მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Social Impact Award 2021 იწყება
Social Impact Award 2021 იწყება

გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) სა­ქარ­თვე­ლომ და „თი­ბი­სიმ“ ხელი მო­ა­წერს მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი სტარ­ტა­პე­ბის, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რე­გი­ო­ნებ­ში ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქალ­თა ხელ­შე­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკვე შედ­გა- Impact Hub Tbilisi, „თი­ბი­სი­სა“ და UNDP სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტურ პროგ­რა­მა Social Impact Award-ს იწყებს.

რო­გორც TBC-ის ბიზ­ნეს სეგ­მენ­ტე­ბის მარ­თვის ლი­გის ლი­დერ­მა, ნა­თია ვა­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ხელ­შე­წყო­ბა და ამ მიზ­ნით, TBC სხვა­დას­ხვა პარტნი­ორ­თან ერ­თად არა­ერთ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს.

„დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­მო­რან­დუმს მო­ვა­წე­რეთ ხელი, TBC და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იწყებს. პირ­ვე­ლი სა­ერ­თო პრო­ექ­ტი Social Impact Award -ი გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნებ­ში, ახალ­გაზ­რდებ­ში მე­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვენ ამ პროგ­რა­მა­ში TBC-ის სტარ­ტა­პე­რით ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბას მო­ი­აზ­რებს. TBC-სთვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მისი ხელ­შე­წყო­ბა. ამ მიზ­ნით, ჩვენ სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად არა­ერთ ხელ­შემ­წყობ პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. იმე­დი გვაქვს, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას­თან ერ­თად მო­მა­ვალ­ში მომ­ხმა­რე­ბელს არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებთ“,-გა­ნა­ცხა­და ნა­თია ვა­ჭა­რა­ძემ.

რო­გორც გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი უკ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნავს, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მო­ე­ბის კონ­კურ­სი რე­ა­ლურ შანსს მის­ცემს ახალ­გაზ­რდებს, თა­ვი­სი ბიზ­ნეს იდე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ.

„ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ დღეს TBC ბანკთან ერ­თად თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვი­წყებთ, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, ჩვენს ახალ­გაზ­რდებს და მე­წარ­მე­ო­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ხელი შე­ვუ­წყოთ. ამ კუ­თხით ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მო­ე­ბის კონ­კურ­სი Impact Hub-თან ერ­თად. ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრო­მო­ბას და ვფიქ­რობთ, ეს რე­ა­ლურ შანსს მის­ცემს ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, თა­ვი­სი ბიზ­ნეს იდე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ. ვი­მე­დოვ­ნებ, TBC ბანკთან ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გი და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვე­ლო­დე­ბა “,-გა­ნა­ცხა­და ქეთი უკ­ლე­ბამ.

Impact Hub Tbilisi-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის ელე­ნე ჟვა­ნი­ას გან­მა­ტე­ბით, ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„Impact Hub Tbilisi 2021 წლის Social impact award-ს იწყებს. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაა. ძა­ლი­ან გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ სწო­რედ ჩვე­ნი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შედ­გა გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის და TBC-ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მათ სწო­რედ დღეს მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს ხელი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდე­ბის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში“,-გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ჟვა­ნი­ამ.

Social Impact Award 2021 რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს ვორ­ქშო­ფე­ბის სე­რი­ას თბი­ლის­ში, ქვე­მო ქარ­თლში, რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში, გუ­რი­ა­ში, კა­ხეთ­სა და იმე­რეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. პროგ­რა­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟი­უ­რის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ფი­ნა­ლის­ტი გუნ­დე­ბი გა­ივ­ლი­ან ორ­თვი­ან ინ­კუ­ბა­ცი­ას, სა­დაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მენ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მარ­თა­ვენ ბიზ­ნეს­მო­დელს, შე­ად­გე­ნენ ბიზ­ნეს­გეგ­მებს და მო­ემ­ზა­დე­ბი­ან ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­სად­გე­ნად.

პროგ­რა­მის ბოლო ეტაპ­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღე­ბენ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ Social Impact Award-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტ­ზე.

პროგ­რა­მა „თი­ბი­სის“, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP), სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­სა (SDC) და ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

(R)

ავტორი:

Social Impact Award 2021 იწყება

Social Impact Award 2021 იწყება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველომ და „თიბისიმ“ ხელი მოაწერს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა- Impact Hub Tbilisi, „თიბისისა“ და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს იწყებს.

როგორც TBC-ის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარება, ხელშეწყობა და ამ მიზნით, TBC სხვადასხვა პარტნიორთან ერთად არაერთ პროგრამას ახორციელებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, TBC და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობას იწყებს. პირველი საერთო პროექტი Social Impact Award -ი გვექნება, რომელიც რეგიონებში, ახალგაზრდებში მეწარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჩვენ ამ პროგრამაში TBC-ის სტარტაპერით ვმონაწილეობთ, რომელიც საქართველოში დამწყები ბიზნესების ხელშეწყობას მოიაზრებს. TBC-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად არაერთ ხელშემწყობ პროგრამას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად მომავალში მომხმარებელს არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“,-განაცხადა ნათია ვაჭარაძემ.

როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი უკლება აღნიშნავს, სოციალური მეწარმოების კონკურსი რეალურ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, თავისი ბიზნეს იდეები წარმოადგინონ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს TBC ბანკთან ერთად თანამშრომლობას ვიწყებთ, რომლის ძირითადი მიზანია, ჩვენს ახალგაზრდებს და მეწარმეობას რეგიონალურ დონეზე ხელი შევუწყოთ. ამ კუთხით ჩვენი პირველი ინიციატივა იქნება სოციალური მეწარმოების კონკურსი Impact Hub-თან ერთად. ვაგრძელებთ თანამშრომობას და ვფიქრობთ, ეს რეალურ შანსს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, თავისი ბიზნეს იდეები წარმოადგინონ. ვიმედოვნებ, TBC ბანკთან ერთად ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა გველოდება “,-განაცხადა ქეთი უკლებამ.

Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებლის ელენე ჟვანიას განმატებით, ეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა სოციალური მეწარმოების მიმართულებით.

„Impact Hub Tbilisi 2021 წლის Social impact award-ს იწყებს. ეს სოციალური მეწარმოების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. ძალიან გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შედგა გაერო-ს განვითარების პროგრამის და TBC-ის თანამშრომლობა. მათ სწორედ დღეს მოაწერეს მემორანდუმს ხელი, რომელიც ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით რეგიონებში“,-განაცხადა ელენე ჟვანიამ.

Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად.

პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

პროგრამა „თიბისის“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.

(R)

სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან!

2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა

ახალაშენებული და მშენებარე ბინები ერთ ვებ-გვერდზე - ახალი პლატფორმა House.ge