პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს
"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

სო­ფელ ნა­მახ­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ზო­ნი­დან კარ­ვე­ბის გა­ტა­ნი­სა და ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას.

"სო­ფელ ნა­მახ­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გუ­შინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე რი­ონ­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მდი­ნა­რე რი­ო­ნის წყლის დონე ამ ეტაპ­ზე აღე­მა­ტე­ბა სა­სიგ­ნა­ლო ნიშ­ნულს და არ­სე­ბუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წყლის დო­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი­დან გად­მოს­ვლა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა, სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 26-ე მუხ­ლის მე-2-ე პუნ­ქტის თა­ნახ­მად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ზო­ნი­დან კარ­ვე­ბის გა­ტა­ნი­სა და ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეო
34

რუსთაველზე, რომ ანტისანიტარიაა და ადამიანი ვერ გაივლის იქ, იმ კარვებს რატომ ვერ იღებთ? ჯერ ის კარვები აიღეთ.

 

უნამუსობას არ აქვს საზღვარი
10

ჯერ ტექნიკა გაიყვანეთ და მერე კარვები აშალეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

"სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნა”, - ნათქვამია განცხადებაში.

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება

2000 ლარით დაჯარიმდებით, თუ სასაფლაოების ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევთ

პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ - არსებული ინფორმაციით, მიზეზი არასრულწლოვნის გენდერული იდენტობა გახდა