პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?
"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დი­რებს სა­პი­რის­პი­როს, მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამას­თა­ნა­ვე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი ზღვარ­გა­და­სულ რე­აქ­ცი­ას უწო­დებს წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

ყო­ფი­ლი პე­რე­მი­ე­რი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი­დან ტუ­რის­ტის პრო­პორ­ცი­უ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რუ­სე­თი­და­ნაა, შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ხან­დე­ლი სა­ღა­მო გარ­და­უ­ვა­ლად და­ა­ზი­ა­ნებს ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბას.

ასევე დაგაინტერესებთ
16:43 / 01-04-2021

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

17:17 / 01-04-2021

"ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება" - გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე

18:33 / 01-04-2021

"გისურვებთ, დიდ ხანს გქონდეთ სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. ყოველთვის თქვენი კოლია" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ ცისკარიძემ პოზნერს დაბადების დღე?

20:16 / 01-04-2021

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

10:19 / 02-04-2021

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"პოზ­ნე­რის ვი­ზიტ­ზე - თავ­ში­ვე ვი­ტყვი: ჩემ­თვი­საც, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა თუ გა­მო­ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დი­რებს სა­პი­რის­პი­როს, მი­უ­ღე­ბე­ლია და ისე­ვე აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის­თვის. ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ი­წო­ნო ან­ტი­პან­დე­მი­უ­რი წე­სე­ბის დე­მონ­სტრა­ტი­უ­ლად დარ­ღვე­ვა.

ახლა ცოტა მეტი პრაგ­მა­ტიზ­მით შევ­ხე­დოთ ამ მოვ­ლე­ნას:

არა­ე­კო­ნო­მის­ტე­ბი­სათ­ვის ზედ­მე­ტად გა­ვა­მარ­ტი­ვებ და მი­ზე­ზებ­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბი, ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა შორს წაგ­ვიყ­ვანს - ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი ძი­რი­თა­დად იმ 4 მა­ტე­რი­ა­ლურ ფაქ­ტორს უჭი­რავს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მოს­ვლას გა­ნა­პი­რო­ბებს:

1.ექ­სპორ­ტი

2.უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი

3.ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი

4.ტუ­რიზ­მი

მე­ხუ­თე - არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი - რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სრუ­ლი დო­ლა­რი­ზა­ცი­ის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას და ანაბ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სის ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში შე­ნახ­ვას, გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი და ზო­გა­დი ოპ­ტი­მიზ­მის დონე.

უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ვარ­დნის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­სა­კომ­პენ­სი­რებ­ლად მთავ­რო­ბას გა­აჩ­ნია ერ­თა­დერ­თი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი - ტუ­რიზ­მი, ვი­ნა­ი­დან ექ­სპორტზე ზე­გავ­ლე­ნა მოკ­ლე ვა­და­ში პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხოლო ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მთავ­რო­ბას არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ გა­აჩ­ნია. პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გზით ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბაც არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა. მე­ხუ­თე, არა­მა­ტე­რი­ა­ლურ ფაქ­ტორს რაც შე­ე­ხე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ოპ­ტი­მიზ­მშიც ვერ გვაქვს საქ­მე კარ­გად.

დარ­ჩა ტუ­რიზ­მი, რომ­ლის დაბ­რუ­ნე­ბაც პან­დე­მი­ამ­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა; იმ მწი­რი დე­ბე­ტი­დან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მში შე­მორ­ჩა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეფექ­ტის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, ვის­თა­ნაც სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი გაგ­ვაჩ­ნია. ამ ოთხი ქვეყ­ნი­დან შე­მო­სულ ვი­ზი­ტორ­თა­გან ტუ­რის­ტის პრო­პორ­ცი­უ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რუ­სე­თი­დან გვაქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მშრა­ლი ფაქ­ტე­ბია.

შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ხან­დე­ლი სა­ღა­მო და ის ზღვარ­გა­და­სუ­ლი რე­აქ­ცია, რაც ვი­ხი­ლეთ, გარ­და­უ­ვა­ლად და­ა­ზი­ა­ნებს დარ­ჩე­ნილ­თა შო­რის ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბის იმ უმ­სხვი­ლეს უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის ნა­კადს, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მიგ­ვე­ღო რუ­სე­თი­დან უმე­ტე­სად სახ­მე­ლე­თო, და ასე­ვე სა­ჰა­ე­რო გზით შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­გან.

სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის (არა მარ­ტო მათ­თვის, ვინც ტუ­რიზ­მით პირ­და­პირ თუ ირი­ბად სარ­გებ­ლობს) ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბა“, - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
28

მეტი რა უნდა დააზიანოს..))) ხუმრობ?

რატი
1

რუსებს და თავმოყვარეობას თავი რომ დავანებოთ (არადა არ შეიძლება), ტურიზმი ყველაზე მოწყვლადი სექტორია, რაც პანდემიამ გვიჩვენა, ხოლო მასზე დამოკიდებულება საზიანოა ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა და წარმოება, აი, რა არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო, მავნებლებო.

ავტორი:

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა და ნებისმიერი ადამიანის შეხედულება, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია.

ამასთანავე, კვირიკაშვილი ზღვარგადასულ რეაქციას უწოდებს წუხელ განვითარებულ მოვლენებს.

ყოფილი პერემიერი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდანაა, შესაბამისად, წუხანდელი საღამო გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის შემოდინებას.

"პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1.ექსპორტი

2.უცხოური ინვესტიციები

3.ფულადი გზავნილები

4.ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, - წერს კვირიკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ "ნაცმოძრაობა" დადგება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, მათთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავთ" - გია ვოლსკი

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა აპრილშიც შესაძლებელია