მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ თავს იჩენს სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლი. სიმპტო­მე­ბის სპექტრი ფარ­თოა და შე­საძ­ლოა მო­ი­ცავ­დეს რო­გორც ახალ, ასე­ვე უკვე არ­სე­ბულ, COVID-19-ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ სიმპტო­მებს.

ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის კლი­ნი­კურ­მა გუნ­დმა, პან­დე­მი­ის ფარ­გლებ­ში, შე­ის­წავ­ლა მსოფ­ლი­ო­ში პოსტ-კო­ვიდ სინ­დრო­მის ამ მო­მენ­ტის­თვის არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და კო­ვიდ გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის შექ­მნა პოსტ-კო­ვიდ პროგ­რა­მა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბი.

პოსტ-კო­ვიდ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის კლი­ნი­კუ­რი გუნ­დის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რა 2000-მდე ოჯა­ხის ექიმ­მა და სპე­ცი­ა­ლის­ტმა. ასე­ვე, ექი­მებ­მა გა­ი­ა­რეს და­მა­ტე­ბი­თი გა­დამ­ზა­დე­ბა ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის, ასის­ტანს-პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის, მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძის, ჰო­ლან­დი­ა­ში მოღ­ვა­წე ოჯა­ხის ექი­მის, ნინა ბა­კაშ­ვი­ლის და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მიერ.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში კო­ვიდ გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ გა­მო­იკ­ვლი­ონ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ თა­ვი­დან აი­რი­დონ COVID-19-ის გა­და­ტა­ნის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

პოსტ-კო­ვიდ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა მომ­ხმა­რე­ბელს, და­ზღვე­ვის პი­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 62 ლა­რი­დან შე­უძ­ლია. კვლე­ვე­ბი მო­ი­ცავს 30-მდე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ, ექოს­კო­პი­ურ გა­მოკ­ვლე­ვებს და ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებს. და­მა­ტე­ბი­თი შე­ღა­ვა­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ევექ­სი კლი­ნი­კებ­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით რე­გის­ტრი­რე­ბულ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე.

პოსტ-კო­ვიდ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა ვებგ­ვერ­დი www.postcovid.ge სა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას პოსტ-კო­ვიდ სინ­დრო­მის, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და მათი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ქვი­ზი მომ­ხმა­რებ­ლებს მის­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ამ­დე, სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ, რო­მე­ლი პოსტ-კო­ვიდ გა­მოკ­ვლე­ვე­ბია მათ­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი კვლე­ვე­ბი და­ყო­ფი­ლია ჯგუ­ფე­ბად იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი სიმ­ძი­მით გა­და­ი­ტა­ნა პა­ცი­ენ­ტმა კო­ვიდ-19-ის ვირუ­სი.

  • გა­მოკ­ვლე­ვე­ბი A - თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის არმ­ქო­ნე პა­ცი­ენ­ტი COVID-19-ის უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით
  • გა­მოკ­ვლე­ვე­ბი B - თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის არმ­ქო­ნე პა­ცი­ენ­ტი COVID-19-ის მსუ­ბუ­ქი, სიმპტო­მუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით
  • გა­მოკ­ვლე­ვე­ბი C - ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი COVID-19-ის მსუ­ბუ­ქი/სა­შუ­ა­ლო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით
  • გა­მოკ­ვლე­ვე­ბი D - პა­ცი­ენ­ტი COVID-19-ის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით

გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის ოჯა­ხის ექი­მის მიერ პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნე­ზის და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის შე­სა­ბა­მი­სად.

პოსტ-კო­ვიდ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 6 რე­გი­ონ­ში, ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის 33 კლი­ნი­კა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტი ჩა­ე­წე­როს მის­თვის სა­სურ­ველ ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის ოჯა­ხის ექიმ­თან ქოლ­ცენ­ტრის მეშ­ვე­ო­ბით 032 2 55 05 05.

ევექ­სი კლი­ნი­კე­ბის შე­სა­ხებ

„ევექ­სი კლი­ნი­კე­ბი" ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე ფარ­თო კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 6 რე­გი­ონ­ში აერ­თი­ა­ნებს 33 კლი­ნი­კას, სა­ი­და­ნაც 14 პო­ლიკ­ლი­ნი­კა, ხოლო 19 მცი­რე ზო­მის კლი­ნი­კაა. ორი­ვე ერ­თე­უ­ლი პირ­ვე­ლად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. კლი­ნი­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის სპექტრი უფრო მა­ღა­ლია და ტარ­დე­ბა მცი­რე ოპე­რა­ცი­ე­ბი. პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში კი პა­ცი­ენ­ტებს სრუ­ლი გეგ­მი­უ­რი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

,,ევექსმა" გამდიდრების ახალი ,,პროგრამა" ჩართო! დდ

მანჩო
0

წავიდა ექსპერიმენტებიიიიი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ევექსი კლინიკებმა კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ, COVID-19-ის გახანგრძლივებულ სიმპტომებს.

ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტ-კოვიდ პროგრამა და რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები.

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე, ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ.

პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტები შეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებები.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.

პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.ge სადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტ-კოვიდ სინდრომის, გამოკვლევების და მათი მნიშვნელობის შესახებ. ვებგვერდზე არსებული ქვიზი მომხმარებლებს მისცემს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია მათთვის რეკომენდებული.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ-19-ის ვირუსი.

  • გამოკვლევები A - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
  • გამოკვლევები B - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი, სიმპტომური მიმდინარეობით
  • გამოკვლევები C - ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
  • გამოკვლევები D - პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით

გამოკვლევების შერჩევა მოხდება ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზის და ფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.

პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტი ჩაეწეროს მისთვის სასურველ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ქოლცენტრის მეშვეობით 032 2 55 05 05.

ევექსი კლინიკების შესახებ

„ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 33 კლინიკას, საიდანაც 14 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკაა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს. კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციები. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.

R