პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია
შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

„სი­ნო­ფარ­მის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­ხან­გრძლივ­დეს, მაგ­რამ ამან არ უნდა შე­ა­ფერ­ხოს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, და­ი­წყე­ბა თუ არა „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ვაქ­ცი­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას აპ­რი­ლის ბო­ლოს არ მი­ი­ღებს.

მი­სი­ვე თქმით, „სი­ნო­ფარ­მის“ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა ვაქ­ცი­ნებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.

„სი­ნო­ფარ­მის“ თა­ო­ბა­ზე საკ­მა­რი­სად ბევ­რი და კარ­გი მო­ნა­ცე­მი არ­სე­ბობს, 35 ქვეყ­ნის ავ­ტო­რი­ზა­ცია არის და გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­თვის ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც გა­უშ­ვა ბა­ზარ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, შე­საძ­ლოა, გა­ხან­გრძლივ­დეს, ან შე­საძ­ლოა აპ­რი­ლის ბო­ლოს დას­რულ­დეს, თუმ­ცა ამან არ უნდა შე­ა­ფერ­ხოს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. ვი­ნა­ი­დან ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბი მა­ღა­ლია, იკე­თე­ბა ის, რომ „სი­ნო­ფარ­მთან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სარ­გე­ბე­ლი მე­ტია, ვიდ­რე რა­ი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, მისი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია, სხვა ვაქ­ცი­ნებ­თან შე­და­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით „სი­ნო­ფარ­მი“ ახალ­გაზ­რდა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნია და ამი­ტომ შე­საძ­ლოა, ამ ვაქ­ცი­ნას 60 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭოს.

„სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი არის უფრო მდი­და­რი, შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, 60 წლის ზე­მოთ ასაკ­ში „სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მი ნაკ­ლე­ბია, ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, რომ „სი­ნო­ფარმს“ 60 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მე­ტად მი­ე­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა.

„სი­ნო­ფარ­მთან“ და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი მისი ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ და ის არის 76-78%. ეს არის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­და­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის კუ­თხით, რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე შემ­თხვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად მა­ღა­ლია“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, გა­ბუ­ნი­ამ ისა­უბ­რა „სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი დო­ნა­ცი­ის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

„სი­ნო­ვა­კის“ დო­ნა­ცი­ის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ერთ-ერთი პი­რო­ბა, რო­მე­ლიც და­ვა­ყე­ნეთ, ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ა­ზა­ცია, რად­გან „სი­ნო­ვა­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­ა­ცე­მი გვქონ­და, ვიდ­რე „სი­ნო­ფარ­მთან“ და­კავ­ში­რე­ბით, ამ­დე­ნად „სი­ნო­ვა­კის“ სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე საბ­ჭოს არ და­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ამას და­ვუბ­რუნ­დე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 აპ­რი­ლი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123 321
0

თვითონ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ დაბალეფექტიანი ვაქცინაა და რას გვტენიან ამ სინოფარმს? მითუმეტეს ჯერ ავტორიზაცია არ გაუვლია მგონი. ჯერ ასტრაზენეკას არ ენდობა ხალხი და ახლა ჩინურ ვაქცინას ეცნენ

ზაზა
0

დააყენონ პარლამენტარები და აცრან რიგ რიგობით ხალხის თვალწინ მაგ ჩინურით,დაგვიმტკიცონ რომ ფაიზერს ჯობია,ფაიზერზე ბევრად მეტი ხომ გადაიხადეს დოზაში,გამყრელიძემ 20 $ იო.მაგ ფასად 1,5 დოზა ფაიზერი მოდიოდა.

ავტორი:

შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

„სინოფარმის“ ავტორიზაცია შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეაფერხოს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაიწყება თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაქცინა ავტორიზაციას აპრილის ბოლოს არ მიიღებს.

მისივე თქმით, „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.

„სინოფარმის“ თაობაზე საკმარისად ბევრი და კარგი მონაცემი არსებობს, 35 ქვეყნის ავტორიზაცია არის და გადაუდებელი აუცილებლობისთვის ჩვენმა ქვეყანამაც გაუშვა ბაზარზე. რაც შეეხება ავტორიზაციას, შესაძლოა, გახანგრძლივდეს, ან შესაძლოა აპრილის ბოლოს დასრულდეს, თუმცა ამან არ უნდა შეაფერხოს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი. ვინაიდან ეპიდემიოლოგიური რისკები მაღალია, იკეთება ის, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებული მოსალოდნელი სარგებელი მეტია, ვიდრე რაიმე გვერდითი მოვლენა, მისი გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი დაბალია, სხვა ვაქცინებთან შედარებით“,- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არსებული მონაცემების მიხედვით „სინოფარმი“ ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში მეტად ეფექტიანია და ამიტომ შესაძლოა, ამ ვაქცინას 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტი უპირატესობა მიენიჭოს.

„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი ნაკლებია, ამიტომ შესაძლებელია, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით არსებობს მონაცემები მისი ეფექტურობის შესახებ და ის არის 76-78%. ეს არის ახალი შემთხვევების გადადების თავიდან აცილების კუთხით, რაც შეეხება მძიმე შემთხვევის განვითარებას და გარდაცვალების რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას, ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ ისაუბრა „სინოვაკის“ ვაქცინაზეც და აღნიშნა, რომ მისი დონაციის საკითხი განიხილება.

„სინოვაკის“ დონაციის საკითხი განიხილება. ერთ-ერთი პირობა, რომელიც დავაყენეთ, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიაზაცია, რადგან „სინოვაკის“ გამოყენებასთან დაკავშირებით ნაკლები მოაცემი გვქონდა, ვიდრე „სინოფარმთან“ დაკავშირებით, ამდენად „სინოვაკის“ საკითხი ამ ეტაპზე საბჭოს არ დაუყენებია, მაგრამ ამას დავუბრუნდებით“,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.

როგორ დავსაქმდეთ მარტივად? - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?