Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება
“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

შრი ლან­კას პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა "მი­სის მსოფ­ლიო“ ქე­რო­ლა­ინ ჯური, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ "მი­სის შრი ლან­კა 2021-ს“ სცე­ნა­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გვირ­გვი­ნი წა­არ­თვა და სხვა კონ­კურ­სანტს გა­დას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC წერს.

კვი­რას გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, მო­დელ­მა პუშ­პი­კა დე სილ­ვამ "მი­სის შრი-ლან­კას" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი გვირ­გვი­ნი თავ­ზე და­ად­გეს, სცე­ნა­ზე 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ასე­ვე "მი­სის მსოფ­ლიო" ქე­რო­ლა­ინ ჯური ავი­და, დე სილ­ვას გვირ­გვი­ნი წა­არ­თვა და სხვა გო­გო­ნას გა­დას­ცა. ამას­თან, გა­ნა­ცხა­და, რომ სილ­ვას არ შე­ეძ­ლო ეს ტი­ტუ­ლი მი­ე­ღო, რად­გა­ნაც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

სკან­და­ლის შემ­დეგ, დე სილ­ვას გვირ­გვი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­უბ­რუ­ნეს, რად­გა­ნაც რო­გორც აცხა­დე­ბენ, გა­არ­კვი­ეს, რომ ის გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე სილ­ვას ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. მან კლი­ნი­კი­დან "ფე­ის­ბუქ­ში“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. და­წე­რა, რომ მი­ი­ღებს იუ­რი­დი­ულ ზო­მებს და პა­სუხს მოს­თხოვს ყვე­ლას "უსა­ფუძ­ვლო და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო.“ რო­გორც ჩანს, მო­დელ­მა არ და­ა­ყოვ­ნა და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქალი, რო­მელ­მაც გვირ­გვი­ნი წა­არ­თვა, და­კა­ვე­ბუ­ლია.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რა სა­ხის სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა "მი­სის მსოფ­ლი­ოს."

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
6

სილამაზის რა სცხიათ ამათ??? ))))

სალომე
1

მის მსოფლიოც კი დაბოღმილია

ავტორი:

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

შრი ლანკას პოლიციამ დააკავა "მისის მსოფლიო“ ქეროლაინ ჯური, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მისის შრი ლანკა 2021-ს“ სცენაზე გამარჯვებულის გვირგვინი წაართვა და სხვა კონკურსანტს გადასცა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

კვირას გამართულ ცერემონიაზე, მოდელმა პუშპიკა დე სილვამ "მისის შრი-ლანკას" ტიტული მოიპოვა და როდესაც შესაბამისი გვირგვინი თავზე დაადგეს, სცენაზე 2019 წლის გამარჯვებული და ასევე "მისის მსოფლიო" ქეროლაინ ჯური ავიდა, დე სილვას გვირგვინი წაართვა და სხვა გოგონას გადასცა. ამასთან, განაცხადა, რომ სილვას არ შეეძლო ეს ტიტული მიეღო, რადგანაც განქორწინებული იყო.

სკანდალის შემდეგ, დე სილვას გვირგვინი ორგანიზატორებმა დაუბრუნეს, რადგანაც როგორც აცხადებენ, გაარკვიეს, რომ ის განქორწინებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ დე სილვას ექიმის დახმარება დასჭირდა. მან კლინიკიდან "ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა. დაწერა, რომ მიიღებს იურიდიულ ზომებს და პასუხს მოსთხოვს ყველას "უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.“ როგორც ჩანს, მოდელმა არ დააყოვნა და დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ქალი, რომელმაც გვირგვინი წაართვა, დაკავებულია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სასჯელი ემუქრება "მისის მსოფლიოს."

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"