პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, "ვიზეარი" ბრუნდება - რომელი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია 18 აპრილიდან
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, "ვიზეარი" ბრუნდება - რომელი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია 18 აპრილიდან

18 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, პირ­ველ რე­ისს უნ­გრუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­ა­რი" შე­ას­რუ­ლებს.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი გა­დამ­ზი­და­ვი ქუ­თა­ი­სი­დან რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს გა­ნა­ახ­ლებს ვარ­შა­ვი­სა და ვილ­ნი­უ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­ი­სი­დან კი - ფრე­ნებს რი­გი­სა და დორ­ტმუნ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ი­წყებს.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, „ვი­ზე­ა­რი" ივ­ნი­სი­დან ფრე­ნებს ევ­რო­პის კი­დევ 13 მი­მარ­თუ­ლე­ბით ეტა­პობ­რი­ვად გა­ნა­ახ­ლებს.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ბა­ზარ­ზე კი­დევ ერთი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია შე­მო­დის.

მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­დან ყა­ზა­ხუ­რი ავი­ა­გა­დამ­ზი­და­ვი „ფლა­ი­ა­რის­ტა­ნი" ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ოპე­რი­რე­ბას იწყებს. აქ­ტაუ, ატი­რაუ და ნურ-სულ­თა­ნი - ეს ის სამი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სა­ი­და­ნაც რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის კი­დევ ერთი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს სწო­რედ ქუ­თა­ი­სის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტი­დან.

„2020 წელს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყო ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი წელი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შეძ­ლო ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბა, მათ შო­რის არის ქუ­თა­ი­სის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტი, რომ­ლის მგზავ­რთა გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც გა­ო­თხმაგ­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლია", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი, თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (აქ­ტაუ, ატი­რაუ და ნურ-სულ­თა­ნი) კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით 2 მა­ი­სი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე დღე­ი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რით სრუ­ლი­ად ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ასე­ვე, ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუნ­დე­ბი­ან ბა­ზარს და ფრე­ნის სიხ­ში­რე­ებ­საც ზრდი­ან ის ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად დაფ­რი­ნავ­დნენ ჩვენს აე­რო­პორ­ტებ­ში. წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყა­ზა­ხურ და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ავი­ა­კომ­პა­ნია FlyArystan-თან. ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კურ­მა გუნ­დმა ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ად­გილ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­რა და შე­ის­წავ­ლა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­და­წყვი­ტეს, რომ უკვე მა­ი­სი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ჩვე­ნი აე­რო­პორ­ტის­თვის 3 სრუ­ლი­ად ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ვე­ლო­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რებს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან, რაც ნიშ­ნავს ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის­თვის და ზო­გა­დად, იმე­რე­თის მხა­რის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ არ­ჩუ­ა­ძემ.

FlyArystan პირ­ვე­ლი ყა­ზა­ხუ­რი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2018 წელს და­არ­სდა და AIR ASTANA-ს შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. ოპე­რი­რე­ბას ავი­ა­კომ­პა­ნია ძი­რი­თა­დად AIRBUS A320 ტი­პის სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით ახ­დენს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 1-ლი მარ­ტი­დან სა­ჰა­ე­რო გზით ყა­ზა­ხე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­მარ­ტივ­და. ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრის კვე­თა PCR ტეს­ტის ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხით შე­უძ­ლი­ათ. ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც სა­ზღვრის კვე­თი­სას წარ­მო­ად­გენს ნე­ბის­მი­ე­რი კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის სრუ­ლი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის (ორი დოზა) და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს, შე­ეძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჰა­ე­რო გზით, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან შე­მოს­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ყა­ზა­ხეთ­ში შე­სას­ვლე­ლად უნდა ჰქონ­დეთ PCR ნე­გა­ტი­უ­რი ტეს­ტი, მათ შო­რის ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ავი­ა­ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სიც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ის საფრ­თხე­ე­ბი ჯერ არ მოხ­სნი­ლა, სა­ა­ვი­ა­ციო სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

კარგი იქნებოდა საქართველოს ავია ლაინერებსაც რომ ეფრინათ მარა ყველაფერი დაიქცა და დაინგრა ვის აინტერესებს თავისი სხვისი არ ჯობია

bs
0

შენა! და! ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანიის მოთხოვნა ფრენებზე დაასამარა ეკონომიკის და მდგრადი განვითრების იმან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, "ვიზეარი" ბრუნდება - რომელი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია 18 აპრილიდან

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, "ვიზეარი" ბრუნდება - რომელი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია 18 აპრილიდან

18 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი" შეასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს განაახლებს ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ვიზეარი" ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის.

მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი „ფლაიარისტანი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე (აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი) კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი.

"მოხარულები ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბაზრით სრულიად ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან. ასევე, ეტაპობრივად უბრუნდებიან ბაზარს და ფრენის სიხშირეებსაც ზრდიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც ტრადიციულად დაფრინავდნენ ჩვენს აეროპორტებში. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან. ავიაკომპანიის ტექნიკურმა გუნდმა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, რომ უკვე მაისიდან რეგულარული ფრენები განახორციელოს ჩვენი აეროპორტისთვის 3 სრულიად ახალ მიმართულებაზე. შესაბამისად ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს ცენტრალური აზიიდან, რაც ნიშნავს ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის ათვისებას", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

ინფორმაციისთვის, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

მისივე შეფასებით, ავიაბაზარზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს - ნათია თურნავა

მარტში ფულადი გზავნილები 49,5%-ით გაიზარდა - რომელია ის 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა?

ღარიბების რიცხვი 18%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას