მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ახალ არჩევნებზე?
რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ახალ არჩევნებზე?

პარ­ტი­ე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღე­ბენ ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით „31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში და ზო­გა­დად ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ტო­რის, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია ნათ­ქვა­მი, რა­ზეც ხე­ლის მო­წე­რა დღეს და­ნი­ელ­სონ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს შეს­თა­ვა­ზა. დო­კუ­მენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ არ­ჩევ­ნებს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­კუ­მენ­ტში მკა­ფიო ჩა­ნა­წე­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა. მე­დი­ა­ტო­რე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ტექ­სტში ნახ­სე­ნე­ბია მხო­ლოდ „მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ასე­თი ჩა­ნა­წე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი: „პარ­ტი­ე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აფა­სე­ბენ 2020 წლის არ­ჩევ­ნებს და თან­ხმდე­ბი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე დო­კუ­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

"ჩვენ, წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რი პარ­ტი­ე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღე­ბენ ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით „31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში და ზო­გა­დად ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სა­ზღვრის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ამ­ცი­რებ­და. (...) ფორ­მა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე სა­ჩივ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­ხილ­ვა­ზე სის­ტე­მურ­მა უა­რის თქმამ საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა მათ­ზე ეფექ­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა.“ პარ­ტი­ე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აფა­სე­ბენ 2020 წლის არ­ჩევ­ნებს და თან­ხმდე­ბი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე დო­კუ­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ჩა­მოს­ვლას. მხა­რე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. შეხ­ვედ­რა­ზე მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე მათ მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­აც­ნეს. მხა­რე­ე­ბი დო­კუ­მენტზე 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მე­დი­ა­ცი­ის მე­ო­რე რა­უნ­დიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#?#!
25

სანამ დასავლეთი არ დაიჭერს მკვეთრ პოზიციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება,არც ქვეყანა ამოვა კორუფციის და უსამართლობის ჭაობიდან.ოცნების ხელისუფლება მომხრეებს კარგავს,ოპოზიცია პირიქით ძლიერდება.არჩევნები ვადამდელი აუცილებლად დაინიშნება,მარტო ლარის კატასტროფული გაუფასურებაა ამის გარანტი,სხვა კრიზისებზე რომ არ ვილაპარაკოთ.

ვანო
0

ოპოზიციის გაძლიერება სად ჩანს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ახალ არჩევნებზე?

რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ახალ არჩევნებზე?

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რაზეც ხელის მოწერა დღეს დანიელსონმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესთავაზა. დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

რაც შეეხება ახალ არჩევნებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტში მკაფიო ჩანაწერი არ ფიქსირდება. მედიატორების მიერ შემუშავებულ ტექსტში ნახსენებია მხოლოდ „მომავალი არჩევნები“, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი ჩანაწერია გაკეთებული: „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.

"ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“ პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

"გავრილოვის "ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალი“ ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას... ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, "ნაციონალი" ვერასდროს გახდება"  - რას წერს ირაკლი კობახიძე?

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?