სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს
"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

თურ­ქეთ­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, თეო თუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მოკ­ლუ­ლის ნაც­ნო­ბის თქმით, 24 წლის გო­გოს მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო და მისი ქმა­რი, პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. სწო­რედ მას ედე­ბა ბრა­ლად ცო­ლის მკვლე­ლო­ბა. გუ­შინ თურ­ქულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მოკ­ლუ­ლის ქმა­რიც კლი­ნი­კა­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი და აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ამას არ ადას­ტუ­რებს. ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე სწო­რედ მას ესა­უბ­რა თეო თუ­აშ­ვი­ლი და სას­წრა­ფოდ თურ­ქე­თი­დან გაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

მა­რი­კა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი მუ­შა­ობს იმ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მელ­საც მგზავ­რე­ბი გა­დაჰ­ყავს.

მა­რი­კა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი:

- მარ­თა­ლია თე­ოს­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მი­ნი­კა­ცია არ მქონ­და, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ერთი წე­ლია ვიც­ნობ და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. 15 მარტს ჩა­მო­ვე­დი მე თურ­ქე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ. ტრა­გე­დი­ის დღეს თეომ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ქმარ­თან და სას­წრა­ფოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა უნ­დო­და. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეო.

ვკი­თხე კი­დეც, ქმარს იქ ტო­ვებ და მარ­ტო შენ მო­დი­ხარ-მეთ­ქი? - აქ ვტო­ვებ ძა­ლი­ან არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეო. თან აინ­ტე­რე­სებ­და დე­პორ­ტს რამ­დენ ხანს მის­ცემ­დნენ და ვა­დის დარ­ღვე­ვის გამო ჯა­რი­მის რა თან­ხას და­ა­კის­რებ­დნენ. ეტყო­ბო­და, რომ ფუ­ლიც არ ჰქონ­და ჯა­რი­მის გა­და­სახ­დე­ლად.

მივ­ხვდი იმა­საც, ღიად ვერ მე­სა­უბ­რე­ბო­და. ვკი­თხე, მარ­ტო ხარ მეთ­ქი? არა, ჩემი ქმა­რი აქ ზისო და ეს­მო­და ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი. მის ქმარს ეს­მო­და ქარ­თუ­ლი. არ მინ­დო­და მათი სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ დე­ტა­ლე­ბი არ გა­მო­მი­კი­თხავს, ვუ­თხა­რი, თუ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლო­ბა გაქვს, თეო, არა­ფერს არ და­ე­ლო­დო, გა­ამ­ზა­დე ჩან­თა, ჩა­ა­ლა­გე ისე­თი ნივ­თე­ბი, რაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს და ჩუ­მად გა­ვაყ­ვა­ნი­ნებ შენს თავს-მეთ­ქი. ისიც მი­თხრა, ისე უნდა წა­ვი­დე, ამან არ უნდა გა­ი­გო­სო.

ვერ გე­უბ­ნე­ბი ყვე­ლა­ფერ­სო, - მივ­ხვდი, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ვერ ამ­ბობ­და. 12 წე­ლია თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ და ვიცი, რომ ასეთ დროს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვთ ქა­ლებს და აუ­ცი­ლებ­ლად ვეხ­მა­რე­ბი ყვე­ლა ემიგ­რანტს. მე რომ სტამ­ბოლ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემს სახ­ლში წა­ვიყ­ვან­დი და შე­ვი­ფა­რებ­დი, ესეც კარ­გად იცო­და თე­ო­ნამ, მან იცო­და, რად­გან ასე­თი რამე ბევ­რჯერ გა­მი­კე­თე­ბია და ბევრ ემიგ­რანტს დავ­ხმა­რე­ბი­ვარ.

- თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 4 პა­კის­ტა­ნე­ლი იყო იქ ჩხუ­ბის დროს, ამას წერ­და თურ­ქუ­ლი პრე­საც, რომ ქმა­რიც დაჭ­რი­ლი იყო...

- არ ვიცი, მისი ქმა­რი რა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ იმ ბი­ნა­ში 4 ადა­მი­ა­ნი თუ შე­ვი­დო­და, ამას იქ კა­მე­რე­ბი და­ა­ფიქ­სი­რებ­და. მე მე­ზო­ბელ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ და ყველ­გან კა­მე­რე­ბია, მჭიდ­როდ არის სახ­ლე­ბი და მე­ზობ­ლე­ბიც გა­ი­გებ­დნენ ჩხუბს. გუ­შინ ისიც ით­ქვა, რომ თით­ქოს და­ყა­ჩა­ღე­ბა იყო, ეს მე თა­ვი­დან­ვე გა­მოვ­რი­ცხე. თეოს ჯა­რი­მის გა­და­სახ­დე­ლი ფული არ ჰქონ­და, რა 2000 დო­ლარ­ზეა ლა­პა­რა­კი, იქ ამ­ხე­ლა თან­ხა რო­გორ უნდა მო­აგ­რო­ვოს ადა­მი­ან­მა, შავ მუ­შად მუ­შა­ო­ბენ, ანა­ზღა­უ­რე­ბაც ცოტა აქვთ, გა­და­სახ­დე­ლი აქვთ ბი­ნის ქი­რაც, კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბიც, კვე­ბაც სჭირ­დე­ბათ. ეს ვერ­სია არა­რე­ა­ლუ­რია. თან ადა­მი­ანს გზის ფული არ ჰქონ­და. მე ვუ­თხა­რი თუ შენ გზის ფუ­ლიც არ გაქვს, არ არის პრობ­ლე­მა, მე დავ­რე­კავ ჩემს ფირ­მა­ში და იქ უფუ­ლო­დაც წა­მო­გიყ­ვა­ნენ სარ­ფამ­დე და იქაც დაგ­ხვდე­ბი­ან-მეთ­ქი.

- თეოს სხვა დროს თუ მო­უ­ყო­ლია მსგავს პრობ­ლე­მა­ზე?

- ერთი წე­ლია მას პი­რა­დად ვიც­ნობ და ასე­თი რამე არ უთ­ქვამს. ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და, ვინც თეო და­ა­საქ­მა, იმას ახ­ლაც ვე­ლა­პა­რა­კე. ბა­ტონ ის­მა­ილს კვი­რა­ში 2-ჯერ მა­ინც ხვდე­ბო­და. მან მი­თხრა, რომ გუ­შინ სა­ღა­მოს პი­რა­დად ნახა თეოს ქმა­რი. ამ­ბობს, - მა­მა­კაცს პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა ხელ­ზე აქ­ვსო. ტყუ­ი­ლია თურ­ქულ პრე­სა­შიც და შემ­დეგ ქარ­თულ პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ბა­ტონ­მა ის­მა­ილ­მა იცის, რომ დღეს დი­ლით მისი ქმა­რი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. ვი­თომ პა­კის­ტა­ნე­ლებ­მა მოკ­ლეს თეო, ეს შე­იძ­ლე­ბა სხვამ და­ი­ჯე­როს, მაგ­რამ მე არ და­ვი­ჯე­რე, რად­გან ერთი სა­ა­თით ადრე გო­გო­ნა ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნას მთხოვ­და, ვი­ღა­ცის ეში­ნო­და და მო­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ცდი­ლობ­და, სტამ­ბუ­ლის და­ტო­ვე­ბას. დღეს გა­ვი­გე, რომ ქმა­რია ბრალ­დე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბის წინა ღა­მე­საც დიდი ჩხუ­ბი ჰქო­ნია ცოლ-ქმარს და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ყო­ფი­ლა მი­ზე­ზი. შე­ვე­ცა­დე და თეოს კა­რის მე­ზო­ბელს და­ვუ­კავ­შირ­დი, მაგ­რამ იმ­დე­ნად ეში­ნი­ათ, ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, იმათ­მაც შე­იძ­ლე­ბა რამე იცი­ან, მაგ­რამ ყვე­ლა არი­დებს ასეთ დროს სა­უ­ბარს თავს, რად­გან მო­უ­წევთ პო­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა და უმე­ტე­სო­ბას თურ­ქეთ­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის ვადა გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი აქვს და ერი­დე­ბი­ან ამი­ტომ. მე თა­მა­მად ვლა­პა­რა­კობ, რად­გან ორი­ვე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ და მე­უღ­ლეც იქა­უ­რი მყავს.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 წლის გო­გო­ნა დარ­ჩა. პირ­ველ მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. ბო­ლოს სამი წელი სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც იმ პა­კის­ტა­ნელს გაყ­ვა ცო­ლად. რომ ეთ­ქვა, სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, იქ არ დავ­ტო­ვებ­დი, პო­ლი­ცი­ის ძა­ლით გა­ვაყ­ვა­ნი­ნებ­დი. ამას თვი­თო­ნაც არ ელო­და. ცოლ-ქმრის შე­ლა­პა­რა­კე­ბა ეტყო­ბა უფრო გამ­ძაფ­რდა და ეს ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და. ფაქ­ტია, გო­გომ იმ დღეს მი­თხრა, რომ ქმარ­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მა...

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკსანდრე
66

არც ფული ქონია არც არაფერი იმ უბედურს რაღა აჩერებდა იმ ქვეყანაში ასეთ გარემოცვაში, ან იმ პაკისტანელს რამ გააყოლა ცოლად, არ ეტყობა ვინც არის,ვისაც შრომა არ ეზარება ნებისმიერი იშოვის პურის ფულს აქ შენს ქვეყანაში, მაინც იმ თურქეთში მშიერი და დამცირებული ცხოვრება ურჩევნიათ, ზოგიერთებს

ნათია
41

ათას ურჯულოს რო მიზდევთ მაგის ბრალია,ათას საზიზღრობას ჩადიან თურქეთში ქართველები,საკუთარი თვალით მაქვს ნანახი,ნახევარზე მეტი ახალგაზრდა გოგოები მეძავები და ნარკომანები ხდებიან

ავტორი:

"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

თურქეთში მოკლული ახალგაზრდა ქალის, თეო თუაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის ნაცნობის თქმით, 24 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა იყო და მისი ქმარი, პაკისტანის მოქალაქე, თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა. სწორედ მას ედება ბრალად ცოლის მკვლელობა. გუშინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მძიმე დაზიანებებით მოკლულის ქმარიც კლინიკაში იყო გადაყვანილი და აპარატზე იყო შეერთებული. ჩვენი რესპოდენტი ამას არ ადასტურებს. ამბობს, რომ მკვლელობამდე ერთი საათით ადრე სწორედ მას ესაუბრა თეო თუაშვილი და სასწრაფოდ თურქეთიდან გაყვანაში დახმარება სთხოვა.

მარიკა სონღულაშვილი მუშაობს იმ კომპანიაში, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს.

მარიკა სონღულაშვილი:

- მართალია თეოსთან ყოველდღიური კომინიკაცია არ მქონდა, მაგრამ პერიოდულად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ერთი წელია ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანი იყო. 15 მარტს ჩამოვედი მე თურქეთიდან და საქართველოში ვარ. ტრაგედიის დღეს თეომ დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში წამოსვლა უნდოდა. აუცილებლად უნდა წავიდეო.

ვკითხე კიდეც, ქმარს იქ ტოვებ და მარტო შენ მოდიხარ-მეთქი? - აქ ვტოვებ ძალიან არეული სიტუაცია გვაქვს ერთმანეთთან და აუცილებლად უნდა წავიდეო. თან აინტერესებდა დეპორტს რამდენ ხანს მისცემდნენ და ვადის დარღვევის გამო ჯარიმის რა თანხას დააკისრებდნენ. ეტყობოდა, რომ ფულიც არ ჰქონდა ჯარიმის გადასახდელად.

მივხვდი იმასაც, ღიად ვერ მესაუბრებოდა. ვკითხე, მარტო ხარ მეთქი? არა, ჩემი ქმარი აქ ზისო და ესმოდა ჩვენი დიალოგი. მის ქმარს ესმოდა ქართული. არ მინდოდა მათი სიტუაცია დაძაბულიყო, ამიტომ დეტალები არ გამომიკითხავს, ვუთხარი, თუ ძალიან დაძაბულობა გაქვს, თეო, არაფერს არ დაელოდო, გაამზადე ჩანთა, ჩაალაგე ისეთი ნივთები, რაც ძალიან გიყვარს და ჩუმად გავაყვანინებ შენს თავს-მეთქი. ისიც მითხრა, ისე უნდა წავიდე, ამან არ უნდა გაიგოსო.

ვერ გეუბნები ყველაფერსო, - მივხვდი, სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ვერ ამბობდა. 12 წელია თურქეთში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ასეთ დროს სერიოზული პრობლემა აქვთ ქალებს და აუცილებლად ვეხმარები ყველა ემიგრანტს. მე რომ სტამბოლში ვყოფილიყავი, ჩემს სახლში წავიყვანდი და შევიფარებდი, ესეც კარგად იცოდა თეონამ, მან იცოდა, რადგან ასეთი რამე ბევრჯერ გამიკეთებია და ბევრ ემიგრანტს დავხმარებივარ.

- თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 პაკისტანელი იყო იქ ჩხუბის დროს, ამას წერდა თურქული პრესაც, რომ ქმარიც დაჭრილი იყო...

- არ ვიცი, მისი ქმარი რა ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ იმ ბინაში 4 ადამიანი თუ შევიდოდა, ამას იქ კამერები დააფიქსირებდა. მე მეზობელ ქუჩაზე ვცხოვრობ და ყველგან კამერებია, მჭიდროდ არის სახლები და მეზობლებიც გაიგებდნენ ჩხუბს. გუშინ ისიც ითქვა, რომ თითქოს დაყაჩაღება იყო, ეს მე თავიდანვე გამოვრიცხე. თეოს ჯარიმის გადასახდელი ფული არ ჰქონდა, რა 2000 დოლარზეა ლაპარაკი, იქ ამხელა თანხა როგორ უნდა მოაგროვოს ადამიანმა, შავ მუშად მუშაობენ, ანაზღაურებაც ცოტა აქვთ, გადასახდელი აქვთ ბინის ქირაც, კომუნალურებიც, კვებაც სჭირდებათ. ეს ვერსია არარეალურია. თან ადამიანს გზის ფული არ ჰქონდა. მე ვუთხარი თუ შენ გზის ფულიც არ გაქვს, არ არის პრობლემა, მე დავრეკავ ჩემს ფირმაში და იქ უფულოდაც წამოგიყვანენ სარფამდე და იქაც დაგხვდებიან-მეთქი.

- თეოს სხვა დროს თუ მოუყოლია მსგავს პრობლემაზე?

- ერთი წელია მას პირადად ვიცნობ და ასეთი რამე არ უთქვამს. ფაბრიკაში მუშაობდა, ვინც თეო დაასაქმა, იმას ახლაც ველაპარაკე. ბატონ ისმაილს კვირაში 2-ჯერ მაინც ხვდებოდა. მან მითხრა, რომ გუშინ საღამოს პირადად ნახა თეოს ქმარი. ამბობს, - მამაკაცს პატარა ჭრილობა ხელზე აქვსო. ტყუილია თურქულ პრესაშიც და შემდეგ ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აპარატზე იყო შეერთებული. ბატონმა ისმაილმა იცის, რომ დღეს დილით მისი ქმარი პოლიციამ დააკავა. ვითომ პაკისტანელებმა მოკლეს თეო, ეს შეიძლება სხვამ დაიჯეროს, მაგრამ მე არ დავიჯერე, რადგან ერთი საათით ადრე გოგონა ქვეყნიდან გაყვანას მთხოვდა, ვიღაცის ეშინოდა და მოახლოვებული საშიშროების გამო, ცდილობდა, სტამბულის დატოვებას. დღეს გავიგე, რომ ქმარია ბრალდებული.

მკვლელობის წინა ღამესაც დიდი ჩხუბი ჰქონია ცოლ-ქმარს და ეჭვიანობა ყოფილა მიზეზი. შევეცადე და თეოს კარის მეზობელს დავუკავშირდი, მაგრამ იმდენად ეშინიათ, ვერ ლაპარაკობენ. იმ ტერიტორიაზე ბევრი ქართველი ცხოვრობს, იმათმაც შეიძლება რამე იციან, მაგრამ ყველა არიდებს ასეთ დროს საუბარს თავს, რადგან მოუწევთ პოლიციაში ჩვენების მიცემა და უმეტესობას თურქეთში ყოფნის უფლების ვადა გადაცილებული აქვს და ერიდებიან ამიტომ. მე თამამად ვლაპარაკობ, რადგან ორივე ქვეყნის მოქალაქე ვარ და მეუღლეც იქაური მყავს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა, მას საქართველოში 5 წლის გოგონა დარჩა. პირველ მეუღლეს გაშორებული იყო. ბოლოს სამი წელი სტამბოლში ცხოვრობდა, სადაც იმ პაკისტანელს გაყვა ცოლად. რომ ეთქვა, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იქ არ დავტოვებდი, პოლიციის ძალით გავაყვანინებდი. ამას თვითონაც არ ელოდა. ცოლ-ქმრის შელაპარაკება ეტყობა უფრო გამძაფრდა და ეს ტრაგედიაც დატრიალდა. ფაქტია, გოგომ იმ დღეს მითხრა, რომ ქმართან ჰქონდა პრობლემა...

"მომხდარი, სავარაუდოდ, ქონების გაყოფას უკავშირდება" - ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 50 წლამდე ქალი დაჭრეს

თბილისში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა