პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც მის დაკრძალვას აკლდამაში დაესწრო, წამი-წამზე მოვასწარით" - როგორ იხსენებს სააკაშვილი კაჩინსკების ტრაგედიას?
"მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც მის დაკრძალვას აკლდამაში დაესწრო, წამი-წამზე მოვასწარით" - როგორ იხსენებს სააკაშვილი კაჩინსკების ტრაგედიას?

დღეს 11 წელი გა­ვი­და, რაც თვითმფრი­ნა­ვი ტუ-154, რო­მელ­შიც პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ლეხ კა­ჩინ­სკი და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სმო­ლენ­სკში ჩა­მო­ვარ­და. თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი 96-ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტი ლეხ კა­ჩინ­სკი და პირ­ვე­ლი ლედი მა­რია კა­ჩინ­სკა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კა­ჩინ­სკის­თან, წლე­ბის­წი­ნან­დელ ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს:

"დღეს, 10 აპ­რილს, პო­ლო­ნე­თის დიდი ტრა­გე­დი­ის დღეა! პრე­ზი­დენ­ტი კა­ჩინ­სკი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბით და მედ­ლით. და ეს არ არის შემ­თხვე­ვი­თო­ბა, იმი­ტომ, რომ მან ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში 2008 წელს.

რო­დე­საც ის შე­მო­ვი­და თა­ვი­სი თვითმფრი­ნა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში, რუ­სებ­მა უთხრეს, რომ ჩა­მო­აგ­დებ­დნენ თვითმფრი­ნავს, მაგ­რამ მან მა­ინც გა­რის­კა, გა­დაჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე, თბი­ლის­ში დაჯ­დო­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­ვი­და.

2010-ში, ორი დღით ადრე რუ­სეთ­ში წას­ვლამ­დე, მან მე და­მი­რე­კა და და­ჟი­ნე­ბით შე­მომ­თა­ვა­ზა მას­თან ერ­თად გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი სმო­ლენ­სკში, რად­გან იმ ოფიც­რებს შო­რის, ვინც და­ი­ღუ­პა მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ვინც დახ­ვრი­ტეს, იყო ბევ­რი ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი..

მე ვუ­თხა­რი, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­მო­ვი­დო­დი ლეხ, მაგ­რამ რუ­სე­ბი ნამ­დვი­ლად არ შე­მიშ­ვე­ბენ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც არ უნდა არ­გუ­მენ­ტე­ბი წარ­ვუდ­გი­ნო მათ..და ორ დღე­ში გა­ვი­გე, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და..

დღე­საც, ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლო­ნე­ლი და მეც ვთვლი, რომ 2010 წლის ტრა­გე­დია, რო­დე­საც რუ­სებ­მა მოხ­სნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­საჯ­დო­მი აპა­რა­ტუ­რა და ბევ­რი სხვა რა­ღაც გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო (ჩვენ არ გვაქვს ყვე­ლა ფაქ­ტი იმი­ტომ, რომ თვითმფრი­ნა­ვის ფუ­ზე­ლაჟს ისი­ნი არ იძ­ლე­ვი­ან, რაც გა­არ­კვევ­და ყვე­ლა­ფერს, მოხ­და თუ არა მარ­თლა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა ამ თვითმფრი­ნავ­ზე, თუმ­ცა ბევ­რი სხვა ფაქ­ტი მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი იყ­ვნენ კა­ჩინ­სკის თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბით), ეს იყო პირ­და­პი­რი შუ­რის­ძი­ე­ბა 2008 წლის თბი­ლის­ზე.

კა­ჩინ­სკი ნამ­დვი­ლად იყო არა მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. და სხვა­თა­შო­რის, ის იყო ძა­ლი­ან დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის. მისი მამა იბ­რძო­და ქარ­თველ ოფიც­რებ­თან ერ­თად პო­ლო­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და მან დად­გა ვარ­შა­ვის ცენ­ტრში, ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მუ­ზე­უმ­ში, ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის ძეგლი, რო­მე­ლიც ჩვენ ერ­თად გავ­ხსე­ნით 2006 წელს. ( ერ­თა­დერთ უცხო­ელ ოფიც­რებს და­უდ­გეს ძეგლი და ესე­ნი იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბი).

რო­დე­საც მე მის გას­ვე­ნე­ბა­ში მივფრი­ნავ­დი, მა­შინ ჩა­ი­კე­ტა მთე­ლი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე მთელ ევ­რო­პა­ზე - იყო ვულ­კა­ნის ფერ­ფლი და აიკ­რძა­ლა ფრე­ნე­ბი.. და მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი არა­ო­ჯა­ხის წევ­რი, ვინც და­ეს­წრო მის სა­ბო­ლოო დაკ­რძალ­ვას აკ­ლდა­მა­ში. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი კუ­ბო­ში ჩა­ვა­ტა­ნეთ მას და ეს იყო მარ­თლა სას­წა­უ­ლი.. თით­ქმის 18 სა­ა­თი ვიფ­რი­ნეთ და ვი­ა­რეთ და წამი-წამ­ზე მო­ვას­წა­რით, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის მიგ­ვეს­წრო.. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე აღ­ქმაა, როცა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს წამი-წამ­ზე მო­ვას­წა­რით, რომ პარ­ლა­მენ­ტში შევ­სუ­ლი­ყა­ვით.არის რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც რა­ღა­ცა სხვა ძალა გა­ტა­რებს და რა­ღა­ცა სხვა ძა­ლას მი­ყავ­ხარ" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
220

ეს როგორ სულ მეეეს იძახის,თხა ხარ შე უპატრონო

ალექს
186

ცრუ მიხეილი !

ავტორი:

"მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც მის დაკრძალვას აკლდამაში დაესწრო, წამი-წამზე მოვასწარით" - როგორ იხსენებს სააკაშვილი კაჩინსკების ტრაგედიას?

"მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც მის დაკრძალვას აკლდამაში დაესწრო, წამი-წამზე მოვასწარით" - როგორ იხსენებს სააკაშვილი კაჩინსკების ტრაგედიას?

დღეს 11 წელი გავიდა, რაც თვითმფრინავი ტუ-154, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, სმოლენსკში ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პირველი ლედი მარია კაჩინსკა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა კაჩინსკისთან, წლებისწინანდელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში იხსენებს:

"დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა! პრეზიდენტი კაჩინსკი დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით და მედლით. და ეს არ არის შემთხვევითობა, იმიტომ, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს.

როდესაც ის შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსებმა უთხრეს, რომ ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, მაგრამ მან მაინც გარისკა, გადაჭრა საქართველოს საჰაერო სივრცე, თბილისში დაჯდომა ვერ მოახერხა, მაგრამ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

2010-ში, ორი დღით ადრე რუსეთში წასვლამდე, მან მე დამირეკა და დაჟინებით შემომთავაზა მასთან ერთად გავფრენილიყავი სმოლენსკში, რადგან იმ ოფიცრებს შორის, ვინც დაიღუპა მაშინ საბჭოთა კავშირში, ვინც დახვრიტეს, იყო ბევრი ქართველი ოფიცერი..

მე ვუთხარი, რომ სიამოვნებით წამოვიდოდი ლეხ, მაგრამ რუსები ნამდვილად არ შემიშვებენ თავის ტერიტორიაზე, რაც არ უნდა არგუმენტები წარვუდგინო მათ..და ორ დღეში გავიგე, რომ ეს უბედურება მოხდა..

დღესაც, ძალიან ბევრი პოლონელი და მეც ვთვლი, რომ 2010 წლის ტრაგედია, როდესაც რუსებმა მოხსნეს სპეციალური დასაჯდომი აპარატურა და ბევრი სხვა რაღაც გააკეთეს იმისთვის, რომ ეს უბედურება მომხდარიყო (ჩვენ არ გვაქვს ყველა ფაქტი იმიტომ, რომ თვითმფრინავის ფუზელაჟს ისინი არ იძლევიან, რაც გაარკვევდა ყველაფერს, მოხდა თუ არა მართლა სარაკეტო დარტყმა ამ თვითმფრინავზე, თუმცა ბევრი სხვა ფაქტი მეტყველებს, რომ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებით), ეს იყო პირდაპირი შურისძიება 2008 წლის თბილისზე.

კაჩინსკი ნამდვილად იყო არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ საქართველოს ეროვნული გმირი. და სხვათაშორის, ის იყო ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ქართველი ოფიცრების. მისი მამა იბრძოდა ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის და მან დადგა ვარშავის ცენტრში, ყველაზე მთავარ მუზეუმში, ქართველი ოფიცრების ძეგლი, რომელიც ჩვენ ერთად გავხსენით 2006 წელს. ( ერთადერთ უცხოელ ოფიცრებს დაუდგეს ძეგლი და ესენი იყვნენ ქართველი ოფიცრები).

როდესაც მე მის გასვენებაში მივფრინავდი, მაშინ ჩაიკეტა მთელი საჰაერო სივრცე მთელ ევროპაზე - იყო ვულკანის ფერფლი და აიკრძალა ფრენები.. და მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც დაესწრო მის საბოლოო დაკრძალვას აკლდამაში. ჩვენ საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი კუბოში ჩავატანეთ მას და ეს იყო მართლა სასწაული.. თითქმის 18 საათი ვიფრინეთ და ვიარეთ და წამი-წამზე მოვასწარით, რომ ამ მომენტისთვის მიგვესწრო.. დაახლოებით იგივე აღქმაა, როცა ვარდების რევოლუციის დროს წამი-წამზე მოვასწარით, რომ პარლამენტში შევსულიყავით.არის რაღაც მომენტები, როდესაც რაღაცა სხვა ძალა გატარებს და რაღაცა სხვა ძალას მიყავხარ" - წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს

რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და სტოლტერბერგმა სატელეფონო დიაგოლისას - პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შესახებ "ტვიტერში" წერს