პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია" - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე
"ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია" - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ ახალ წი­ნა­და­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მმარ­თველ გუნდსა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვა რამ­დე­ნი­მე თვის წინ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა რო­გორც ის აცხა­დებს, "სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს“.

"ვფიქ­რობ, უნდა მო­ა­წე­რონ ხელი არა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი გათ­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ბოლო შან­სია, რომ ამ ნე­გა­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპი­რა­ლი­დან გა­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს, და­სავ­ლე­თი­დან ამას დიდი ხა­ნია გვე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბაც ასე­თია.

მე ვხე­დავ აქ კომ­პრო­მისს. მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე 2 ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იდო. პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთი არის პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი და ამ შე­თან­ხმე­ბით თით­ქოს, ეს წყდე­ბა, ვფიქ­რობ, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პრო­მი­სიც მი­სა­ღე­ბია. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ის რი­ტო­რი­კა, რაც ოპო­ზი­ცი­ის­გან მეს­მის, რომ თურ­მე ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე ამის მიბ­მა არ შე­იძ­ლე­ბა.

თუ კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ თუ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას და და­ი­ნიშ­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ისი­ნი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­საც პირ­წმინ­დად წა­ა­გე­ბენ. ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, რის გა­მოც ოპო­ზი­ცი­ამ კი­დევ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ვაჭ­რო­ბა. ამ 3 %-ზე ვაჭ­რო­ბაც არ მი­მაჩ­ნია რე­ლე­ვან­ტუ­რად.

გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ამ კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ მო­ნო­ლო­გე­ბის კა­კა­ფო­ნი­ას რომ გაც­დე­ნოდ­ნენ მხა­რე­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლურ დი­ა­ლოგ­ში გა­და­სუ­ლი­ყო. ეს დრო და­ი­კარ­გა, მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს“,-აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. წი­ნა­და­დე­ბა ხუთ პუნ­ქტს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის, პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი სა­კი­თხე­ბი და მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხე­ლის­მომ­წე­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ ორ სა­კი­თხზე, ამ­ნის­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და / ან ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. კერ­ძოდ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს ინი­ცი­რე­ბა კა­ნო­ნი­სა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2019 წლის 19 – 21 ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­სა და და­კა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ამას­თან, შარლ მი­შე­ლის წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2021 წლის 16 აპ­რი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა 2022 წელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს ნამ­დვი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43% -ზე ნაკ­ლებს.

დო­კუ­მენ­ტის სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
12

წმიდა ხუხა როგორც ყოველთვის მართალია! არც იქითაა და არც ექეთ! ეს რასაც ნიშნავს ვიცით!

bejani
27

სასწრაფოდ მოაწერეთ ხელი დოკუმენტს და "შებრძანდით" პარლამენტში! ამ თქვენ უაზრო ამბიციებს ნუ გადააყოლეთ ქვეყანა! ხალხს ყელში ნუ ამოუყვანთ, თორემ იმ თქვენ დაანონსებულ აქციებზე კომბლებით მოგიცვივდებიან!

ავტორი:

"ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია" - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე

"ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია" - გია ხუხაშვილი შარლ მიშელის ახალ წინადადებაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც ის აცხადებს, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

"ვფიქრობ, უნდა მოაწერონ ხელი არა საკუთარი პარტიული გათვლებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, დასავლეთიდან ამას დიდი ხანია გვეუბნებიან, საზოგადოების განწყობაც ასეთია.

მე ვხედავ აქ კომპრომისს. მოლაპარაკების მაგიდაზე 2 ძირითადი საკითხი იდო. პრაქტიკულად, ერთი არის პატიმრებთან დაკავშირებული საკითხი და ამ შეთანხმებით თითქოს, ეს წყდება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისიც მისაღებია. ჩემთვის გაუგებარია ის რიტორიკა, რაც ოპოზიციისგან მესმის, რომ თურმე ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე ამის მიბმა არ შეიძლება.

თუ კამპანია იქნება ნორმალურად ჩატარებული, ყველას კარგად ესმის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია წარმატებას და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ისინი რიგგარეშე არჩევნებსაც პირწმინდად წააგებენ. ვერ ვხედავ პრობლემას, რის გამოც ოპოზიციამ კიდევ უნდა გააგრძელოს ვაჭრობა. ამ 3 %-ზე ვაჭრობაც არ მიმაჩნია რელევანტურად.

გულდასაწყვეტია, რომ ამ კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, ამ მონოლოგების კაკაფონიას რომ გაცდენოდნენ მხარეები და ეს ყველაფერი რეალურ დიალოგში გადასულიყო. ეს დრო დაიკარგა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“,-აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

მედიატორების მომზადებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც აწერს - რას წერს ის სოციალურ ქსელში?

"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

"ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს