მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი შე­საძ­ლოა, ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს, რომ მი­ლი­არ­დე­რი გახ­დეთ და ისე­თი იმ­პე­რია აა­გოთ, რომ წლებს გა­უძ­ლოს, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცეს, ოჯა­ხუ­რი კლა­ნი კი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გავ­ლე­ნი­ა­ნი გახ­დეს.

გა­გაც­ნობთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ოჯა­ხებს. მათ დიდი შრო­მის და გო­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მი­აღ­წი­ეს ყვე­ლა­ფერს და დღეს ბევ­რი დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის შთა­მა­გო­ნებ­ლე­ბი არი­ან.

  • ვოლ­ტო­ნე­ბის ოჯა­ხი - Walmart, ქო­ნე­ბა - 215 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

ვოლ­ტო­ნე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ოჯა­ხუ­რი კლა­ნია, რო­მე­ლიც Walmart-ს გა­ნა­გებს. ყვე­ლა­ფე­რი კი არ­კან­ზა­სის შტატ­ში 1960 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც "ვოლ­მარ­ტი“ სემ ვოლ­ტონ­მა და­ა­არ­სა. დღეს ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა.

  • მარ­სე­ბის ოჯა­ხი - Mars, სა­შუ­ა­ლო ქო­ნე­ბა 120 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

Mars ეს არის ტკბი­ლე­უ­ლის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც იაფი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. დღეს კომ­პა­ნია ცნო­ბი­ლია ისე­თი ტკბი­ლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბით, რო­გო­რი­ცაა M&M-ი. კომ­პა­ნია ფრენკ მარსმა და­ა­არ­სა და ახლა მისი შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი, ჟაკ­ლინ და ჯონ მარ­სე­ბი გა­ნა­გე­ბენ.

  • კო­ხე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც გა­ნა­გებს კო­ხე­ბის ინ­დუსტრი­ას და ქო­ნე­ბა 109,7 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ნავ­თობ კორ­პო­რა­ცი­ას ჩარლზ კოხი გა­ნა­გებს. კომ­პა­ნია 1940 წელს და­არ­სდა და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფრედ კო­ხია. კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აშშ-ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ლო­ბი­რე­ბა და მცდე­ლო­ბა, რომ შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

  • ალ სა­უ­დე­ბის სა­მე­ფო ოჯა­ხი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ქო­ნე­ბაც 95 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს

სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხუ­რი კლა­ნია და მათი ქო­ნე­ბა დე­კა­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა. ისი­ნი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ინ­დუსტრი­ის მაგ­ნა­ტე­ბი არი­ან. ალ სა­უ­დე­ბის ქო­ნე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, თუმ­ცა იმ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც "ფორბსის­თვის" ცნო­ბი­ლია, ამ ეტაპ­ზე ქო­ნე­ბა 95-მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

  • ამ­ბა­ნე­ბის ოჯა­ხი - მათი ქო­ნე­ბა 81,3 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს

ოჯა­ხის ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კონ­გლო­მე­რატს, Reliance Industries-ს უკავ­შირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მუ­კეშ ამ­ბა­ნია, კომ­პა­ნია კი მის­მა მა­მამ 1957 წელს და­ა­არ­სა. მარ­თვა­ში მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი და ეს ინ­დუ­რი კლა­ნი აკონ­ტრო­ლებს ნავ­თობს, გაზს, ტექ­სტილს, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბას და ა.შ.

  • დი­უ­მე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც Hermes-ის მფლო­ბე­ლია და რო­მელ­თა ქო­ნე­ბაც 63,9 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს

ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრენ­დის სა­მო­სი, სუ­ნა­მო, ჩან­თე­ბი და სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დია მსოფ­ლი­ო­ში. კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ამ­ჟა­მად აქ­სელ დი­უ­მაა, ხოლო სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, პიერ ალექ­სის დი­უ­მა გახ­ლავთ.

  • ვერ­თა­ი­მე­რე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც Chanel-ის მო­დის სახ­ლს ფლობს და მათი ქო­ნე­ბა 54,4 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს

ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი მოდა, ლე­გენ­და­რუ­ლი "პა­ტა­რა შავი კაბა“ , სუ­ნა­მო No5 სწო­რედ Chanel-ის მო­დის სახ­ლთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დღეს მო­დის სახ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლე­ბი ძმე­ბი, ალან და გერ­ჰარდ ვერ­თა­ი­მე­რე­ბი არი­ან. კომ­პა­ნია მათ­მა ბა­ბუ­ამ კოკო შა­ნელ­თან ერ­თად და­ა­არ­სა.

  • ჯონ­სო­ნე­ბის ოჯა­ხი - ისი­ნი ფლო­ბენ Fidelity Investments და ოჯა­ხის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 46,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

Fidelity Investments ედ­ვარდ ჯონ­სონ­მა 1946 წელს და­ა­არ­სა და ის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია. ამ­ჟა­მად მარ­თავს ჯონ­სო­ნის შვილ­თაშ­ვი­ლი ები­გა­ილ ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც "ფორბსის" მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გში 124-ე ად­გილს იკა­ვებს.

  • ბე­რინ­გე­რე­ბის და ფონ ბა­უმ­ბა­ხის ოჯა­ხე­ბი - ისი­ნი ფლო­ბენ კომ­პა­ნია Boehringer Ingelheim-ს, ქო­ნე­ბა კი 45,7 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ეს არის გერ­მა­ნუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 130 წელ­ზე მე­ტია, რაც არ­სე­ბობს. კომ­პა­ნი­ა­ზე კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა ოჯახ­ში თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­და­დის.

  • ალბ­რეხ­ტე­ბის ოჯა­ხი - ფლო­ბენ კომ­პა­ნია Aldi-ს, ქო­ნე­ბა კი, 41 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

Aldi ეს არის სუ­პერ­მარ­კეტ­თა უმ­სხვი­ლე­სი ქსე­ლი, რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და დღემ­დე მფლო­ბე­ლე­ბიც ალბ­რეხ­ტე­ბის ოჯა­ხია. კომ­პა­ნია ძმებ­მა თეო და კარლ ალბ­რეხ­ტებ­მა და­ა­არ­სეს ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ALDI-ს 10 000-ზე მეტი მა­ღა­ზია აქვს და კომ­პა­ნი­ას ოჯა­ხის შთა­მო­მავ­ლე­ბი მარ­თა­ვენ.

წყა­რო: investopedia.com

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მილიარდელი
2

რაღაც ვერ გავიგე.................კი მაგრამ ნამდვილი დირეხხხხხხტორები სად არიან??......ასე ვთქვქათ .ამა სოფლის ძველი ანუ ნამდვილი თავჯდომარეეები სად არიან?? როკფელერები და ასეთი ,,წვრილ---წვრილი,, მილიარდელები,, რა იქნენ ისინი?? ისინი რაააა გაააკულაკეეეს??

მაგ ხალხის მინიმუ 10 ოჯახს მარტო ჩამოგითვლით.....დანარჩენები ინჩა??? 

ტიგრან კეშიშიან
1

როკფელერები, . როტშილდები,,,,,,,,,,,,,, იშტოიანები სად არიან ელი?

ავტორი:

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ოჯახური ბიზნესი შესაძლოა, ისეთი წარმატებული აღმოჩნდეს, რომ მილიარდერი გახდეთ და ისეთი იმპერია ააგოთ, რომ წლებს გაუძლოს, თაობიდან თაობას გადაეცეს, ოჯახური კლანი კი მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი გახდეს.

გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ოჯახებს. მათ დიდი შრომის და გონიერების წყალობით მიაღწიეს ყველაფერს და დღეს ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის შთამაგონებლები არიან.

  • ვოლტონების ოჯახი - Walmart, ქონება - 215 მილიარდი დოლარი

ვოლტონები მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახური კლანია, რომელიც Walmart-ს განაგებს. ყველაფერი კი არკანზასის შტატში 1960 წელს დაიწყო, როდესაც "ვოლმარტი“ სემ ვოლტონმა დააარსა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.

  • მარსების ოჯახი - Mars, საშუალო ქონება 120 მილიარდი დოლარი

Mars ეს არის ტკბილეულის კომპანია, რომელიც იაფი და ძალიან პოპულარულია. დღეს კომპანია ცნობილია ისეთი ტკბილეულის წარმოებით, როგორიცაა M&M-ი. კომპანია ფრენკ მარსმა დააარსა და ახლა მისი შვილთაშვილები, ჟაკლინ და ჯონ მარსები განაგებენ.

  • კოხების ოჯახი, რომელიც განაგებს კოხების ინდუსტრიას და ქონება 109,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნავთობ კორპორაციას ჩარლზ კოხი განაგებს. კომპანია 1940 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი ფრედ კოხია. კომპანიის ამჟამინდელი მმართველის სახელთან დაკავშირებულია აშშ-ში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლობირება და მცდელობა, რომ შტატების პოლიტიკაზე საკუთარი გავლენა მოახდინოს.

  • ალ საუდების სამეფო ოჯახი, რომელთა საშუალო ქონებაც 95 მილიარდ დოლარს შეადგენს

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი საუკუნეებია უმდიდრესი ოჯახური კლანია და მათი ქონება დეკადების განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. ისინი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის მაგნატები არიან. ალ საუდების ქონების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც "ფორბსისთვის" ცნობილია, ამ ეტაპზე ქონება 95-მილიარდ დოლარს შეადგენს.

  • ამბანების ოჯახი - მათი ქონება 81,3 მილიარდ დოლარს შეადგენს

ოჯახის ასეთი შემოსავალი ნავთობგადამამუშავებელ კონგლომერატს, Reliance Industries-ს უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორი მუკეშ ამბანია, კომპანია კი მისმა მამამ 1957 წელს დააარსა. მართვაში მთელი ოჯახია ჩართული და ეს ინდური კლანი აკონტროლებს ნავთობს, გაზს, ტექსტილს, ტელეკომუნიკაციებს, ელექტროენერგიის წარმოებას და ა.შ.

  • დიუმების ოჯახი, რომელიც Hermes-ის მფლობელია და რომელთა ქონებაც 63,9 მილიარდ დოლარს შეადგენს

ფრანგული მოდის სახლის მფლობელები მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის სამოსი, სუნამო, ჩანთები და სხვა აქსესუარები საკმაოდ ძვირი ღირს, ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია მსოფლიოში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად აქსელ დიუმაა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი, პიერ ალექსის დიუმა გახლავთ.

  • ვერთაიმერების ოჯახი, რომელიც Chanel-ის მოდის სახლს ფლობს და მათი ქონება 54,4 მილიარდ დოლარს შეადგენს

ფრანგული მაღალი მოდა, ლეგენდარული "პატარა შავი კაბა“ , სუნამო No5 სწორედ Chanel-ის მოდის სახლთანაა დაკავშირებული. დღეს მოდის სახლის თანამფლობელები ძმები, ალან და გერჰარდ ვერთაიმერები არიან. კომპანია მათმა ბაბუამ კოკო შანელთან ერთად დააარსა.

  • ჯონსონების ოჯახი - ისინი ფლობენ Fidelity Investments და ოჯახის ქონება დაახლოებით, 46,3 მილიარდი დოლარია.

Fidelity Investments ედვარდ ჯონსონმა 1946 წელს დააარსა და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია. ამჟამად მართავს ჯონსონის შვილთაშვილი ებიგაილ ჯონსონი, რომელიც "ფორბსის" მილიარდერთა რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებს.

  • ბერინგერების და ფონ ბაუმბახის ოჯახები - ისინი ფლობენ კომპანია Boehringer Ingelheim-ს, ქონება კი 45,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 130 წელზე მეტია, რაც არსებობს. კომპანიაზე კონტროლის უფლება ოჯახში თაობიდან თაობაზე გადადის.

  • ალბრეხტების ოჯახი - ფლობენ კომპანია Aldi-ს, ქონება კი, 41 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Aldi ეს არის სუპერმარკეტთა უმსხვილესი ქსელი, რომლის დამფუძნებლები და დღემდე მფლობელებიც ალბრეხტების ოჯახია. კომპანია ძმებმა თეო და კარლ ალბრეხტებმა დააარსეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ALDI-ს 10 000-ზე მეტი მაღაზია აქვს და კომპანიას ოჯახის შთამომავლები მართავენ.

წყარო: investopedia.com