მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე
KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე

ბუზა ყუ­რძნის სა­კო­ლექ­ციო ჯი­შია, რომ­ლის სუფ­თა სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ კუ­თხე­ში გვხვდე­ბო­და, ქარ­თლის რე­გი­ონ­ში კი ერ­თე­უ­ლი ნერ­გე­ბის სა­ხით იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი. და­კარ­გუ­ლი ყუ­რძნის ჯი­შის გა­დარ­ჩე­ნა მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან და­ი­წყო. 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი, მის აღ­სად­გე­ნად ჯი­ღა­უ­რას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა უდი­დე­სი შრო­მა გას­წია.

KTW ჯგუ­ფი პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ყუ­რძნის ამ უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ვე­ნა­ხი აღად­გი­ნა, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ღვი­ნო ჩა­მო­ას­ხა და ამით ახა­ლი სი­ტყვა თქვა ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში. ამას­თან, კომ­პა­ნია ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს ბუზა-და­ნა­ხა­რუ­ლი-შავ­კა­პი­ტოს ყუ­რძნის უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბის­გან წარ­მო­ე­ბულ ღვი­ნოს სთა­ვა­ზობს. KTW ჯგუ­ფის სა­კო­ლექ­ციო ვე­ნა­ხე­ბი სა­გუ­რა­მო­ში მდე­ბა­რე­ობს, რომ­ლის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და და ყუ­რძნის ამ იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბის­გან ცალ­კე­უ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბუზა წი­თე­ლი, მშრა­ლი, შე­და­რე­ბით ღია ფე­რის, მსუ­ბუ­ქი ღვი­ნოა, რო­მელ­საც მაყ­ვლის არო­მა­ტე­ბი გა­მო­არ­ჩევს. ეს ღვი­ნო KTW ჯგუფ­მა 2019 წელს მი­ღე­ბუ­ლი მო­სავ­ლის­გან გუ­რა­მიშ­ვი­ლის მა­რან­ში და­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც დაძ­ვე­ლე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლურ კას­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ღვი­ნის ფერ­მენ­ტა­ცია მა­ღალ, და­ახ­ლო­ე­ბით 27-28 გრა­დუს­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ფერ­მენ­ტა­ცი­ის 60 დღი­ა­ნი პე­რი­ო­დი­სა და მისი შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, ღვი­ნო საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ღვი­ნის კას­რებ­ში მო­ა­თავ­სეს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი გა­მოწ­ვით ხა­სი­ათ­დე­ბა და წი­თე­ლი ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

KTW ჯგუფ­მა პირ­ველ ეტაპ­ზე ბუ­ზას­გან და­ახ­ლო­ე­ბით 800 ბოთ­ლი ღვი­ნო და­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის პრე­მი­უმ კლა­სის სას­მე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

ბუ­ზას ყუ­რძნის ჯი­შის გა­დარ­ჩე­ნას­თან ერ­თად, KTW ჯგუ­ფი სხვა უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბის აღ­დგე­ნა - პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ეწე­ვა. მათ შო­რის არის და­ნა­ხა­რუ­ლი, რომ­ლის­გა­ნაც კომ­პა­ნი­ამ ცალ­კე­უ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა უკვე და­ი­წყო. და­ნა­ხა­რუ­ლი ძვე­ლი და უიშ­ვი­ა­თე­სი ყუ­რძნის ჯი­შია, რო­მე­ლიც ანა კა­ლან­და­ძის პო­ე­ზი­ა­ში შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი:

„და­ნა­ხა­რუ­ლის ვაზი

ყელს მოხ­ვე­ვია ჭი­გოს,

შენი ტრფო­ბით ვარ სავ­სე, -

ეჩურ­ჩუ­ლე­ბა თით­ქოს...

შენი ვე­ნა­ხის ქოხი,

გა­და­ხუ­რუ­ლი წალ­მით,

თუ გაწ­ვიმ­დე­ბა მა­შინ...

შე­მო­ვალ ერთი წა­მით..“

ქარ­თლის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­თა და მათ­გან ღვი­ნის წარ­მო­ე­ბით KTW ჯგუ­ფი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მეს - უნი­კა­ლუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ამ სო­ფელ არა­შენ­და­ში 17 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თობ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი, მათ შო­რის იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო, სა­დაც ბუ­ზას, და­ნა­ხა­რულს, შავ­კა­პი­ტოს, ჩი­ნე­ბულს და სხვა ქარ­თლის ყუ­რძნის ჯი­შებს შეხ­ვდე­ბით. გარ­და ამი­სა, KTW ჯგუ­ფი გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მა­რა­ნა­ში 75 ჰექ­ტარ მი­წა­ზე ვე­ნახს აშე­ნებს, და­მა­ტე­ბით 25 ჰექ­ტარ­ზე კი, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა.

ქარ­თლის რე­გი­ო­ნის ყუ­რძნის ჯი­შე­ბი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თა და არო­მა­ტე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია კა­ხუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბის­გან. კა­ხე­თის შემ­დეგ, ქარ­თლის რე­გი­ო­ნი სწო­რედ ის ად­გი­ლია, სა­დაც კომ­პა­ნი­ას გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს.

„კა­ხუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბი ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლია. „კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის“ მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით ქარ­თლის რე­გი­ო­ნის ყუ­რძნის ჯი­შე­ბის გა­ცო­ცხლე­ბას აქ­ტი­უ­რად გან­ვაგ­რძობთ და ახა­ლი ღვი­ნო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას ვგეგ­მავთ. KTW ჯგუ­ფი „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მა­რან­ში“ ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბის­გან გო­რულ მწვა­ნეს, ჩი­ნე­ბულს, თავკვერს, გო­რუ­ლას, შავ­კა­პი­ტოს აწარ­მო­ებს, რო­მელ­საც უკვე ბუზა, და­ნა­ხა­რუ­ლი და­ე­მა­ტა. სა­მო­მავ­ლოდ კი ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ვე­ბას ვა­პი­რებთ, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ ამ რე­გი­ონს მეღ­ვი­ნე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით იმა­ზე დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, ვიდ­რე ამას დღეს ვხე­დავთ. KTW ჯგუ­ფი სწო­რედ ის კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ პო­ტენ­ცი­ალს სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს და ქარ­თლის ჯი­შებს ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვეს გახ­დის ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში“ - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, KTW ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურადი
0

ყოჩაღ

 

ადამიანი
1

ჯიში ჩინებული არის სასუფრე ჯიში და საღვინე ჯიშად ნუ მოიხსენიებთ,გამოყვანილია სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ბაზაზე, პროფესორ მაქსიმე რამიშვილის და ისი შვილის რ.რამიშვილის მიერ,შეჯვარების გზით ჯიშების ალექსანდრიული მუსკატისა და კიროვაბადის სუფრის შეჯვარებით,გადაიკითხეთ მევენახეობის ენციკლოპედია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე

KTW ჯგუფის უნიკალური ვენახები ქართლში - ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღე

ბუზა ყურძნის საკოლექციო ჯიშია, რომლის სუფთა სახეობა საქართველოს არც ერთ კუთხეში გვხვდებოდა, ქართლის რეგიონში კი ერთეული ნერგების სახით იყო შემორჩენილი. დაკარგული ყურძნის ჯიშის გადარჩენა მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი, მის აღსადგენად ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა უდიდესი შრომა გასწია.

KTW ჯგუფი პირველია, რომელმაც ყურძნის ამ უნიკალური ჯიშის ვენახი აღადგინა, ექსკლუზიური ღვინო ჩამოასხა და ამით ახალი სიტყვა თქვა ქართულ მეღვინეობაში. ამასთან, კომპანია ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს ბუზა-დანახარული-შავკაპიტოს ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან წარმოებულ ღვინოს სთავაზობს. KTW ჯგუფის საკოლექციო ვენახები საგურამოში მდებარეობს, რომლის მოსავლიანობა დროთა განმავლობაში გაიზარდა და ყურძნის ამ იშვიათი ჯიშებისგან ცალკეული ღვინის წარმოება გახდა შესაძლებელი.

ბუზა წითელი, მშრალი, შედარებით ღია ფერის, მსუბუქი ღვინოა, რომელსაც მაყვლის არომატები გამოარჩევს. ეს ღვინო KTW ჯგუფმა 2019 წელს მიღებული მოსავლისგან გურამიშვილის მარანში დაამზადა, რომელიც დაძველების მიზნით, სპეციალურ კასრებში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იყო მოთავსებული. ღვინის ფერმენტაცია მაღალ, დაახლოებით 27-28 გრადუსზე მიმდინარეობდა. ფერმენტაციის 60 დღიანი პერიოდისა და მისი შესაბამისი მომზადების შემდეგ, ღვინო საფრანგეთიდან ჩამოტანილ ღვინის კასრებში მოათავსეს, რომელიც მაღალი გამოწვით ხასიათდება და წითელი ღვინის დამზადებისთვისაა განკუთვნილი.

KTW ჯგუფმა პირველ ეტაპზე ბუზასგან დაახლოებით 800 ბოთლი ღვინო დაამზადა, რომელიც კომპანიის პრემიუმ კლასის სასმელებს მიეკუთვნება.

ბუზას ყურძნის ჯიშის გადარჩენასთან ერთად, KTW ჯგუფი სხვა უნიკალური ჯიშების აღდგენა - პოპულარიზაციასაც ეწევა. მათ შორის არის დანახარული, რომლისგანაც კომპანიამ ცალკეული ღვინის წარმოება უკვე დაიწყო. დანახარული ძველი და უიშვიათესი ყურძნის ჯიშია, რომელიც ანა კალანდაძის პოეზიაში შემდეგნაირადაა მოხსენიებული:

„დანახარულის ვაზი

ყელს მოხვევია ჭიგოს,

შენი ტრფობით ვარ სავსე, -

ეჩურჩულება თითქოს...

შენი ვენახის ქოხი,

გადახურული წალმით,

თუ გაწვიმდება მაშინ...

შემოვალ ერთი წამით..“

ქართლის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენითა და მათგან ღვინის წარმოებით KTW ჯგუფი რეგიონის განვითარებასა და ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - უნიკალური ვაზის ჯიშების შენარჩუნებას ემსახურება. ამ მიზნით, კომპანიამ სოფელ არაშენდაში 17 ჰექტარი მიწის ფართობზე ადგილობრივი, მათ შორის იშვიათი ჯიშების გაშენება დაიწყო, სადაც ბუზას, დანახარულს, შავკაპიტოს, ჩინებულს და სხვა ქართლის ყურძნის ჯიშებს შეხვდებით. გარდა ამისა, KTW ჯგუფი გორის რაიონში, სოფელ მარანაში 75 ჰექტარ მიწაზე ვენახს აშენებს, დამატებით 25 ჰექტარზე კი, განაშენიანების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

ქართლის რეგიონის ყურძნის ჯიშები გემოვნური თვისებებითა და არომატებით აბსოლუტურად განსხვავებულია კახური ყურძნის ჯიშებისგან. კახეთის შემდეგ, ქართლის რეგიონი სწორედ ის ადგილია, სადაც კომპანიას განვითარების მნიშნელოვანი და საინტერესო გეგმები აქვს.

„კახური ყურძნის ჯიშები ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელია. „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მრავალწლიანი გამოცდილებით ქართლის რეგიონის ყურძნის ჯიშების გაცოცხლებას აქტიურად განვაგრძობთ და ახალი ღვინოების წარმოებას ვგეგმავთ. KTW ჯგუფი „გურამიშვილის მარანში“ ადგილობრივი ჯიშებისგან გორულ მწვანეს, ჩინებულს, თავკვერს, გორულას, შავკაპიტოს აწარმოებს, რომელსაც უკვე ბუზა, დანახარული დაემატა. სამომავლოდ კი ამ ჩამონათვალის კიდევ უფრო გაფართოვებას ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონს მეღვინეობის თვალსაზრისით იმაზე დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ამას დღეს ვხედავთ. KTW ჯგუფი სწორედ ის კომპანია იქნება, რომელიც ამ პოტენციალს სრულად გამოიყენებს და ქართლის ჯიშებს ერთ-ერთ მოწინავეს გახდის ქართულ მეღვინეობაში“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

R

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ხარისხი გარანტირებულია: კარფური „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა

სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის