პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ
15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ

მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი უც­ნა­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რო­მელ­თა ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს. ამ­ჯე­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ, ფრანგ მკვლე­ვა­რებს უჩ­ვე­უ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტის იდეა შთა­ა­გო­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნიც იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბე­ბის შეს­წავ­ლაა. მათ გა­და­წყვი­ტეს ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერთ სივ­რცე­ში გა­მო­ე­კე­ტათ, სა­დაც დიდ დროს გა­ა­ტა­რებ­დნენ და გარე სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ექ­ნე­ბო­დათ.

კვლე­ვის ად­გი­ლად საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, არი­ე­გის რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი მღვი­მე აირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც გა­რე­მოს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლია და კარ­გად არ ნათ­დე­ბა. მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ექ­სპე­რი­მენ­ტის მი­ზა­ნია, გა­ი­გონ თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის­თვის დრო­ი­სა და სივ­რცის და­კარ­გვის შეგ­რძნე­ბა, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა რა ემო­ცი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი.

"დრო­ის აღ­ქმის და­კარ­გვა, ყევ­ლა­ზე დიდი დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ის შეგ­რძნე­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის. დღემ­დე არ ვი­ცით, ზუს­ტად რო­გორ ეს­მის და მარ­თავს ჩვე­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი სის­ტე­მა ამ გა­ნუ­სა­ზღვრელ უწყვე­ტო­ბას, გა­რე­მოს, სა­დაც დრო­ის აღ­ქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ექ­სპე­რი­მენ­ტით სწო­რედ ამ ფე­ნო­მე­ნის უკეთ შეს­წავ­ლა გვსურს" - აცხა­დე­ბენ იდე­ის ავ­ტო­რე­ბი.

ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მკვლე­ვა­რებ­მა 15 მო­ხა­ლი­სე აარ­ჩი­ეს, მათ შო­რის 7 ქა­ლია და 8 მა­მა­კა­ცი. მო­ხა­ლი­სე­თა ასა­კი 27-დან 50 წლამ­დეა. ექ­სპე­რი­მენ­ტი სულ 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ის 14 მარტს და­ი­წყო და 22 აპ­რი­ლამ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
30

შევლენ თხუთმეტი, გამოვლენ ოცდაორი.

ჰაიმეე
13

კარგი საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა :) ვაი და იმ გამოქვაბულში პირსისხლიანი მონსტრი ბინადრობს :დ horror@hitchcock :D 

ავტორი:

15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ

15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ

მსოფლიოში არაერთი უცნაური და საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარებულა, რომელთა ინსპირაციის წყარო სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენიდან იღებს სათავეს. ამჯერად, კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა ვითარებამ, ფრანგ მკვლევარებს უჩვეულო ექსპერიმენტის იდეა შთააგონა, რომლის მიზანიც იზოლირებულ გარემოში ადამიანის ქმედებების შესწავლაა. მათ გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეები ერთ სივრცეში გამოეკეტათ, სადაც დიდ დროს გაატარებდნენ და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია არ ექნებოდათ.

კვლევის ადგილად საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, არიეგის რეგიონის ერთ-ერთი მღვიმე აირჩიეს, რომელიც გარემოსგან იზოლირებულია და კარგად არ ნათდება. მკვლევარების თქმით, ექსპერიმენტის მიზანია, გაიგონ თუ როგორ მოქმედებს ადამიანისთვის დროისა და სივრცის დაკარგვის შეგრძნება, ასევე საინტერესოა რა ემოციურ გავლენას მოახდენს ადამიანების ფსიქოლოგიაზე აღნიშნული ექსპერიმენტი.

"დროის აღქმის დაკარგვა, ყევლაზე დიდი დეზორიენტაციის შეგრძნებაა ადამიანისთვის. დღემდე არ ვიცით, ზუსტად როგორ ესმის და მართავს ჩვენი შემეცნებითი სისტემა ამ განუსაზღვრელ უწყვეტობას, გარემოს, სადაც დროის აღქმა შეუძლებელია. ექსპერიმენტით სწორედ ამ ფენომენის უკეთ შესწავლა გვსურს" - აცხადებენ იდეის ავტორები.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მკვლევარებმა 15 მოხალისე აარჩიეს, მათ შორის 7 ქალია და 8 მამაკაცი. მოხალისეთა ასაკი 27-დან 50 წლამდეა. ექსპერიმენტი სულ 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის 14 მარტს დაიწყო და 22 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში" - იენს სტოლტენბერგი