პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი
"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

ასე ვერ გაგ­რძელ­დე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო ან სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს და­ნი­ელ­სო­ნის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დერ­ში­პის რჩე­ვე­ბის თა­ნახ­მად გა­და­წყვეტს, ან გარ­კვე­ულ ფასს გა­და­იხ­დის , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მრგვა­ლი მა­გი­დის, სა­ხელ­წო­დე­ბით: "ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ: ღია დის­კუ­სია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს ის, რომ ყვე­ლას გვიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. სწო­რედ ამი­ტომ ვართ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი უახ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცი­ით, ესაა, რის გა­მოც ვცდი­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლოს და­ვეხ­მა­როთ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ხან­და­ხან კრი­ტი­კუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი­ცაა ხოლ­მე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. მე­ო­რეა, მე­დი­ა­ში რაც ვნა­ხე, გან­სა­კუთ­რე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან, იყო ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ფასი აქვს 7 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბას. ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ გარ­და იმი­სა, რაც ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა თქვა, რომ: „სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღეთ ეს გან­ცხა­დე­ბა“.

თუ უფრო და­ვაკ­ვირ­დე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ხელს აწერ­დნენ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის, სხვა­დას­ხვა დე­ლე­გა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ლი­დე­რი, ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი ამა თუ იმ კუ­თხით ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის თუ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში, ასე რომ მათი გად­მო­სა­ხე­დი პა­ტივ­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­სა და პარ­ლა­მენ­ტში. არ ვიცი, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ, იქ­ნე­ბა რა­ი­მე ახალ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე მსჯე­ლო­ბა, თუ მა­ნამ­დე კო­მი­ტეტ­ში, მაგ­რამ ვი­ტყო­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი ვარ, ერთი რამ, რაც ვის­წავ­ლე, ისაა, რომ თუ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის მიერ კეთ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ის პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­და­ნაა მხარ­და­ჭე­რი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა. კუ­ბი­ლი­უს­მა ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხე­ბაც, თუ რა­ტომ მი­ვი­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასეთ გან­ცხა­დე­ბამ­დე.

"ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ასე­თი კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტის­თვის, შარლ მი­შე­ლი­სა და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის დო­ნე­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტია, რისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ­გვარ კრი­ზის­ში. არ მახ­სოვს არც ერთი მსგავ­სი მა­გა­ლი­თი, სა­დაც რა­ი­მე სა­ხის მსგავს შიდა პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში ევ­რო­კავ­ში­რი ასე­თი ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ჩემი აზ­რით, პრობ­ლე­მა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნი­თაა, პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ორი­ვე მხა­რეს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დერ­ში­პის შიდა კრი­ზისს გა­ნიც­დი­ან, რად­გან პარ­ტი­ებ­ში არი­ან ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე არი­ან არა­ფორ­მა­ლუ­რი ყო­ფი­ლი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლე­ში შორს არ არი­ან პარ­ტი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­გან. ეს სი­ტუ­ა­ცი­ას ალ­ბათ, უფრო არ­თუ­ლებს, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ე­ბი შე­თან­ხმდნენ იმა­ზე, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმაა სა­ჭი­რო კრი­ზი­სის და­სამ­თავ­რებ­ლად.

ასე­ვე, მე­ო­რე, რა­საც ვხე­დავ, და ესეც შე­იძ­ლე­ბა ისევ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბის კრი­ზი­სის გა­მოა, ჩემი აზ­რით, ორი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი სა­ხის გა­უ­გებ­რო­ბაა იმა­ზე, თუ რა არის ევ­რო­კავ­ში­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტის მი­მართ. რო­გორც მეს­მის, ორი­ვე მხა­რეს ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს, და ამის გამო შე­უძ­ლი­ათ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სარ­გებ­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ. ვფიქ­რობ, ამან გარ­კვე­უ­ლი მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, გა­უ­გებ­რო­ბა შექ­მნა. ამი­ტო­მაც უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ძა­ლი­ან მკა­ფიო მე­სი­ჯით - ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ვერ გაგ­რძელ­დე­ბა: ან სა­ქარ­თვე­ლო გა­და­წყვეტს სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს და­ნი­ელ­სო­ნის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დერ­ში­პის რჩე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ან გარ­კვე­ულ ფასს გა­და­იხ­დის, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და ლი­დე­რე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ კრი­ზი­სის გა­დაჭ­რას“, - აღ­ნიშ­ნა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა. მი­სი­ვე თქმით, პი­რო­ბი­თო­ბა რა­ი­მე ახა­ლი ცნე­ბა არ არის.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
58

ცხენზე გაბრაზებული უნაგირს სცემდაო, ისეა ამათი საქმე, თან ამბობენ არჩევნების შედეგები არის ლეგიტიმური და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტშიო, მაგრამ ამაზე ოპოზიციას რომ ვერ ითანხმებენ, მაშინ ხელისუფლებას ემუქრებიან, ამის გამო თქვენ დაგსჯითო.

 

დიმა
69

ვერ გავიგე, კუბილიუსი წყვეტს საქართველოს ბედს, რას გვემუქრება წარამარა?

ავტორი:

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: "ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველას გვაერთიანებს ის, რომ ყველას გვიყვარს საქართველო. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები უახლესი სიტუაციით, ესაა, რის გამოც ვცდილობთ, საქართველოს დავეხმაროთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ხანდახან კრიტიკული და მტკივნეული შენიშვნებიცაა ხოლმე ქართული პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. მეორეა, მედიაში რაც ვნახე, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, იყო ეჭვები იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს 7 ევროპარლამენტარის განცხადებას. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რაც ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ: „სერიოზულად მიიღეთ ეს განცხადება“.

თუ უფრო დავაკვირდებით, განცხადებას ხელს აწერდნენ სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა დელეგაციის სხვადასხვა ლიდერი, ადამიანები. ისინი ამა თუ იმ კუთხით ჩართულები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის თუ საქართველოს განვითარების პროცესებში, ასე რომ მათი გადმოსახედი პატივცემული იქნებოდა პოლიტიკასა და პარლამენტში. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი შემდეგ, იქნება რაიმე ახალ რეზოლუციაზე მსჯელობა, თუ მანამდე კომიტეტში, მაგრამ ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ახალი ვარ, ერთი რამ, რაც ვისწავლე, ისაა, რომ თუ ასეთი განცხადება ასეთი ადამიანების ჯგუფის მიერ კეთდება, ჩვეულებრივ, ის პარლამენტის უმრავლესობის მხრიდანაა მხარდაჭერილი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. კუბილიუსმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ მივიდა ევროპარლამენტი ასეთ განცხადებამდე.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ასეთი კრიზისის გადაწყვეტისთვის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, ყველაზე მეტია, რისი შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთვის ამგვარ კრიზისში. არ მახსოვს არც ერთი მსგავსი მაგალითი, სადაც რაიმე სახის მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირი ასეთი ჩართული ყოფილიყო.

ჩემი აზრით, პრობლემა ახლა საქართველოს შიგნითაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები ორივე მხარეს გარკვეული სახის პოლიტიკური ლიდერშიპის შიდა კრიზისს განიცდიან, რადგან პარტიებში არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალური ყოფილი ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში შორს არ არიან პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს სიტუაციას ალბათ, უფრო ართულებს, რომ პოლიტიკურმა პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კრიზისის დასამთავრებლად.

ასევე, მეორე, რასაც ვხედავ, და ესეც შეიძლება ისევ ამ პოლიტიკური ლიდერობის კრიზისის გამოა, ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის შიგნით გარკვეული სახის გაუგებრობაა იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ. როგორც მესმის, ორივე მხარეს ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, და ამის გამო შეუძლიათ, ეს დამოკიდებულება საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ამან გარკვეული მცდარი წარმოდგენა, გაუგებრობა შექმნა. ამიტომაც უნდა გამოვსულიყავით ძალიან მკაფიო მესიჯით - ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება: ან საქართველო გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა. მისივე თქმით, პირობითობა რაიმე ახალი ცნება არ არის.