პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია
"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია

ოპო­ზი­ცი­ა­ში არის ხალ­ხი, ვი­საც სურ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გავ­რი­ლო­ვი მო­ე­წყო, სხვა­ნა­ი­რად ხალ­ხი არ ვარ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ვერ გა­მო­იყ­ვა­ნეს, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, გავ­რი­ლო­ვი "ქე­ი­სი“ სხვაა, რად­გან ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ხოლო რეს­ტო­რან­ში ვინ მოხ­ვდე­ბა - პრო­რუ­სი, პრო­ქარ­თვე­ლი, თუ პროს­ტა­ლი­ნის­ტი, ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა სი­სუ­ლე­ლეა.

იაგო ხვი­ჩი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, რომ "ახლა სა­კუ­თა­რი თავი გა­ვი­ბან­ძეთ“.

"ჯერ მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ გა­ხა­რი­ას კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის და­წე­სე­ბის­თვის და მთე­ლი ამ სი­გი­ჟის გამო, იგი­ვე აქ­ტი­ვის­ტე­ბი გა­მო­დი­ან "გახ­სე­ნით ქვე­ყა­ნა - მო­თხოვ­ნით. ცხა­დია, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს არ ვგუ­ლის­ხმობ. გუ­შინ ეს ხალ­ხი ამ­ბობ­და, ნა­ხეთ, კო­მენ­დან­ტის სა­ათს არ ემორ­ჩი­ლე­ბა პოზ­ნე­რიო, ანუ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­და, გუ­შინ რე­კავ­და პო­ლი­ცი­ა­ში და ამ­ბობ­და, კო­მენ­დან­ტის სა­ათს არ­ღვევს პოზ­ნე­რი და­ი­ჭი­რე­თო, ეს ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მთა­ვა­რია. პოზ­ნე­რი თუ გინ­და, კი­დევ იყოს აქ ერთი კვი­რა, ოღონდ მთავ­რო­ბამ მოხ­სნას შე­ზღუდ­ვე­ბი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ეს ხომ არის და მარ­თლა პოზ­ნე­რის ვი­ზი­ტი ხომ არ არის პრობ­ლე­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ცუდი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დის და ზო­გა­დად, ჩვენ ირ­გვლივ ბევ­რი ცუდი ადა­მი­ა­ნი და­დის, პოზ­ნე­რის ნათ­ქვა­მი არის მო­ნა­გო­ნი, ხალ­ხი ისე­თებს ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ისი­ნი და­დი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ჩვენ­თა­ნაც, ჩვე­ნე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ სი­გი­ჟე­ებს და და­დი­ან სხვა­გან. იმის გამო, რომ უნდა მი­ვუ­ვარ­დეთ და რა­ღაც ვქნათ, რაც გუ­შინ მო­ვა­წყვეთ, მარ­თლა არ მეს­მის.

ეს უბ­რა­ლოდ ცირ­კია, სულ სხვა მიზ­ნის გამო მო­წყო­ბი­ლი ცირ­კი და არა იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გულ­წრფე­ლად აღ­შფოთ­და ვი­ღაც პუ­ტი­ნის­ტი რუ­სის ჩა­მოს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. იცით, რამ­დე­ნი პუ­ტი­ნის­ტი რუსი ჩა­მო­დის ყო­ველ­დღი­უ­რად და მოძ­რა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამის გამო რუ­სებს ვუ­ვარ­დე­ბით და ვე­კი­თხე­ბით, ხმა პუ­ტინს მი­ე­ციო? მე უბ­რა­ლოდ არ მეს­მის ასე ქმე­დე­ბის ში­ნა­არ­სი, მეს­მის მხო­ლოდ იმ არ­გუ­მენ­ტის გამო, რი­თაც ის იყო მო­წყე­ბუ­ლი - ოპო­ზი­ცი­ა­ში არის ხალ­ხი, ვი­საც უნ­დო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გავ­რი­ლო­ვი მო­ე­წყო, სხვა­ნა­ი­რად ხალ­ხი რომ არ ვარ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ვერ გა­მო­იყ­ვა­ნეს, ამ შემ­თვე­ვა­ში სა­ჭი­რო გახ­და მო­ფიქ­რე­ბა იმის, რომ ნა­ხეთ გა­ვირ­ლო­ვი მოგ­ვიყ­ვა­ნე­სო. გავ­რი­ლო­ვის "ქე­ი­სი“ სხვა რა­მეა, ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში იჯდა. ეს ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რეს­ტო­რან­ში იჯდა, ორი­ვე პუ­ტი­ნის­ტია, ორი­ვე ცუდი ადა­მი­ა­ნია. ჩვენ ახლა გვინ­დო­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­ვარ­ძელ­ზე ჩამ­ჯდა­რი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად მოვ­ქცუ­ლი­ყა­ვით იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან­ში დაჯ­და და გვინ­დო­და, ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა აგ­ვეგ­დო. რეს­ტო­რან­ში ვინ მოხ­ვდე­ბა, პრო­რუ­სი, პრო­ქარ­თვე­ლი, თუ პროს­ტა­ლი­ნის­ტი, ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა სი­სუ­ლე­ლეა.

თუ ჩვენ მაგ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ბა­ტო­ნო პოზ­ნე­რი მოგ­ვეწ­ვია სტუ­დი­ებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იქაც მი­სუ­ლიყ­ვნენ და ეკი­თხათ, რას ერ­ჩო­და სა­ქარ­თვე­ლოს, ეს გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა ცი­ვი­ლურ სა­უ­ბარ­ში, სა­დაც გა­მო­ვი­ჭერ­დით ამ სტუ­მარს, თუ ამ სტუმ­რის გა­ბან­ძე­ბა გვინ­დო­და, ახლა სა­კუ­თა­რი თავი გა­ვი­ბან­ძეთ, სტუ­მა­რიც გა­ვა­ბან­ძეთ კი, შერ­ცხვა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ ამ ის­ტო­რი­ა­ში ჩვენ რო­გორ გა­მოვ­ჩნდით ამა­ზე, ვინ­მეს უფიქ­რია?“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
46

ვიზიარებ იაგო ხვიჩიას პოზიციას.

temida
120

ამას დასცინიან და ეს უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს

ავტორი:

"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია

"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია

ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, - ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, გავრილოვი "ქეისი“ სხვაა, რადგან ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, ხოლო რესტორანში ვინ მოხვდება - პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა.

იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ აღნიშნა, რომ "ახლა საკუთარი თავი გავიბანძეთ“.

"ჯერ მადლობას უხდიდნენ გახარიას კომენდანტის საათის დაწესებისთვის და მთელი ამ სიგიჟის გამო, იგივე აქტივისტები გამოდიან "გახსენით ქვეყანა - მოთხოვნით. ცხადია, ზურაბ ჯაფარიძეს არ ვგულისხმობ. გუშინ ეს ხალხი ამბობდა, ნახეთ, კომენდანტის საათს არ ემორჩილება პოზნერიო, ანუ ის ხალხი, რომელიც კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვდა, გუშინ რეკავდა პოლიციაში და ამბობდა, კომენდანტის საათს არღვევს პოზნერი დაიჭირეთო, ეს ჩემთვის პრინციპულად მთავარია. პოზნერი თუ გინდა, კიდევ იყოს აქ ერთი კვირა, ოღონდ მთავრობამ მოხსნას შეზღუდვები, მთავარი პრობლემა ეს ხომ არის და მართლა პოზნერის ვიზიტი ხომ არ არის პრობლემა. საქართველოში უამრავი ცუდი ადამიანი ჩამოდის და ზოგადად, ჩვენ ირგვლივ ბევრი ცუდი ადამიანი დადის, პოზნერის ნათქვამი არის მონაგონი, ხალხი ისეთებს ლაპარაკობს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც, ჩვენებიც ლაპარაკობენ სიგიჟეებს და დადიან სხვაგან. იმის გამო, რომ უნდა მივუვარდეთ და რაღაც ვქნათ, რაც გუშინ მოვაწყვეთ, მართლა არ მესმის.

ეს უბრალოდ ცირკია, სულ სხვა მიზნის გამო მოწყობილი ცირკი და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი გულწრფელად აღშფოთდა ვიღაც პუტინისტი რუსის ჩამოსვლაზე საქართველოში. იცით, რამდენი პუტინისტი რუსი ჩამოდის ყოველდღიურად და მოძრაობს საქართველოში? ამის გამო რუსებს ვუვარდებით და ვეკითხებით, ხმა პუტინს მიეციო? მე უბრალოდ არ მესმის ასე ქმედების შინაარსი, მესმის მხოლოდ იმ არგუმენტის გამო, რითაც ის იყო მოწყებული - ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც უნდოდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი რომ არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, ამ შემთვევაში საჭირო გახდა მოფიქრება იმის, რომ ნახეთ გავირლოვი მოგვიყვანესო. გავრილოვის "ქეისი“ სხვა რამეა, ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ეს ადამიანი მოვიდა, რესტორანში იჯდა, ორივე პუტინისტია, ორივე ცუდი ადამიანია. ჩვენ ახლა გვინდოდა, რომ პარლამენტის სავარძელზე ჩამჯდარი ადამიანის მსგავსად მოვქცულიყავით იმ ადამიანთან, რომელიც რესტორანში დაჯდა და გვინდოდა, ამაზე საზოგადოება აგვეგდო. რესტორანში ვინ მოხვდება, პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა.

თუ ჩვენ მაგრები ვიყავით, ხომ შეიძლებოდა ბატონო პოზნერი მოგვეწვია სტუდიებში, ჟურნალისტები იქაც მისულიყვნენ და ეკითხათ, რას ერჩოდა საქართველოს, ეს გადაგვეყვანა ცივილურ საუბარში, სადაც გამოვიჭერდით ამ სტუმარს, თუ ამ სტუმრის გაბანძება გვინდოდა, ახლა საკუთარი თავი გავიბანძეთ, სტუმარიც გავაბანძეთ კი, შერცხვა სხვა ადამიანებთან, მაგრამ ამ ისტორიაში ჩვენ როგორ გამოვჩნდით ამაზე, ვინმეს უფიქრია?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

"ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით" - დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"