მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ყირიმში 58-ე არმიის ის ნაწილები გადაისროლა, რომლითაც 2008 წელს საქართველოს ებრძოდა - რა მიმართვა გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკიმ
რუსეთმა ყირიმში 58-ე არმიის ის ნაწილები გადაისროლა, რომლითაც 2008 წელს საქართველოს ებრძოდა - რა მიმართვა გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკიმ

უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო და­ძა­ბუ­ლო­ბა არ წყდე­ბა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ რუ­სეთ­მა ყი­რიმ­ში იმ არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი გა­და­ის­რო­ლა, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში უკვე ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ე.წ. წვრთნებ­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2021 წლის 19 აპ­რი­ლი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე რუ­სე­თი ხუ­რავს შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის ნა­წილს სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო და სამ­თავ­რო­ბო გე­მე­ბის­თვის და კრემ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბით ხსნის.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ნა­ბიჯს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვად აფა­სებს.

“58-ე კომ­ბი­ნი­რე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა არ­მი­ამ 2008 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში. 2014 წელს კი ამ არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, 2014 წლის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

თა­ვის მხრივ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის და თავ­დაც­ვის საბ­ჭომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

"დე­ტა­ლებს ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებ. დონ­ბას­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და ჩვენ მზად ვართ ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. არ­მია მზად არის - ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვხვდე­ბით, რომ მა­ს­მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ტრი­ა­ლებს, ამი­ტომ მინ­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ენ­დონ მხო­ლოდ ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს ”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვის დროს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
63

ამ რუსეთს ვერაფერს ვერ უშვებიან რასაც უნდა იმას აკეთებს სამეზობლოში 

სოფო
67

ისეთი გულადი მხედართმთავარი გიზით მანდ ნუ გეშინიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რუსეთმა ყირიმში 58-ე არმიის ის ნაწილები გადაისროლა, რომლითაც 2008 წელს საქართველოს ებრძოდა - რა მიმართვა გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკიმ

რუსეთმა ყირიმში 58-ე არმიის ის ნაწილები გადაისროლა, რომლითაც 2008 წელს საქართველოს ებრძოდა - რა მიმართვა გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკიმ

უკრაინის გარშემო დაძაბულობა არ წყდება. ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ყირიმში იმ არმიის ნაწილები გადაისროლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ოკუპირებულ ყირიმში უკვე ჩავიდნენ, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. წვრთნებში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასევე ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან ოქტომბრამდე რუსეთი ხურავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო გემებისთვის და კრემლი ამ გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ხსნის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს.

“58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში ე.წ. სამხრეთ ოსეთში. 2014 წელს კი ამ არმიის ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ", - წერს უკრაინული მედია.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

"დეტალებს ვერ გავამჟღავნებ. დონბასში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. არსებობს გარკვეული საკითხები და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების გადასაჭრელად. არმია მზად არის - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით, რომ მასმედიაში ყველანაირი ინფორმაცია ტრიალებს, ამიტომ მინდა, რომ უკრაინის მოქალაქეები ენდონ მხოლოდ ჩვენი გენერალური შტაბის ან პრეზიდენტის აპარატის ოფიციალურ განცხადებებს ”, - აღნიშნა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს.

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა

"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს

პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების დროშების გამოსახულებიანი პირბადეებით - როგორ იქცა დროშა პანდემიური დრესკოდის ნაწილად