ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.
გიჟი ქალაქს მიდიოდა რა მიჰქონდა რა მოჰქონდაო, ისეა ამ კაცის საქმე ჩვენ ხელში
ის, რომ ცურავენ დასავლეთელი "პოლიტიკოსები" ქართული ე.წ. პოლიტიკის ლაბირინთებში , იმის ბრალია , რონმ ცუდად იცნობენ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემურ ბმებს , ჩვენს გუშინდელობას და დღევანდელობას რომ ახლავს, რუსი ბრწყინვალედ ერკვევა და ფესვიდან მოსდევს მცენარეს , რომელიც თავად დარგო-ნაცქოცმოქკავშირს სატელიტებიანად , იცის ეს ფუქსავატ კომკავშირელთა ანგაჟირებული კასტაა და არა კოჰაბიტირებული პოლიტიკური ორგანიზაციების სიმრავლე -ერთი ორგანიზმია , ტანიც ერთია და თავიცა ! ჯიბეები და პისტონჩიკები ზოგს ზიარი აქვს, ზოგს ახლო ახლო დაკერებული !იდეოლოგია ფარსი, პროგრამა გადაწერილი დაპირებების სახით და კომუნიზმზე უფრო მიუღწეველი , მთავარი ინსტრუმენტებია მუდმივად დაუსრულებელი მოსახლეობის აღწერა - ყველაზე ზუსტი სია კრედიტინფოს აქვს, მერე მოდის შსს ძველი სია და ბოლოსაა ცესკო-მაგას ძირითადად ყალბი სია აქვს , ან სამ ოთხ ვერსიად ინახავს, რომელიც დასჭირდება იმას გააკრავს კედელზე ,იქამდე საიდუმლოდ ინახავს , 70 ტელევიზია და დუჟინი პრესა მედია, ყანდიაშვილ გვარამიას სქემებით ფოფხაძისაგან იმართება ,შედეგად კახელს ვაზი აუჩეხია და თხილი დაურგავს , ქართლელი გირჩში შედის ჯარში არ წავალო !? აბა მეგრელი ცხენს სულ აღარ მოიპარავს და რით წახვალთ მაყარში ვნახავ , გურულები, ან ტყეში ! ბერდენკა თევზაძეს ჩააბარეს და პივა თოფაძეს , მაშავერას კოკაკოლად ქცევას ჭყონიას აბრალებენ და მამალაძე დაიმშა, ოქროცვარული კაცი და კულაკი გეტმანობას ჩემობს, რადაშია ! რუსი ორასი წელია გვსწავლობს და 800 მინიმუმ წელია გვიცნობს ,კრემლში სპალნაში გვიშობდა , ახლა თურქი დაიარება ! ჯერ ეგენი გადაგვეკეთებინა და მერე ჩვენი თავი ეგეც ვცადეთ მეფის დროს და მერეც ! ახლა ისეთი აჯაფსანდალია , იმერელი ვერ დაალაგებს, სვანს გაუჭირდება და კახელს არა სცალია ! არა , ვინმე ქალაქელი , უსოფლო კაცი ვნახოთ უნდა !ისე კარებს რომ გვიკეტავთ და ღიააო, საკეტებს ვხსნით მერე უახლესი შმანსებით , არაა სწორი ! თუ გვიღებ, გააღე, რას გვაწვალებ ?! დალიეო, რას ქადაგებ ?!