პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის "მესამე ტალღა" მეზობელ ქვეყნებში? - როგორია ეპიდვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში
კორონავირუსის "მესამე ტალღა" მეზობელ ქვეყნებში? - როგორია ეპიდვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­სა­ლოდ­ნელ მე­სა­მე ტალ­ღა­ზე, ზო­გან კი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის ახა­ლი ტალ­ღა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თურ­ქეთ­სა და რუ­სეთ­ში:

სომ­ხე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­რი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სომ­ხეთ­ში იზ­რდე­ბა. ბოლო სამი დღის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • 22 მარ­ტი - 506 შემ­თხვე­ვა
  • 23 მარ­ტი - 801 შემ­თხვე­ვა
  • 24 მარ­ტი - 1164 შემ­თხვე­ვა.

ამას­თა­ნა­ვე, სა­ერ­თო ჯამ­ში, სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 187 441 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 3 416 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 169,727 გა­მო­ჯან­მრთელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სომ­ხეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით აქ­ტი­უ­რად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრო­ცე­სი 11 მარტს და­ი­წყო. რუ­სეთ­მა მათ 2 000 დოზა რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა Sputnik V აჩუ­ქა, რო­მე­ლიც 1 000 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი.

მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა აპ­რილ­შია და­გეგ­მი­ლი, სომ­ხეთ­მა რუ­სე­თის­გან შე­ი­ძი­ნა Sputnik V-ის 15 ათა­სი დოზა, გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ელო­დე­ბი­ან "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­საც, რაც შე­ე­ხე­ბა "ფა­ი­ზერს", სომ­ხეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მისი შე­ნახ­ვის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მკვეთ­რად მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა 16 მარ­ტი­დან და ბოლო დღე­ე­ბია ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1000-ს აჭარ­ბებს. გა­ე­ცა­ნით ბოლო სამი დღის სტა­ტის­ტი­კას:

  • 22 მარ­ტი - 670 შემ­თხვე­ვა
  • 23 მარ­ტი - 1333 შემ­თხვე­ვა
  • 24 მარ­ტი - 1 185 შემ­თხვე­ვა.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე აღ­წე­რი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 249 492 შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა შო­რი­საც 3 404 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 233,834 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი 18 იან­ვარს და­ი­წყო. 21 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და 482 664 ადა­მი­ანს. აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩი­ნურ Sinovac-ის ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ.

თურ­ქე­თი

თურ­ქეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 20 000-ს აჭარ­ბებს. გა­სუ­ლი სამი დღის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

  • 22 მარ­ტი - 22 216 შემ­თხვე­ვა
  • 23 მარ­ტი - 26 182 შემ­თხვე­ვა
  • 24 მარ­ტი - 29 762 შემ­თხვე­ვა.

თურ­ქეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბა და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, ის მსოფ­ლი­ოს მე­ცხრე ქვე­ყა­ნაა. ვირუსს თურ­ქეთ­ში 30 462 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 2,8 მი­ლი­ო­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ამას­თან, "ბლუმ­ბერ­გის" მო­ნა­ცე­მე­ბით, თურ­ქეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა მი­ღე­ბუ­ლი აქვს 8,15 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს. ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი Sinovac-ით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუ­სე­თი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით რუ­სეთ­ში 8 მარ­ტის შემ­დეგ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ს არ აჭარ­ბებს და 8 მარ­ტამ­დელ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ეს შე­საძ­ლოა, სტა­ბი­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ. ბოლო სამი დღის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • 22 მარ­ტი - 9 284 შემ­თხვე­ვა
  • 23 მარ­ტი - 8 457 შემ­თხვე­ვა
  • 24 მარ­ტი - 8 861 შემ­თხვე­ვა

სა­ერ­თო ჯამ­ში, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 4,4 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა 96 219 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 4 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. "ბლუმ­ბერ­გის" თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა მა­ინც მი­ღე­ბუ­ლი აქვს 4,3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს. ქვე­ყა­ნა­ში აც­რის პრო­ცე­სი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყა­რო: bloomberg.com

worldometers.info

sova.news

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯავახელი
37

გვადებილებთ თუ რა არის? რუსეთში პირიქით კლებაა და ყველგან მეტნაკლებად იკლებს...

beso
6

არაფერი სანუგეშო ამ სტატისტიკაში არ არის! ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად! რაც უფრო გაიხსნება კომუნიკაცია, დიდი ალბათობით ჩვენთანაც შესაბამისად შეიცვლება ციფრები. არაფერი არ ეშველება საქმეს, თუ ევროპამ ვაქცინაციის ინტენსივობა არ გაზარდა. შემდეგ შეიზლება ჩვენნაირ ქვეყნებისათვის მიხედვა. 

ავტორი:

კორონავირუსის "მესამე ტალღა" მეზობელ ქვეყნებში? - როგორია ეპიდვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში

კორონავირუსის "მესამე ტალღა" მეზობელ ქვეყნებში? - როგორია ეპიდვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აქტიურად ლაპარაკობენ კორონავირუსის მოსალოდნელ მესამე ტალღაზე, ზოგან კი უკვე ოფიციალურადაც გამოაცხადეს ვირუსის აფეთქების ახალი ტალღა. ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.

ვნახოთ, როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში:

სომხეთი

კორონავირუსით ინფირიცირებულთა რაოდენობა სომხეთში იზრდება. ბოლო სამი დღის სტატისტიკა ასეთია:

  • 22 მარტი - 506 შემთხვევა
  • 23 მარტი - 801 შემთხვევა
  • 24 მარტი - 1164 შემთხვევა.

ამასთანავე, საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 187 441 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 416 პაციენტი, ხოლო 169,727 გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვაქცინაცია ჯერჯერობით აქტიურად არ მიმდინარეობს. ოფიციალურად პროცესი 11 მარტს დაიწყო. რუსეთმა მათ 2 000 დოზა რუსული ვაქცინა Sputnik V აჩუქა, რომელიც 1 000 ადამიანზეა გათვლილი.

მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება აპრილშია დაგეგმილი, სომხეთმა რუსეთისგან შეიძინა Sputnik V-ის 15 ათასი დოზა, გარდა ამისა, ქვეყანაში ელოდებიან "ასტრაზენეკას" ვაქცინასაც, რაც შეეხება "ფაიზერს", სომხეთში აცხადებენ, რომ მისი შენახვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ აქვთ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრად მატება შეინიშნება 16 მარტიდან და ბოლო დღეებია ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. გაეცანით ბოლო სამი დღის სტატისტიკას:

  • 22 მარტი - 670 შემთხვევა
  • 23 მარტი - 1333 შემთხვევა
  • 24 მარტი - 1 185 შემთხვევა.

აზერბაიჯანში ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე აღწერილია კორონავირუსის 249 492 შემთხვევა, რომელთა შორისაც 3 404 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 233,834 გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო. 21 მარტის მონაცემებით, ვაქცინაცია ჩაუტარდა 482 664 ადამიანს. აზერბაიჯანში ჩინურ Sinovac-ის ვაქცინას იყენებენ.

თურქეთი

თურქეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს. გასული სამი დღის მაჩვენებელი ასეთია:

  • 22 მარტი - 22 216 შემთხვევა
  • 23 მარტი - 26 182 შემთხვევა
  • 24 მარტი - 29 762 შემთხვევა.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 მილიონს აღემატება და ამ მონაცემებით, ის მსოფლიოს მეცხრე ქვეყანაა. ვირუსს თურქეთში 30 462 ადამიანი ემსხვერპლა, 2,8 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, "ბლუმბერგის" მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 8,15 მილიონ ადამიანს. ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით მიმდინარეობს.

რუსეთი

ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 8 მარტის შემდეგ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 10 000-ს არ აჭარბებს და 8 მარტამდელ პერიოდთან შედარებით, ეს შესაძლოა, სტაბილურ მაჩვენებლად მივიჩნიოთ. ბოლო სამი დღის სტატისტიკა ასეთია:

  • 22 მარტი - 9 284 შემთხვევა
  • 23 მარტი - 8 457 შემთხვევა
  • 24 მარტი - 8 861 შემთხვევა

საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსის 4,4 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 96 219 პაციენტი, ხოლო 4 მილიონი გამოჯანმრთელდა. "ბლუმბერგის" თანახმად, რუსეთში ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიღებული აქვს 4,3 მილიონ ადამიანს. ქვეყანაში აცრის პროცესი რუსული წარმოების ვაქცინით მიმდინარეობს.

წყარო: bloomberg.com

worldometers.info

sova.news

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტიანია

ჩინეთში დატბორილ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ