მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე
"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მისი თქმით, პოზ­ნერს ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია.

“ვლა­დი­მერ პოზ­ნერს, რო­მე­ლიც არის აგ­რეთ­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, არ და­ურ­ღვე­ვია კა­ნო­ნი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ. იგი ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პას­პორ­ტით, ეს იყო მისი მო­რი­გი, კერ­ძო ხა­სი­ა­თის ვი­ზი­ტი. ამას­თა­ნა­ვე, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მას და მის თან­მხლებ პი­რებს, ჰქონ­დათ ე.წ. კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი PCR ტეს­ტის პა­სუ­ხი. შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვიდ­ნენ კა­ნონ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის შეკ­რე­ბას თბი­ლი­სის ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, ეს რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია და დარ­ღვე­ვაა, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს ჰქონ­დათ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. კერ­ძოდ, და­ჯა­რიმ­და, რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე ყო­ვე­ლი ინ­დი­ვი­დი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თმა ჯგუფ­მა პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა გა­და­წყვი­ტა, რი­თიც ისარ­გებ­ლა ყვე­ლა­ზე დესტრუქ­ცი­ულ­მა ძა­ლამ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ”. რო­გორც მათ სჩ­ვე­ვი­ათ, მოვ­ლე­ნე­ბი თა­ვი­ან­თი დღის წეს­რი­გის ფარ­გლებ­ში მო­აქ­ცი­ეს. ამ­ჯე­რა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნია დესტრუქ­ცია და სა­ბო­ტა­ჟი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. ამ­ჯე­რა­დაც ეს გა­ა­კე­თეს იმ ფონ­ზე, როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნა­წი­ლობ­რივ იხ­სნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის” - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ ათო­ბით თან­მხლებ პირ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­და. მას დღეს და­ბა­დე­ბის დღე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა აღე­ნიშ­ნა. მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა.

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი ფრა­ზით არის ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტესტს იწ­ვევს, 2010 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა: "აფხა­ზე­თი არას­დროს გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი". - თქვა მა­შინ პოზ­ნერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
27
ნუ შენზე უკვე აღარაა საუბარი.ვიცით ვინც ხარ.სხვა კომენტარს არც ველოდით.შენთვის სახელმწიფო ჭორვილაში იწყება და სადაც ბატონი ბიძინი ჩამოჯდება იქ მთავრდება.
ნიკოლოზი
37

ტაში ტრი ტრიიიი

არ დაურღვევია კანონიო ბერას ხელის ბიჭმა!!!

არც კომენდატის საათი???

საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს ჯარიმებს უწერთ და რუსებს ავულავებთ რესტორანში კომენდატის დროს!!!

რურებისათვის არაა კომენდატი ჩვენს ქვეყანაში???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

“ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს, ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტები, ასევე უარყოფითი PCR ტესტის პასუხი. შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და დარღვევაა, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითიც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც მათ სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის” - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა.

ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი". - თქვა მაშინ პოზნერმა.

გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში