პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43% -იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი კვორუმების პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ, ასევე, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რაც მთავარია ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!", - ამის შესახებ ფრაცქია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ამით ის გამოეხმაურა შარლ მიშელის დოკუმენტზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელმოწერის დაფიქსირებას.

როგორც მდინარაძე წერს, ეს საქართველოს გამარჯვებაა.

„მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!

ეს საქართველოს გამარჯვებაა!

კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!

განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

"პრორუსული პარტიის ლუსტრაციის ისტორიული დღე", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილის ხელმოწერას.

„პრორუსული პარტიის ლუსტრაციის ისტორიული დღე!!!

საქართველო - ევროპის ნაწილი!

გაიმარჯვა საქართველომ“ , - წერს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე