პოლიტიკა
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს" - ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე
"ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს" - ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე

ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი თა­ვის მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში, მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას მის­დევს.

"შე­მოქ­მე­დი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დიდი და ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ფე­ლია, ლა­მა­ზი მო­ნას­ტრით, ხე­ო­ბით, მდი­ნა­რით. ჩვენ­გან სულ რა­ღაც 20 კი­ლო­მეტრშია გო­მის მთაც, რო­მე­ლიც ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. არის ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სახლ-მუ­ზე­უ­მი. ერთი სი­ტყვით, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სო­ფე­ლია. პრაქ­ტი­კუ­ლად, თე­მია, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა სო­ფე­ლი შე­დის", - ასე იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

- ალ­ბათ, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ მეღ­ვი­ნე ან მე­ვე­ნა­ხე ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღვი­ნოც და­მი­ყე­ნე­ბია, ვა­ყე­ნებ და და­ვა­ყე­ნებ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვე­ნახ­საც ვმარ­თავ, მეღ­ვი­ნე არა ვარ, ალ­ბათ, უფრო ენ­თუ­ზი­ას­ტი, რად­გან ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო სფე­როა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ამ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დით?

- რო­გორც თით­ქმის ყველ­გან, ღვი­ნოს ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გუ­რი­ა­შიც აყე­ნებ­დნენ. ეს იყო ჰიბ­რი­დუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი, რომ­ლის­გა­ნაც, ცხა­დია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო არ დგე­ბა. თუმ­ცა იმ რი­ტუ­ა­ლებს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ყუ­რძნის მოყ­ვა­ნას­თან, მოვ­ლას­თან, და­წურ­ვას­თან, და­ყე­ნე­ბას­თან, ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი და ეს ჩემ­თვის სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ღვი­ნის სუნი და არო­მა­ტი ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი ხა­რის­ხის ღვი­ნოს ძნე­ლად თუ წა­ა­წყდე­ბო­დი. მეღ­ვი­ნე­ო­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვინ­ტე­რეს­დი. მერე ნელ-ნელა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის მეშ­ვე­ო­ბით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევრ რა­მეს გა­ვე­ცა­ნი.

- ბოლო დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო ამ სფე­რო­ში...

- დიახ. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გვხვდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია გუ­რი­ა­ში არ­სე­ბულ ღვი­ნის კულ­ტუ­რა­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი იყო. 2014-2015 წლებ­ში ქა­ლაქთან ახ­ლოს საც­დე­ლი ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნეთ. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მოგ­ვე­კი­და ხელი.

2016 წელს ჩვე­ნი საგ­ვა­რე­უ­ლო მი­წის მე­ზობ­ლად ძვე­ლი ოდა შე­ვი­ძი­ნეთ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ით. ნელ-ნელა გავ­ფარ­თოვ­დით და ახლა ჯამ­ში 2,5 ჰექ­ტა­რი მიწა გვაქვს. დიდი ფარ­თო­ბი არ არის, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბი­სა და ღვი­ნის და­წურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებთ.

- საქ­მე­ში მთე­ლი ოჯა­ხი ხართ ჩარ­თუ­ლი?

- ჩემს ძმას, მა­მა­ჩემ­სა და დე­დას შრო­მა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს. გვაქვს პა­ტა­რა სას­ტუმ­როც, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ეზო, ხე­ხი­ლი, ბოს­ტა­ნი და სხვა... ვე­ნახს ჰექ­ტარ­ზე ცოტა მეტი ფარ­თო­ბი უკა­ვია.

- რა ჯი­შის ყუ­რძე­ნი გაქვთ?

- ძი­რი­თა­დად, ჩხა­ვე­რი. წლე­ულს და­ვა­მა­ტეთ გუ­რუ­ლი ჯიში საკ­მი­ე­ლაც. თეთ­რი ყუ­რძე­ნია და თეთ­რი ღვი­ნო დგე­ბა. ვფიქ­რობთ, ვე­ნა­ხი გა­ვა­ფარ­თო­ოთ და საკ­მი­ე­ლა კი­დევ ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე ჩავ­ყა­როთ.

- ღვი­ნოს რა ტექ­ნო­ლო­გი­ით აყე­ნებთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, გუ­რუ­ლი ვა­ზის პო­ტენ­ცი­ა­ლი ბო­ლომ­დე არ არის შეს­წავ­ლი­ლი. არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გან­სხვა­ვე­ბა­ნი. ცნო­ბი­ლია, რომ ჩხა­ვე­რი უნდა იყოს ლა­ლის­ფე­რი, მსუ­ბუ­ქი, მაგ­რამ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მის­გან სხვა ტი­პის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა? იქ­ნებ დიდი დი­ა­პა­ზო­ნი აქვს და ბევ­რნა­ი­რი ღვი­ნო გა­მო­ვი­დეს? ამი­ტომ ცდებს ვა­ტა­რებთ. კლა­სი­კურ ევ­რო­პულს ნაკ­ლე­ბად მივ­ყვე­ბით, სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ას ვი­ყე­ნებთ.

ყო­ველ­თვის ჭა­ჭა­ზე ვა­ყოვ­ნებთ, ვცდი­ლობთ სხვა­დას­ხვა მო­ცუ­ლო­ბის ჭაჭა სხვა­დას­ხვა და­ყოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თოთ - ხუთი დღის, ერთი კვი­რის, ერთი თვის, სამი თვის და ერ­თმა­ნეთს შე­ვა­და­როთ. ძი­რი­თა­დად, ვი­ყე­ნებთ ქვევ­რს, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის სის­ტე­მებს... მთა­ვა­რი ხაზი მა­ინც ჭა­ჭა­ზე სამი კვი­რით და­ყოვ­ნე­ბუ­ლი ქვევ­რის ჩხა­ვე­რია. ჩვე­ნი ჩხა­ვე­რი უფრო არა­ტი­პუ­რია და მა­ღა­ლი ტა­ნი­ნე­ბით, მა­ღა­ლი ალ­კოჰო­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, მე ასე­თი ღვი­ნო მიყ­ვარს.

- ესე იგი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებთ და იკ­ვლევთ...

- დიახ, ღვი­ნო თვი­თონ გაჩ­ვე­ნებს, რა და რო­გორ უნდა გა­ა­კე­თო. ვცდი­ლობთ კი არ და­ვი­მორ­ჩი­ლოთ, უფრო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს ვე­ნახ­სა და ღვი­ნოს­თან. მივ­ყვეთ მას, და­ვეხ­მა­როთ, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ.

ღვი­ნო ბოთ­ლებ­ში კი ის­ხმე­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯერ დიდი ოდე­ნო­ბით არა გვაქვს, ამი­ტომ ჯერ მხო­ლოდ ჩვენს მა­რან­ში იყი­დე­ბა.

- ექ­სპორტზე ჯერ არ უშ­ვებთ?

- მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა თუ ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ იქნა, პირ­ვე­ლი­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ ვთან­ხმდე­ბით.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბას ვა­ფარ­თო­ებთ, ნომ­რებს ვა­მა­ტებთ. ეს არის სას­ტუმ­რო ყვე­ლა სერ­ვი­სით, გვინ­და არ დავ­კარ­გოთ ავ­თენ­ტუ­რო­ბა, მაგ­რამ კომ­ფორ­ტიც შევ­ქმნათ. გა­ვა­ფარ­თო­ებთ მა­რან­საც, ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლად დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი კლი­მა­ტი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის, ტე­ნი­ა­ნო­ბის კონ­ტრო­ლით. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო და­ვა­ყე­ნოთ და წე­სი­სა­მებრ შე­ვი­ნა­ხოთ.

- თქვე­ნი მა­რა­ნი ღიაა თუ და­ხუ­რუ­ლი, და­სავ­ლეთ­ში უფრო ღია მარ­ნე­ბია.

- ჩვე­ნი მა­რა­ნი და­ხუ­რუ­ლია. ღია მა­რან­ში და­ცუ­ლი არა ხარ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის­გან, მათ შო­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის­გან ცვა­ლე­ბა­დო­ბის­გან... ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის დროს ძა­ლი­ან ძნე­ლია ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ამი­ტომ მა­რა­ნი შე­ნო­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ უკა­ნა ეზო­ში გვაქვს ძვე­ლი მა­რა­ნიც, სა­დაც ქვევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მას არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქცია აქვს. ერთ-ერთი ქვევ­რი დამ­ტვრე­ულ-გაბ­ზა­რუ­ლია. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი XX სა­უ­კუ­ნე­ზე ად­რინ­დე­ლია.

- დამ­წყებ მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­ებს რას ურ­ჩევთ?

- რჩე­ვა არ მინ­და აღიქ­მე­ბო­დეს ისე, მე ვის რა უნდა ვას­წავ­ლოო, მაგ­რამ აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბის მომ­ხრე ვარ. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავს სამ­ყა­როს ცენ­ტრად მო­ი­აზ­რე­ბენ. ეს მო­დერ­ნუ­ლი სამ­ყა­რო­სა და გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რამ არის. ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა მო­დე­ლე­ბიც არ­სე­ბობს და ერთ-ერთი თა­ნას­წო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა იმას­თან, რა­ზეც მუ­შა­ობ. ამ დროს იმა­ზე კი არ ფიქ­რობ, რა გვინ­და ვე­ნა­ხის­გან, არა­მედ იმა­ზე, რა სჭირ­დე­ბა მას ჩვენ­გან. თუ მას მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში შე­მო­ვი­დეს ჩვენ­თან, თვი­თონ გვაჩ­ვე­ნებს, სა­უ­კე­თე­სო რა არის ჩვენ­თვი­საც და მის­თვი­საც. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვავ­სებთ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
8

აადესა სადაა ადესა, რა გურული ხარ აპა, მოეშვი ევროპელობას.

ui
27

სამწუხაროდ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას, ამიტომ გთხოვთ ამიხსნათ, ეს ცნობილი იურისტი რატომ არის? რაც განცხადება შეიტანა საკონსტიტუციოში, ყველა ჩავარდა. როცა მოვუსმინე, ვერ მივხვდი რა უნდოდა. წოდებებში, ეკრანზე გამოჩენაში თუა ცნობილი, მაშინ გეთანხმებით. თუმცა ეგეთი ბევრი ვიცით. გთხოვთ სათაურში სიტყვა იურისტი ამოიღეთ და უბრალოდ ცნობადი დაწერეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

"ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს" - ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე

"ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს" - ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე

ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტია, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, პარალელურად კი თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში, მეღვინეობა-მევენახეობას მისდევს.

"შემოქმედი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი და ტრადიციული სოფელია, ლამაზი მონასტრით, ხეობით, მდინარით. ჩვენგან სულ რაღაც 20 კილომეტრშია გომის მთაც, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. არის ასევე რამდენიმე სახლ-მუზეუმი. ერთი სიტყვით, ეთნოგრაფიულად მრავალფეროვანი სოფელია. პრაქტიკულად, თემია, რომელშიც რამდენიმე პატარა სოფელი შედის", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ვახუშტი მენაბდე.

- ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეღვინე ან მევენახე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოც დამიყენებია, ვაყენებ და დავაყენებ, ოჯახის წევრებთან ერთად ვენახსაც ვმართავ, მეღვინე არა ვარ, ალბათ, უფრო ენთუზიასტი, რადგან ეს ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო სფეროა.

- რამდენი ხანია, რაც ამ საქმით დაინტერესდით?

- როგორც თითქმის ყველგან, ღვინოს ჩემს ბავშვობაში გურიაშიც აყენებდნენ. ეს იყო ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც, ცხადია, მაღალი ხარისხის ღვინო არ დგება. თუმცა იმ რიტუალებს, რაც დაკავშირებულია ყურძნის მოყვანასთან, მოვლასთან, დაწურვასთან, დაყენებასთან, ბავშვობაში ვუყურებდი და ეს ჩემთვის სახალისო და საინტერესო იყო. ღვინის სუნი და არომატი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა იმ პერიოდში კარგი ხარისხის ღვინოს ძნელად თუ წააწყდებოდი. მეღვინეობით საფუძვლიანად სტუდენტობისას დავინტერესდი. მერე ნელ-ნელა ინტერნეტის საშუალებით თუ სხვადასხვა სპეციალისტის მეშვეობით ღვინის დაყენების შესახებ ბევრ რამეს გავეცანი.

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ სფეროში...

- დიახ. ლიტერატურაში გვხვდებოდა ინფორმაცია გურიაში არსებულ ღვინის კულტურაზე, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი დეგრადირებული იყო. 2014-2015 წლებში ქალაქთან ახლოს საცდელი ვენახი გავაშენეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, უფრო სერიოზულად მოგვეკიდა ხელი.

2016 წელს ჩვენი საგვარეულო მიწის მეზობლად ძველი ოდა შევიძინეთ თავისი ტერიტორიით. ნელ-ნელა გავფართოვდით და ახლა ჯამში 2,5 ჰექტარი მიწა გვაქვს. დიდი ფართობი არ არის, მაგრამ საინტერესო ვაზის ჯიშების გაშენებისა და ღვინის დაწურვის საშუალებას იძლევა. ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ.

- საქმეში მთელი ოჯახი ხართ ჩართული?

- ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს. გვაქვს პატარა სასტუმროც, ეთნოგრაფიული ეზო, ხეხილი, ბოსტანი და სხვა... ვენახს ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობი უკავია.

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?

- ძირითადად, ჩხავერი. წლეულს დავამატეთ გურული ჯიში საკმიელაც. თეთრი ყურძენია და თეთრი ღვინო დგება. ვფიქრობთ, ვენახი გავაფართოოთ და საკმიელა კიდევ ნახევარ ჰექტარზე ჩავყაროთ.

- ღვინოს რა ტექნოლოგიით აყენებთ?

- სამწუხაროდ, გურული ვაზის პოტენციალი ბოლომდე არ არის შესწავლილი. არის სტერეოტიპული განსხვავებანი. ცნობილია, რომ ჩხავერი უნდა იყოს ლალისფერი, მსუბუქი, მაგრამ რატომ არ შეიძლება მისგან სხვა ტიპის ღვინის დაყენება? იქნებ დიდი დიაპაზონი აქვს და ბევრნაირი ღვინო გამოვიდეს? ამიტომ ცდებს ვატარებთ. კლასიკურ ევროპულს ნაკლებად მივყვებით, სხვადასხვა ვარიაციას ვიყენებთ.

ყოველთვის ჭაჭაზე ვაყოვნებთ, ვცდილობთ სხვადასხვა მოცულობის ჭაჭა სხვადასხვა დაყოვნებით გავაკეთოთ - ხუთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, სამი თვის და ერთმანეთს შევადაროთ. ძირითადად, ვიყენებთ ქვევრს, უჟანგავი ფოლადის სისტემებს... მთავარი ხაზი მაინც ჭაჭაზე სამი კვირით დაყოვნებული ქვევრის ჩხავერია. ჩვენი ჩხავერი უფრო არატიპურია და მაღალი ტანინებით, მაღალი ალკოჰოლით გამოირჩევა. გემოვნების საკითხია, მე ასეთი ღვინო მიყვარს.

- ესე იგი მუდმივად აკვირდებით, ექსპერიმენტებს ატარებთ და იკვლევთ...

- დიახ, ღვინო თვითონ გაჩვენებს, რა და როგორ უნდა გააკეთო. ვცდილობთ კი არ დავიმორჩილოთ, უფრო პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს ვენახსა და ღვინოსთან. მივყვეთ მას, დავეხმაროთ, განვითარების საშუალება მივცეთ.

ღვინო ბოთლებში კი ისხმება, მაგრამ ვინაიდან ჯერ დიდი ოდენობით არა გვაქვს, ამიტომ ჯერ მხოლოდ ჩვენს მარანში იყიდება.

- ექსპორტზე ჯერ არ უშვებთ?

- მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა თუ ძალიან ხელსაყრელი წინადადება არ იქნა, პირველივე შემოთავაზებას არ ვთანხმდებით.

- რა გეგმები გაქვთ?

- სასტუმროს მომსახურებას ვაფართოებთ, ნომრებს ვამატებთ. ეს არის სასტუმრო ყველა სერვისით, გვინდა არ დავკარგოთ ავთენტურობა, მაგრამ კომფორტიც შევქმნათ. გავაფართოებთ მარანსაც, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, მეცნიერულად დაპროექტებული კლიმატისა და ტემპერატურის, ტენიანობის კონტროლით. ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ხარისხის ღვინო დავაყენოთ და წესისამებრ შევინახოთ.

- თქვენი მარანი ღიაა თუ დახურული, დასავლეთში უფრო ღია მარნებია.

- ჩვენი მარანი დახურულია. ღია მარანში დაცული არა ხარ სხვადასხვა პრობლემისგან, მათ შორის ტემპერატურისგან ცვალებადობისგან... ღვინის დაყენების დროს ძალიან ძნელია ვითარების გაკონტროლება, ამიტომ მარანი შენობაშია მოქცეული, მაგრამ უკანა ეზოში გვაქვს ძველი მარანიც, სადაც ქვევრები აღმოჩნდა. ფაქტობრივად, მას არქეოლოგიური ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი ქვევრი დამტვრეულ-გაბზარულია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი XX საუკუნეზე ადრინდელია.

- დამწყებ მეღვინე-მევენახეებს რას ურჩევთ?

- რჩევა არ მინდა აღიქმებოდეს ისე, მე ვის რა უნდა ვასწავლოო, მაგრამ აზრის გაზიარების მომხრე ვარ. ხშირად ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად მოიაზრებენ. ეს მოდერნული სამყაროსა და განმანათლებლობის დამახასიათებელი რამ არის. ვფიქრობ, ურთიერთობის სხვა მოდელებიც არსებობს და ერთ-ერთი თანასწორი ურთიერთობაა იმასთან, რაზეც მუშაობ. ამ დროს იმაზე კი არ ფიქრობ, რა გვინდა ვენახისგან, არამედ იმაზე, რა სჭირდება მას ჩვენგან. თუ მას მივცემთ შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციაში შემოვიდეს ჩვენთან, თვითონ გვაჩვენებს, საუკეთესო რა არის ჩვენთვისაც და მისთვისაც. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს