პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება" - არჩილ თალაკვაძე
"პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება" - არჩილ თალაკვაძე

"მინ­და ვთქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე ეკუთ­ვნის ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქარ­თველ ხალ­ხს და "გირ­ჩის“ არც ერთი მე­ფის სა­სახ­ლე არას­დროს არ გახ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ლა­მენ­ტში "გირ­ჩის“ მის­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თა­ვი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლი, რაც "პარ­ლა­მენ­ტის ტრა­დი­ცი­ებ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს“.

"გირჩს“ შე­უძ­ლია ერ­თა­დერ­თი რამ გა­ა­კე­თოს ამ პარ­ლა­მენ­ტში, იმუ­შა­ოს იმ მან­და­ტით, რო­მე­ლიც მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მის­ცა. მეს­მის, რომ მათ აქვთ თა­ვი­ან­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლი, თუმ­ცა, და­მერ­წმუ­ნეთ, ეს პარ­ლა­მენ­ტის ტრა­დი­ცი­ებ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი ყვე­ლაფ­რით თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, რო­გორც სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და ერ­თად და­ვი­ნა­ხავთ, თუ რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს "გირ­ჩი“ პარ­ლა­მენ­ტში.

მე მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ერთ რა­მე­ში და­ვარ­წმუ­ნო, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბით შევ­ძე­ლით სწო­რედ ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ველი და კონ­კუ­რენ­ცია, რაც ეუთო/ოდირ­მა პირ­და­პირ და­ა­ფიქ­სი­რა და მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­სიც იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცია და ამა­ვე დროს მსურს და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორც პროგ­რე­სუ­ლი და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ძალა, რო­მელ­საც ჰყავს კარ­გი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი და აქვს ხედ­ვა მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ი­პო­ვებს და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­შიც“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "გირ­ჩის" წევ­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი "გირ­ჩის“ სა­მე­ფო იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოე,,,
0

დავმშიდდი,,,,აწი ლარი,თუნდაც 1/10-თან გამხდარა,,და ბენზინი 7 ლარი,,,მადლობა ამ სიტყვებისათვის.

გავერთოთ
0

ეს მგონი ისევ სათამაშოებით ერთობა. რა გირჩი, რა სამეფო, ხალხი პარიზის არ იყოს ნაგავში იქექება აქაც. 

ავტორი:

"პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება" - არჩილ თალაკვაძე

"პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება" - არჩილ თალაკვაძე

"მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავისი ორიგინალური სტილი, რაც "პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“.

"გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავიანთი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს "გირჩი“ პარლამენტში.

მე მსურს საზოგადოება და მხარდამჭერები ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ამ წლების განმავლობაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებით შევძელით სწორედ ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ეუთო/ოდირმა პირდაპირ დააფიქსირა და მომდევნო არჩევნებსიც იქნება კონკურენცია და ამავე დროს მსურს დავარწმუნო ყველა ჩვენი მხარდამჭერი, რომ "ქართული ოცნება“ როგორც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც ჰყავს კარგი, განახლებული გუნდი და აქვს ხედვა მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით, მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება.

"სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებები..." - მამუკა ხაზარაძე "ოცნების" მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებაზე

ვინ იბრძოლებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის - პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი