პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექთანს კოვიდზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა" - პენიტენციური სამსახური
"ექთანს კოვიდზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა" - პენიტენციური სამსახური

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექთანს, ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე 18 მარტს ჩა­უ­ტარ­და, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ კი იმა­ვე დღეს "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით აიც­რა.

რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, კო­რო­ნა­ვირუ­სი ექთანს 20 მარტს მას შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და, რაც წინა დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზი მის მე­უღ­ლეს და­უს­ვეს.

"Covid-19-ის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, 2020 წლის მა­ი­სის ბო­ლო­დან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­დი­ოდ­ნენ PCR ტეს­ტი­რე­ბას, ხოლო 2020 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ კვი­რა­ში ერთხელ უტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი­რე­ბა, ხოლო შუ­ა­ლედ­ში, ყო­ველ 72 სა­ათ­ში ერთხელ სწრა­ფი ან­ტი­გენ ტეს­ტით მოწ­მდე­ბი­ან.

ამ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, N5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექთანს მიმ­დი­ნა­რე წლის 15 მარტს ჩა­უ­ტარ­და PCR ტეს­ტი­რე­ბა (პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი), ხოლო 18 მარტს სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით შე­მოწ­მდა (პა­სუ­ხი კვლავ უარ­ყო­ფი­თი იყო). ამა­ვე დღეს მას გა­უ­კეთ­და აცრა covid-19-ზე. მე­ო­რე დღეს, 19 მარტს მის მე­უღ­ლეს და­უდ­გინ­და covid-19, ხოლო თა­ვად ექთან­საც გა­მო­უვ­ლინ­და covid-19-ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი (ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა). იგი მო­თავ­სდა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ე.წ. კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში, სა­დაც 20 მარტს და­უ­დას­ტურ­და covid-19. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ტო­ვებს კლი­ნი­კას“,- აცხა­დე­ბენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

ცნო­ბის­თვის, ექთა­ნი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია და მას და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ერ­თო სი­სუს­ტე აღე­ნიშ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
55
1

ანუ რიგში დგას,,ღმერთმა აშოროს მეგი ექთნის ბედი ვაქცინაციაში

პეტრე კუპრი
0

რავა ყველაფერი სასწაული საქართველოში უნდა მოხდეს ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ექთანს კოვიდზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა" - პენიტენციური სამსახური

"ექთანს კოვიდზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა" - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების ექთანს, ტესტი კორონავირუსზე 18 მარტს ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხის შემდეგ კი იმავე დღეს "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

როგორც პენიტენციური სამსახურში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კორონავირუსი ექთანს 20 მარტს მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც წინა დღეს კორონავირუსის დიაგნოზი მის მეუღლეს დაუსვეს.

"Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.

ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"გამოვლინდა მეწყრული ზონა, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება" - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება

2 კვირაში 2 ჯეკპოტი და ერთი  მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა -  1 297 034 ლარის მოგება ლატარიაში