ავტორი:

"ეს იყო საოცარი ტკივილი... დედის გარდაცვალების შემდეგ, რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა" - რატომ დატოვა ხატია შამუგიამ "ისი პარი"?

"ეს იყო საოცარი ტკივილი... დედის გარდაცვალების შემდეგ, რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა" - რატომ დატოვა ხატია შამუგიამ "ისი პარი"?

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატია შამუგიამ 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "ისი პარი" დატოვა. იგი კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. რა გახდა თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი, ამის შესახებ ცნობილი არ იყო.

თუმცა, როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება "ისი პარის" ხელმძღვანელობამ მიიღო. დეტალებზე ცნობილმა პიარ-მენეჯერმა გადაცემა "სტუმრად ლელასთან" ისაუბრა:

"წარმოიდგინე კომპანია, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს... ჩემთვის ტკბილი მოგონებაა, 12 წელი ცოტა არ არის. 2 წლის წინ დედა გარდამეცვალა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი. როგორც იქნა, მოვიშუშე ტკივილი, შემდეგ სახლი ვიყიდე, საკუთარი სახლი მეღირსა... თან ოჯახი შევქმენი. თითქოს ყველაფერი დალაგდა, გგონია, რომ დიდი განსაცდელი უკან მოვიტოვე, ვიწყებ მშვიდ ცხოვრებას და უცებ, აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ ხდება.

ერთ დღესაც, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, გადავწყვიტე შუები გამეკეთებინა, წავიღე სამსახურში, გავასინჯე ყველას, შემდეგ შევედი დირექტორის კაბინეტში, ის და "ეიჩარი" ისხდნენ, ვიფიქრე მათაც გავასინჯებ-თქო... ძალიან ისეთი სახეები ჰქონდათ, ცუდად მენიშნა. ნახევარ საათში ვიგებ, რომ მათ შეეცვალათ ხედვები. მოკლედ, ჩვენი დამშვიდობების წუთებიაო. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, მან აიღო თავის თავზე, რომ ეს ეთქვა. სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა შენთანო. არც დავინტერესებულვარ დანარჩენით. წამოვედი.

მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ უკვე წარსულია. თითქოს საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდი, უგულებელყოფს. მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი. შეიძლება ძალიან ვბოდავდი.

ეს იყო საოცარი ტკივილი და იმედგაცრუება. დედაჩემის გარდაცვალების მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა. ანუ არაფერი რომ არ იცი და შენს ზურგს უკან გადაწყვეტილებები მიღებულია. უცებ რჩები ხელმოცარული. როდესაც პოსტი დავდე, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ამ პოსტზე გამოხმაურებები იყო. თუ რაიმე სიკეთე გამიკეთებია, ეს დამიბრუნდა ამ დღეებში" - ამბობს ხატია შამუგია.