სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
"გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სტა­ტის­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ის მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს, გა­ყი­დონ, მა­გა­ლი­თად, სა­მე­ბის ტაძ­რის სა­ხუ­რა­ვი, რო­მე­ლიც მო­ოქ­რო­ვი­ლია და თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს და­ეხ­მა­რონ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 წლი­დან 16 წლამ­დე 10404 ბავ­შვი სკო­ლის გა­რე­შეა! ეს ნიშ­ნავს, რომ 6 წლი­დან 16 წლამ­დე ასა­კის ათი­ა­თას­ზე მეტი ბავ­შვი და მათ და­მა­ტე­ბუ­ლი მათი 6 წლის ასა­კის ქვე­მოთ და-ძმე­ბი, შიმ­ში­ლო­ბენ და ასე­ვე მათი დიდი ნა­წი­ლი უსახ­ლკა­როა, არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი გათ­ბო­ბა, ჰი­გი­ე­ნა და სა­მო­სი!

გა­ყი­დოს სა­პატ­რი­არ­ქომ სა­მე­ბის ოქ­როს სა­ხუ­რა­ვი, ასე­ვე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის და სხვა ბევ­რი ტაძ­რის ხა­ტებ­ზე აჩონ­ჩხლი­ლი ხალ­ხის შე­ნა­წი­რი ოქრო-ვერ­ცხლის და ძვირ­ფა­სი ქვე­ბის ათა­სო­ბით სა­ა­თე­ბი, ბეჭ­დე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი, ჯაჭ­ვე­ბი და სხვა სამ­კა­უ­ლე­ბი (წმინ­და­ნებს სიმ­დიდ­რე-ფუ­ფუ­ნე­ბა არ უყ­ვარ­დათ და გა­ურ­ბოდ­ნენ. ღვთის­მშო­ბელს არა­სო­დეს უტა­რე­ბია სამ­კა­უ­ლე­ბი და მის ხატს რად უნდა სა­ყუ­რე­ე­ბი, ბეჭ­დე­ბი და სხვა ათა­სი ზი­ზილ­პი­პი­ლო­ე­ბი?!) და და­ეხ­მა­რონ ამ ბავ­შვებს, იქ­ნებ გა­მო­ის­წო­რონ მი­წა­ზე და­ნარ­ცხე­ბუ­ლი პრეს­ტი­ჟი და სა­მას­ხა­რო მდგო­მა­რე­ო­ბა და ღმერ­თსაც სათ­ნო ეყონ?!

იქ­ნებ ერთხელ მა­ინც მო­იქ­ცნენ სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით?! მა­ინც პე­რი­ო­დუ­ლად იძარ­ცვე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნა­უ­რის თუ გა­რე­უ­ლის მიერ ტაძ­რებ­ში. მარ­ტო სა­მე­ბის კა­თედ­რა­ლი­დან რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი ოქ­როს შე­ნა­წი­რი სამ­კა­უ­ლე­ბია გა­ქურ­დუ­ლი ბოლო 15 წლის მან­ძილ­ზე, ღმერ­თმა იცის!P.S. ფუ­ფუ­ნე­ბის და მეშ­ჩა­ნიზ­მის დამ­კვიდ­რე­ბას ეკ­ლე­სი­ა­ში ქრის­ტეს მცნე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ეკ­ლე­სია სა­ხა­რე­ბას უნდა მიჰ­ყვე­ბო­დეს და არა ოქ­როს დი­დე­ბას! "უმ­ძი­მეს, სუ­ლის წარმ­წყმედ ცოდ­ვად მე­რა­ცხე­ბა დი­დე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბი, ხა­ტე­ბი, ბი­სო­ნე­ბი, მიტ­რე­ბი, ჯვარ-პა­ნა­ღი­ე­ბი მა­შინ, როცა ტკბილ­ხმო­ვან გა­ლო­ბას­თან, სან­თლე­ბის კვამლთან და გუნ­დრუ­კის ნელ­სურ­ნე­ლე­ბას­თან ერ­თად უამ­რა­ვი მში­ერ-მწყურ­ვა­ლი ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა სწვდე­ბა ზე­ცას." - ბრძა­ნებს წმი­და მაქ­სი­მე ბერ­ძე­ნი.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატიის გმირს
0

ჰოდა, განზოგადებულ დოქტორ დოტებზე რო იხარჯებოდა და კიდევ რომ მოუნდა დახარჯულიყო ქვეყნის რესურსი, მაგიტომაა მიშა იქ, სადაცაა

მარიამ
103
ძლივს ჭეშმარიტება !
ავტორი:

"გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში გაჭირვებულ ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ სტატისტიკას ეხმაურება.

ის მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, გაყიდონ, მაგალითად, სამების ტაძრის სახურავი, რომელიც მოოქროვილია და თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ.

"საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6 წლის ასაკის ქვემოთ და-ძმები, შიმშილობენ და ასევე მათი დიდი ნაწილი უსახლკაროა, არ აქვს შესაბამისი გათბობა, ჰიგიენა და სამოსი!

გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ასევე სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ბევრი ტაძრის ხატებზე აჩონჩხლილი ხალხის შენაწირი ოქრო-ვერცხლის და ძვირფასი ქვების ათასობით საათები, ბეჭდები, საყურეები, ჯაჭვები და სხვა სამკაულები (წმინდანებს სიმდიდრე-ფუფუნება არ უყვარდათ და გაურბოდნენ. ღვთისმშობელს არასოდეს უტარებია სამკაულები და მის ხატს რად უნდა საყურეები, ბეჭდები და სხვა ათასი ზიზილპიპილოები?!) და დაეხმარონ ამ ბავშვებს, იქნებ გამოისწორონ მიწაზე დანარცხებული პრესტიჟი და სამასხარო მდგომარეობა და ღმერთსაც სათნო ეყონ?!

იქნებ ერთხელ მაინც მოიქცნენ სახარების სწავლების მიხედვით?! მაინც პერიოდულად იძარცვება ეს ყველაფერი შინაურის თუ გარეულის მიერ ტაძრებში. მარტო სამების კათედრალიდან რამდენი კილოგრამი ოქროს შენაწირი სამკაულებია გაქურდული ბოლო 15 წლის მანძილზე, ღმერთმა იცის!P.S. ფუფუნების და მეშჩანიზმის დამკვიდრებას ეკლესიაში ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება.

ეკლესია სახარებას უნდა მიჰყვებოდეს და არა ოქროს დიდებას! ''უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად მერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაღიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსურნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.'' - ბრძანებს წმიდა მაქსიმე ბერძენი.