პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"
რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"

ჩვენ ვხე­დავთ, რომ ოპო­ზი­ცი­ის ჯა­მუ­რი პრო­ცენ­ტი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, რაც კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს იმ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას, რა­საც დღეს ოპო­ზი­ცია აკე­თებს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI)“ ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვა­ში პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­გორც წესი, არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ წა­მო­სუ­ლი ხმე­ბია.

გო­ცი­რი­ძის თქმით, კვლე­ვის მი­ხედ­ვით ნა­თე­ლია, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო არის მომ­წი­ფე­ბუ­ლი.

"სუ­რა­თი არის ნა­თე­ლი - დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და მისი ერთი სა­ტე­ლი­ტი არის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თად. ეს კვლე­ვა გვაჩ­ვე­ნებს ერთ მთა­ვარ დას­კვნას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო მომ­წიფ­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ბო­ი­კო­ტი ამომ­რჩე­ველს არ მოს­წონს, ვის მოს­წონს ბო­ი­კო­ტი, ვის უნდა ერ­თპარ­ტი­უ­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში? ბო­ი­კო­ტის არ­მო­წო­ნე­ბა არ ნიშ­ნავს, ბო­ი­კო­ტის გზის უარ­ყო­ფას. არ მოს­წონს ბევ­რს ბო­ი­კო­ტი იმის გამო, რომ პარ­ლა­მენ­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ად­გი­ლი. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, ოპო­ზი­ცი­ამ არ მი­მარ­თოს ამ გზას და არ მო­ი­თხო­ვოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. ის, რომ დღეს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს ითხოვს ნა­ხე­ვა­რი და თა­ნა­ბა­რი გან­წყო­ბი­ლე­ბაა მომ­ხრე­ებ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის, ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის პო­ლა­რი­ზე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და ამ კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის სხვა გზა არ გა­მო­უ­გო­ნე­ბია დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის, გარ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი­სა.

ამი­ტომ, ამ კვლე­ვამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­ნამ­ტკი­ცა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ ბრძო­ლის ამ ფორ­მის გა­რე­შე ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინგს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინგთან ერ­თად. ეს კვლე­ვა ჩა­ტარ­და მა­ნამ, სა­ნამ გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­დად­გე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია გი­ორ­გი გა­ხა­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­რე­შე სხვა რე­ი­ტინ­გებს და­დებს. მას რე­ი­ტინ­გი არ გა­აჩ­ნია, მას ზურგს უმაგ­რებ­და ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ოც­ნე­ბის" შე­მორ­ჩე­ნი­ლი რე­ი­ტინ­გი. ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის ნამ­დვი­ლი რე­ი­ტინ­გი გა­ირ­კვე­ვა, როცა იქ­ნე­ბა ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვა",- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (IRI) ახა­ლი კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 27% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხმას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემ­და, 26% კი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­თა მხარ­და­ჭე­რა, გა­მო­კი­თხულ­თა 35% ხმას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცემ­და, 18% "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ობს“, 3%-მა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ა­სა­ხე­ლა, 3%-მა კი - "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 53%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ენ­დო­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს. 5% სრუ­ლად ენ­დო­ბა, 10% კი არ ენ­დო­ბა. ამას­თან, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შემ­დეგ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მოს­წონს, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი თბი­ლი­სის მოქ­მე­დი მერი კახა კა­ლა­ძეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
0

რომანა ცოტა დაბერდა და ალბათ მეხსიერება ღალატობს, არ ახსოვს რომ არჩევნებამდეც იგივენაირი რეიტინგები იყო IRI-ს კვლევაში და ნაცებმა და მათმა ჯიბის პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რომ არავითარ შემთხვევაში ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიდნენ, იქნებ ვინმე ჩაეკითხოს რას გულისხმობს კოალიციურ მთავრობაში? ანუ ჯამში 20%-საც რომ ვერ აგროვებენ იმ პარტიების კოალიციამ უნდა მართოს ქვეყანა? ოცნება რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჯამში უსწრებს არაუშავს? ასე ესმის დემოკრატია?

მომწიფდა?
0

მომწიფდა რბილად ნათქვამია,კარგახანია გადამწიფდა და არჩევნების შედეგები ჯვანიას რომ არ გადაესწორებინა,ეხლა ქვეყანა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა და კოალიციური ხელისუფლებაც გვეყოლებოდა. ოლიგარქის და კრემლის ინტერესებია ქვეყანას რომ ძირავს.არც ერთს არ აწყობს ქვეყნის დასავლური კურსი და მიდის დიდი ჭიდილი.ხალხის მოთხოვნა და ყოფაცხოვრება უგულებელყოფილია.მხოლოდ იმპერიალისტური და პირადი ამბიციებია წინა პლანზე წამოწეული. ხალხი ამას თუ ვერ მიხვდება და თვითმყობადობისთვის არ იბრძოლებს გაჩანაგდება. დასავლეთის მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერაც აუცილებელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"

რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ჯამური პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე "ქართული ოცნების“, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საპროტესტო მოძრაობის მართებულობას, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, - ასე გამოეხმაურა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის შედეგებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, კვლევაში პასუხგაუცემელი ამომრჩეველი, როგორც წესი, არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ წამოსული ხმებია.

გოცირიძის თქმით, კვლევის მიხედვით ნათელია, რომ კოალიციური ხელისუფლების დრო არის მომწიფებული.

"სურათი არის ნათელი - დღეს "ქართული ოცნება" და მისი ერთი სატელიტი არის აბსოლუტურ უმცირესობაში, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ერთად. ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტი ამომრჩეველს არ მოსწონს, ვის მოსწონს ბოიკოტი, ვის უნდა ერთპარტიული კომუნისტური პარლამენტი საქართველოში? ბოიკოტის არმოწონება არ ნიშნავს, ბოიკოტის გზის უარყოფას. არ მოსწონს ბევრს ბოიკოტი იმის გამო, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის ადგილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა სხვა გამოსავალი არ არის, ოპოზიციამ არ მიმართოს ამ გზას და არ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ის, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს ნახევარი და თანაბარი განწყობილებაა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის პოლარიზება, პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის განმუხტვის სხვა გზა არ გამოუგონებია დემოკრატიულ ქვეყანაში არავის, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა.

ამიტომ, ამ კვლევამ კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი პოზიციები, რომ ბრძოლის ამ ფორმის გარეშე ძალაუფლების უზურპაციის დაძლევა შეუძლებელია.

რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, გიორგი გახარიას რეიტინგი არის "ქართული ოცნების" რეიტინგთან ერთად. ეს კვლევა ჩატარდა მანამ, სანამ გიორგი გახარია გადადგებოდა. ბუნებრივია გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გარეშე სხვა რეიტინგებს დადებს. მას რეიტინგი არ გააჩნია, მას ზურგს უმაგრებდა ივანიშვილისა და "ოცნების" შემორჩენილი რეიტინგი. ამა თუ იმ პოლიტიკოსის ნამდვილი რეიტინგი გაირკვევა, როცა იქნება ამ მოვლენების შემდეგ ჩატარებული ახალი კვლევა",- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგებზეცაა საუბარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% "ქართულ ოცნებას“ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 26% კი ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო რაც შეეხება მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, როგორი იქნებოდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, 3%-მა "ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - "სტრატეგია აღმაშენებელი“. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 5% სრულად ენდობა, 10% კი არ ენდობა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობას, კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსწონს, მესამე ადგილზე კი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.

"თუ "ნაცმოძრაობა" დადგება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, მათთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავთ" - გია ვოლსკი

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა აპრილშიც შესაძლებელია

"გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია... ვფიქრობ, ის "ოცნებას" წაართმევს ამომჩეველს" - დეკანოიძე