მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა... პოლიტიკაში ბუაძეობა, ჩარკვიანობა და ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - ვახტანგ მეგრელიშვილი
"საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა... პოლიტიკაში ბუაძეობა, ჩარკვიანობა და ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში საბა ბუ­ა­ძე­ო­ბა, თაკო ჩარ­კვი­ა­ნო­ბა და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლო­ბა უნდა დას­რულ­დეს, ეს არის კლო­უ­ნა­დის აპო­თე­ო­ზი, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ლე­ლოს“ წევ­რის საბა ბუ­ა­ძის კო­მენ­ტა­რი შე­ა­ფა­სა, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ „გირ­ჩის“ კო­მენ­ტა­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი­ად ვერ აღიქ­ვამს. საბა ბუ­ა­ძე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს პარ­ტია „გირ­ჩის“ მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის წარ­დგე­ნილ 7-პუნ­ქტი­ან გეგ­მას და აცხა­დებს: „მე­ეჭ­ვე­ბა, „გირ­ჩის“ გეგ­მას ვინ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამ­დეს, ჯიმ ქე­რის ფილ­მებს სი­ცი­ლის გა­რე­შე ხომ ვერ შე­ხე­დავ, ასე­ვე მათ კო­მენ­ტა­რებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ“.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რა­საც „ლელო“ აკე­თებს საბა ბუ­ა­ძის ფორ­მით, ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია.

„საბა ბუ­ა­ძე მგო­ნია იდი­ო­ტი. ეს რო­დეს­ღაც უნდა მეთ­ქვა, ვერ მო­ვის­ვე­ნებ­დი, რომ არ მეთ­ქვა. რა­საც საბა ბუ­ა­ძე და „ლელო“ აკე­თებს საბა ბუ­ა­ძის ფორ­მით, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კას­თან. ჩემი აზ­რით, კლო­უ­ნა­დაა.

ამ ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებს არა­სო­დეს ჰქო­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი ში­ნა­არ­სი. მზად ვარ, თუ სა­ჭი­როა, თუ მე ვცდე­ბი და ეს ასე არ არის, საბა ბუ­ა­ძეს­თან დავ­ჯდე და სა­ა­თო­ბით ვი­სა­უბ­რო, თუ ეს ასე არ აღ­მოჩ­ნდა ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო.

მგო­ნია, რომ საბა ბუ­ა­ძე­ო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში უნდა დას­რულ­დეს, ისე­ვე რო­გორც თაკო ჩარ­კვი­ა­ნო­ბა, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლო­ბა, ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დას­რულ­დეს. ეს არის კლო­უ­ნა­დის აპო­თე­ო­ზი“, - აცხა­დებს მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ სურს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, მმარ­თველ გუნდს არ სურს, რომ პარ­ლა­მენ­ტი შედ­გეს.

„ჩვენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ბრალს ვდებთ იმა­ში, რომ მას ნამ­დვი­ლად არ უნდა, რომ ეს პარ­ლა­მენ­ტი შედ­გეს. თვი­თონ არ­ჩევს მის­თვის მი­სა­ღებ ოპო­ზი­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა „გირ­ჩიც“ მის­თვის მი­სა­ღე­ბი ოპო­ზი­ცია იყოს, ისე­ვე რო­გორც ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. ჩემი აზ­რით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ უნდა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ლა­მენ­ტში შეშ­ვე­ბა“, - აცხა­დებს მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
108

ზუსტად აახასიათებს ბუაძეა, მაგრამ ისიც თქვას რატომ უნდა უნდოდეს ოცნებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, რა სარგებლობას მოიტანს.

ალი
56

ეს ძალიან კარგი ოპოზიციონერია. არ მოწონს ვინც ოცნებას აკრიტიკებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა... პოლიტიკაში ბუაძეობა, ჩარკვიანობა და ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა... პოლიტიკაში ბუაძეობა, ჩარკვიანობა და ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის კომენტარი შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „გირჩის“ კომენტარებს სერიოზულიად ვერ აღიქვამს. საბა ბუაძე არასერიოზულად მიიჩნევს პარტია „გირჩის“ მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილ 7-პუნქტიან გეგმას და აცხადებს: „მეეჭვება, „გირჩის“ გეგმას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, ჯიმ ქერის ფილმებს სიცილის გარეშე ხომ ვერ შეხედავ, ასევე მათ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ“.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, რასაც „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, ნორმალურ პოლიტიკასთან შეუთავსებელია.

„საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა.

ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბა ბუაძესთან დავჯდე და საათობით ვისაუბრო, თუ ეს ასე არ აღმოჩნდა ბოდიში მოვიხადო.

მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა, ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

გარდა ამისა, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს. როგორც მან განაცხადა, მმართველ გუნდს არ სურს, რომ პარლამენტი შედგეს.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ბრალს ვდებთ იმაში, რომ მას ნამდვილად არ უნდა, რომ ეს პარლამენტი შედგეს. თვითონ არჩევს მისთვის მისაღებ ოპოზიციას. შეიძლება „გირჩიც“ მისთვის მისაღები ოპოზიცია იყოს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილი. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შეშვება“, - აცხადებს მეგრელიშვილი.