2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
რითი დაეხმარეთ ობოლს,რამდენს გადაუხდით,რას აპირებთ მსგავსი რო არ განმეორდეს?მარტო დროშების დაშვება იაფფასიანი ჯესტია.რატომ არ საუბრობთ ღონისძიებებზე?