სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ
"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, გია ვოლ­სკის დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დე­ბა ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სცდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის ქცე­ვის მი­ღე­ბულ ცი­ვი­ლურ ფორ­მებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „ლე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ვიცე- სპი­კერ გია ვოლ­სკის მიერ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით უხამს ჟესტს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს კი­დევ უფრო მი­უ­ღე­ბე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გია ვოლ­სკი არის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სახე.

"ლელო" კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს ამ უღირს საქ­ცი­ელს. ვოლ­სკიმ დღეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა არამ­ხო­ლოდ იქ მდგომ ახალ­გაზ­რდებს, არა­მედ მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ასე­ვე იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს - არ­ჩე­ვით ორ­გა­ნოს - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი და და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს გია ვოლ­სკის ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა; სხვა შემ­თხვე­ვა­ში მის მოქ­მე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ი­ზი­ა­რე­ბა მო­უ­წევს პარ­ტია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ თი­თო­ე­ულ დე­პუ­ტატს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დღეს პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან 13 პირი და­ა­კა­ვეს. აქ­ტი­ვის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­თან უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის გია ვოლ­სკის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ, რაც გია ვოლ­სკის აქ­ტი­ვის­ტებ­მა „მონა" უწო­დეს, მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტატ­მა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­სა­მარ­თით უხამ­სი ჟეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
96

ლელო თხოულობს დიდი ავტორიტეტი ეგეც ,მოგეცათ მიზეზი მე ვითხოვ რომ იმსახურებთ უკვე მოგვაბეზრე თავი თქვენი საქციელიდ

??!!
161

რა მოხდა ისეთი,რაც თვითონ არის,ის ჟესტიც აჩვენა!

ავტორი:

"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება საზოგადოებაში ადამიანის ქცევის მიღებულ ცივილურ ფორმებს, - ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში, სადაც ვიცე- სპიკერ გია ვოლსკის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით უხამს ჟესტს ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს - არჩევით ორგანოს - საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დღეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 13 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა" უწოდეს, მმართველი გუნდის დეპუტატმა აქტივისტების მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო