პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა" - ვახო სანაია პოზნერის ვიზიტზე
"ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა" - ვახო სანაია პოზნერის ვიზიტზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი­სა და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბის ვი­ზიტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"რუსი სტუ­მა­რი ვის არ ჰყო­ლია ?! ალ­ბათ ყვე­ლას თუ არა, ძა­ლი­ან ბევ­რს მა­ინც. მეც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ რეს­ტო­რან­ში სუფ­რებ­ზე, სა­დაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მსხდა­რან. არც იმით და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა­ტომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რას და რა­ტომ საქ­მი­ა­ნო­ბენ. რუ­სებ­სა და ქარ­თვე­ლებს გა­უ­მარ­ჯო­სო, ეგეც უთ­ქვამთ და კი­დევ მი­ლი­ო­ნი რამ. ასეთ დროს ხში­რად ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე, პო­ლი­ტი­კას გვერ­დი აუ­ა­რონ.

რა თქმა უნდა, რუ­სე­თი­დან უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რე­ბი ოჯა­ხებ­ში; საქ­მე­ებ­ზეც; სას­ტუმ­რო­ებ­შიც; რეს­ტორ­ნებ­შიც; ჩა­მო­ვიდ­ნენ ტუ­რის­ტე­ბად და იქი­თაც უნდა ია­რონ ქარ­თვე­ლებ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. სტუმ­რად ჩა­მო­სულ ხალ­ხში ვინ არის მარ­თლა ტუ­რის­ტი და ვინ დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, ეს სა­ხელ­მწი­ფომ უნდა არ­კვი­ოს.

წე­სით, ამის­თვის არ­სე­ბობს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. არც იმის მომ­ხრე ვარ, სა­ზღვარ­ზე ვინ­მეს თა­ვის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ. სი­გი­ჟე­ში არ უნდა გა­და­ვი­დეთ.რისი თქმა მსურს ამით - მი­უ­ხე­და­ვად 200-წლი­ა­ნი ჩაგ­ვრი­სა, მე არ შემ­ხვედ­რია ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლად ეზი­ზღე­ბო­დეს რუსი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის რუ­სია. თუ რამე არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს რუ­სო­ფო­ბი­აა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ჩემი აზ­რით, რუ­სე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უბ­რავ­ლე­სო­ბას იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვს; ზუს­ტად ისე ფიქ­რობს, რო­გორც პუ­ტი­ნი; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფხა­ზე­თი­დან ვარ და ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს, რაც და­მარ­თეს ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას, რუსი არ მე­ზი­ზღე­ბა.

არც კი მჯე­რა, რომ ამის თქმა მი­წევს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი გძულ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნიშ­ნით. ზუს­ტად ვიცი, ყვე­ლა­ნი თუ არა, უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე ვფიქ­რობთ. ეს იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ვიცი, რო­გორ შე­ეც­დე­ბი­ან ახლა თბი­ლი­ში სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის გამ­რუ­დე­ბუ­ლი გა­გე­ბით, ხოლო მოს­კოვ­ში რუ­სო­ფო­ბი­ით შე­ფუ­თონ წუ­ხან­დე­ლი მოვ­ლე­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა პოზ­ნერ­სა და მის თან­ხმლებ პი­რებს. მოდი კონ­კრე­ტუ­ლად პოზ­ნე­რის მა­გა­ლით­ზე ვთქვათ. ის არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი; ის არ არის რი­გი­თი რუსი ტუ­რის­ტი; ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­ქმნე­ლი; მას სპე­ცი­ფი­კუ­რი ფუნ­ქცია აქვს - რო­გორც უდა­ვოდ ნი­ჭი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, ეკ­რა­ნი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რედ იმ ნა­წილ­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ცოტა უფრო მეტი ეს­მის ამ ცხოვ­რე­ბის, ვიდ­რე იმ ხალ­ხს, ვი­საც სა­ლა­ვი­ო­ვის ინ­ტე­ლექ­ტი ჰყოფ­ნის; ამ ფუნ­ქცი­ის ნა­წი­ლია ის ნე­ბა­დარ­თუ­ლი და დო­ზი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა, რისი უფ­ლე­ბაც აქვს პოზ­ნერს, მაგ­რამ არა აქვთ სხვებს; სი­ნამ­დვი­ლე­ში პოზ­ნე­რი პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პრო­პა­გან­დის­ტია და ამი­ტო­მაც მუ­შა­ობს იქ, სა­დაც მუ­შა­ობს.

  • ამი­ტომ - პოზ­ნე­რის სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს,
  • ამი­ტომ - ის არის კრემ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
  • ამი­ტომ - როცა ამ­ბობს, რომ აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ხოლო რუ­სე­თი მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან, პოზ­ნე­რი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი.
  • ამი­ტომ - მისი სტუმ­რო­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

და­მა­ტე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და­ბა­დე­ბის დღის პომ­პე­ზუ­რი აღ­ნიშ­ვნა კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვა. როცა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შინ გა­მო­კე­ტე, პო­ლი­ცია კი წარ­ბშე­უხ­რე­ლად წერს 2000-ლა­რი­ან ჯა­რი­მებს, ამ დროს ქვეყ­ნის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მაგ­რად ერ­თო­ბი­ან. მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ბო­ლოს­თვის მო­ვი­ტო­ვე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად მივ­მარ­თოთ კრი­ტი­კა და ის ჰა­ერ­ში არ გა­ი­ფან­ტოს. ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ? როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცის, რა მოჰ­ყვა გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს, რა­ტომ უშ­ვებ ქვე­ყა­ნა­ში პოზ­ნერს?! მარ­ტი­ვად უა­რით გა­ის­ტუმ­რე. ხომ იცი, რომ ეს ხალ­ხი მოფ­რი­ნავს. სა­ნამ მოს­კო­ვი­დან გა­მო­ემ­გზავ­რე­ბი­ან, აც­ნო­ბე, რომ ვერ მი­ი­ღებ.

სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი პირ­და­პირ კა­ნონ­ში გი­წე­რია. კა­ნო­ნის ენით ლა­პა­რა­კი თუ არ გინ­და, სხვა­ნა­ი­რად უთხა­რი, რომ მისი სტუმ­რო­ბა მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია. ახლა იმას თუ იტყვი­ან, ჩარ­ტე­რი ისე წა­მო­ვი­და მოს­კო­ვი­დან, მერე ისე დაჯ­და აე­რო­პორ­ტში, მერე პოზ­ნერ­მა ისე შე­მო­აღ­წია ქვე­ყა­ნა­ში, და­ბი­ნავ­და, არ ვი­ცო­დით ეს ყვე­ლა­ფე­რიო, მა­შინ დავ­ხუ­როთ ეს ქვე­ყა­ნა.

იმე­დია, ამას მა­ინც არ იტყვი­ან. ესე იგი, რა ვა­რი­ან­ტი რჩე­ბა - რო­გორც ადრე, ძველ კარგ, საბ­ჭო­თა დროს, უბ­რა­ლოდ იღებ ტე­ლე­ფონს, რე­კავ ვინ­მეს­თან ვ ტბი­ლი­სი და ცე­კას მდივ­ნის დო­ნე­ზე აგ­ვა­რებ სა­კითხს, რომ აი გა­გის­წორ­და და აქ უნდა გა­და­ი­ხა­დო და­ბა­დე­ბის დღე და ხალ­ხიც მოგ­ყავს. მერე ქარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც დატ­რი­ალ­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს მო­აკ­ვა­რა­ხ­ჭი­ნე­ბენ და წა­ვი­და - ვი­ნოო, კა­ჭა­პუ­რი, კინ­კა­ლი.

მოკ­ლედ, ეში­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. არ შეს­წევს უნა­რი, მტერს უარი უთხრას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა­ზე, თუ სა­ერ­თოდ მტრად აღიქ­ვამს მას" - წერს ვახო სა­ნა­ია.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანაიას
11

20 ივნისი არაფერია, 7 ნომბერთან შედარებით, 26 მაისთან შედარებით!..

თანაც ძალიან დიდი სხვაობაა 20 ვნისსა და 7 ნოემბერს, 26 მაისს შორის...

20 ივნისი სააკიანის მომხრეების მხრიდან იყო ქვეყნის ღალატი, საქართველოს მთავრობის გადატრიალების მცდელობა!

2004 წლის 12 მარტი, გლდანის ეკლესიის დარბევა. 7 ნოემბერი და 26 მაისი, იმედის დარბევა და კიდევ იყო უამრავი მკვლელობები... ეს იყო საქართველოზე, საქართველოს მოსახლეობაზე შეტევა, ადამიანების დაშინება ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად...

სანაია, რა მოკლე მეხსიერება გქონია...

ლაშა
14

ეს ადამიანი არის საქართველოს მეგობარი. მას არავითარი კანონი არ დაურღვევია, შესაბამისად, არც საზღვარზე შეუქნიდნენ პრობლემას. ის განცხადება კი, რაც აფხაზეთის შესახებ გააკეთა, სრულიად ლეგიტიმურია და სანამ კონტექსტიდან სიტყვებს ამოგლეჯთ, მთელი ინტერვიუ მოისმენეთ.

ავტორი:

"ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა" - ვახო სანაია პოზნერის ვიზიტზე

"ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა" - ვახო სანაია პოზნერის ვიზიტზე

საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანხმლები პირების ვიზიტს ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

"რუსი სტუმარი ვის არ ჰყოლია ?! ალბათ ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოვჩენილვარ რესტორანში სუფრებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებულვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ. ასეთ დროს ხშირად ცდილობენ ხოლმე, პოლიტიკას გვერდი აუარონ.

რა თქმა უნდა, რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ სტუმრები ოჯახებში; საქმეებზეც; სასტუმროებშიც; რესტორნებშიც; ჩამოვიდნენ ტურისტებად და იქითაც უნდა იარონ ქართველებმა ჩვეულებრივად. სტუმრად ჩამოსულ ხალხში ვინ არის მართლა ტურისტი და ვინ დაზვერვის ოფიცერი, ეს სახელმწიფომ უნდა არკვიოს.

წესით, ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები. არც იმის მომხრე ვარ, საზღვარზე ვინმეს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე ეკითხებოდნენ. სიგიჟეში არ უნდა გადავიდეთ.რისი თქმა მსურს ამით - მიუხედავად 200-წლიანი ჩაგვრისა, მე არ შემხვედრია ქართველი, რომელსაც გულწრფელად ეზიზღებოდეს რუსი მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსია. თუ რამე არ არის საქართველოში, ეს რუსოფობიაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, რუსების აბსოლუტურ უბრავლესობას იმპერიალისტური აზროვნება აქვს; ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც პუტინი; მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან ვარ და ყველაფერი მახსოვს, რაც დამართეს ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, რუსი არ მეზიზღება.

არც კი მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს. როგორ შეიძლება, ადამიანი გძულდეს ნაციონალური ნიშნით. ზუსტად ვიცი, ყველანი თუ არა, უდიდესი უმრავლესობა ასე ვფიქრობთ. ეს იმიტომ დავწერე, რომ ვიცი, როგორ შეეცდებიან ახლა თბილიში სტუმარ-მასპინძლობის გამრუდებული გაგებით, ხოლო მოსკოვში რუსოფობიით შეფუთონ წუხანდელი მოვლენა.

რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს. მოდი კონკრეტულად პოზნერის მაგალითზე ვთქვათ. ის არ არის საქართველოში სასურველი სტუმარი; ის არ არის რიგითი რუსი ტურისტი; ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტია, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი; მას სპეციფიკური ფუნქცია აქვს - როგორც უდავოდ ნიჭიერი და ინტელექტუალი, ეკრანიდან საზოგადოების სწორედ იმ ნაწილზეა მიმაგრებული, რომელსაც ცოტა უფრო მეტი ესმის ამ ცხოვრების, ვიდრე იმ ხალხს, ვისაც სალავიოვის ინტელექტი ჰყოფნის; ამ ფუნქციის ნაწილია ის ნებადართული და დოზირებული კრიტიკა, რისი უფლებაც აქვს პოზნერს, მაგრამ არა აქვთ სხვებს; სინამდვილეში პოზნერი პუტინის ყველაზე საშიში პროპაგანდისტია და ამიტომაც მუშაობს იქ, სადაც მუშაობს.

  • ამიტომ - პოზნერის სიტყვას მნიშვნელობა აქვს,
  • ამიტომ - ის არის კრემლის წარმომადგენელი.
  • ამიტომ - როცა ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველო, ხოლო რუსეთი მართალია საქართველოსთან, პოზნერი არასდროს იქნება სასურველი სტუმარი.
  • ამიტომ - მისი სტუმრობა შეურაცხმყოფელია.

დამატებით გამაღიზიანებელი ფაქტორია დაბადების დღის პომპეზური აღნიშვნა კოვიდის პირობებში და კომენდანტის საათის დარღვევა. როცა მთელი ქვეყანა შინ გამოკეტე, პოლიცია კი წარბშეუხრელად წერს 2000-ლარიან ჯარიმებს, ამ დროს ქვეყნისთვის არასასურველი სტუმრები მაგრად ერთობიან. მთავარი სათქმელი ბოლოსთვის მოვიტოვე.

მნიშვნელოვანია სწორად მივმართოთ კრიტიკა და ის ჰაერში არ გაიფანტოს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ? როცა ხელისუფლებამ იცის, რა მოჰყვა გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, რატომ უშვებ ქვეყანაში პოზნერს?! მარტივად უარით გაისტუმრე. ხომ იცი, რომ ეს ხალხი მოფრინავს. სანამ მოსკოვიდან გამოემგზავრებიან, აცნობე, რომ ვერ მიიღებ.

სამართლებრივი საფუძველი პირდაპირ კანონში გიწერია. კანონის ენით ლაპარაკი თუ არ გინდა, სხვანაირად უთხარი, რომ მისი სტუმრობა მიზანშეუწონელია. ახლა იმას თუ იტყვიან, ჩარტერი ისე წამოვიდა მოსკოვიდან, მერე ისე დაჯდა აეროპორტში, მერე პოზნერმა ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა.

იმედია, ამას მაინც არ იტყვიან. ესე იგი, რა ვარიანტი რჩება - როგორც ადრე, ძველ კარგ, საბჭოთა დროს, უბრალოდ იღებ ტელეფონს, რეკავ ვინმესთან ვ ტბილისი და ცეკას მდივნის დონეზე აგვარებ საკითხს, რომ აი გაგისწორდა და აქ უნდა გადაიხადო დაბადების დღე და ხალხიც მოგყავს. მერე ქართველი ორგანიზატორებიც დატრიალდებიან, ყველაფერს მოაკვარახჭინებენ და წავიდა - ვინოო, კაჭაპური, კინკალი.

მოკლედ, ეშინია ხელისუფლებას. არ შესწევს უნარი, მტერს უარი უთხრას ქვეყანაში შემოსვლაზე, თუ საერთოდ მტრად აღიქვამს მას" - წერს ვახო სანაია.

კახა კალაძე "სინოფარმით" აიცრა - "უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა"

დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა