სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი
"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რე­ა­ლუ­რად იწყე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი ამომ­რჩევ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით - გი­ორ­გი გა­ხა­რია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამომ­რჩე­ველ­თა ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ნა­წილს წა­არ­თმევს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ას ზრდის.

"ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რე­ა­ლუ­რად იწყე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი ამომ­რჩევ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მე ვფიქ­რობ, რომ ეს თა­ვის­თა­ვად ზრდის კონ­კუ­რენ­ცი­ას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე - ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც ერ­თგვა­რად ცივი შხა­პის ეფექ­ტი აქვს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ეს არის მათ­თვის რე­ა­ლუ­რად ბოლო შან­სი, რომ გა­მო­ფხიზ­ლდნენ, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი გა­ა­ნა­ლი­ზონ, და­უბ­რუნ­დნენ ამომ­რჩევ­ლის წი­აღს, გაც­დნენ ტე­ლე­ეკ­რა­ნის ჩარ­ჩო­ებს იმი­ტომ, რომ ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე თით­ქმის არ გვი­ნა­ხავს ჩვენ ხალ­ხთან გა­სუ­ლი და ხალ­ხთან მი­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. ამი­ტო­მაც ეს მათ­თვის ბოლო შან­სია, რომ ამ ცივ შხაპს კი არ ჩაყვნენ, არა­მედ გა­მო­ფხიზ­ლდნენ და სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს ახა­ლი იდე­ე­ბით, ახა­ლი სა­ხით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ენერ­გი­ით მი­ად­გნენ.

გი­ორ­გი გა­ხა­რია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამომ­რჩე­ველ­თა ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ნა­წილს წა­არ­თმევს ისე­ვე, რო­გორც არ გაგ­ვიკ­ვირ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი­სა. მას აქვს ქა­რიზ­მა რო­გორც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ასე­ვე ამომ­რჩევ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და გა­მოს­ვლე­ბის დრო­საც. ჩვენ­თან აქამ­დე ქა­რიზ­მა აღიქ­მე­ბო­და მა­გა­ლი­თად, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, მათ­თან ვინც პრო­აქ­ტი­უ­ლი ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ, ქუ­ჩა­შიც ფრთა გაშ­ლი­ლე­ბი და კარ­გად გრძნობ­დნენ თავს და მათი ემო­ცი­უ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი მდგე­ნე­ლი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. გა­ხა­რი­ას სხვა ტი­პის ქა­რიზ­მა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ
14:35 / 22-03-2021

"ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ვაშინგტონს...“ - როგორი იქნება ექსპრემიერის პოლიტიკური რეინკარნაცია?

14:59 / 22-03-2021

"არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს...მადლობა "ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს" - გიორგი მარგველაშვილი

18:53 / 22-03-2021

"არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, რომ ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა... დღეს პარლამენტში ვიყავი და ყველა გაკვირვებული იყო" - წულუკიანი გახარიაზე

23:03 / 22-03-2021

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

19:09 / 23-03-2021

გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

11:37 / 25-03-2021

დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?

პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ ამომ­რჩევ­ლის და­კარ­გვის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა და­ნარ­ჩენ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა, ამომ­რჩე­ველ­თა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, გა­ას­მა­გე­ბუ­ლად უნდა იმუ­შა­ონ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ჰყავს თა­ვი­სი მყა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი და მე ვფიქ­რობ, რომ ეს ამომ­რჩე­ვე­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ირ­გვლივ უფრო ჩა­დუ­ღაბ­დე­ბა, რად­გან გა­ხა­რი­ას სა­ხით ისი­ნი რე­ა­ლურ საფრ­თხეს და­ი­ნა­ხა­ვენ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ახა­ლი მო­თა­მა­შის შე­მოს­ვლით. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის და­კარ­გვა არ ემუქ­რე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ ყვე­ლა და­ნარ­ჩენ პარ­ტი­ას მო­უ­წევს გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი, გა­ას­მა­გე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ ახა­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ი­ზი­დოს კი არა ვინც ყავ­და ის ამომ­რჩე­ვე­ლი მა­ინც, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი გახარიას
48

წარმატებები ბ-ნო გიორგი..გეწეოდეს წმ. გიორგის მადლი და ძალა, ყველგან და ყველაფერში..იმედი მაქვს, ქვეყანა სიმშვიდისკენ წავა.

bRF
8

ტექტონიკური კი არა და მთელი დღეა ქართული ოცნების მომხრეებს ვერ გადაუწყვეტიათ, დაულაქიონ თუ არა ბატონ გიორგის ფოტო. ძალიან დიდ კრიზისში შევედით ამ გაურკვევლობით. უკვე ნერვები აღარ ყოფნის ხალხს. 

ავტორი:

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით - გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ქართულ პოლიტიკურ ველზე კონკურენციას ზრდის.

"ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ზრდის კონკურენციას ქართულ პოლიტიკურ ველზე - ოპოზიციისთვისაც ერთგვარად ცივი შხაპის ეფექტი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის მათთვის რეალურად ბოლო შანსი, რომ გამოფხიზლდნენ, საკუთარი შეცდომები გაანალიზონ, დაუბრუნდნენ ამომრჩევლის წიაღს, გაცდნენ ტელეეკრანის ჩარჩოებს იმიტომ, რომ ბოლო თვეების მანძილზე თითქმის არ გვინახავს ჩვენ ხალხთან გასული და ხალხთან მისული პოლიტიკოსი. ამიტომაც ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ამ ცივ შხაპს კი არ ჩაყვნენ, არამედ გამოფხიზლდნენ და საკუთარ ამომრჩევლებს ახალი იდეებით, ახალი სახით და განახლებული ენერგიით მიადგნენ.

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს ისევე, როგორც არ გაგვიკვირდეს ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისა. მას აქვს ქარიზმა როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ამომრჩევლებთან ურთიერთობაში და გამოსვლების დროსაც. ჩვენთან აქამდე ქარიზმა აღიქმებოდა მაგალითად, ზვიად გამსახურდიასთან, მიხეილ სააკაშვილთან, მათთან ვინც პროაქტიული ლიდერები იყვნენ, ქუჩაშიც ფრთა გაშლილები და კარგად გრძნობდნენ თავს და მათი ემოციური და ენერგეტიკული მდგენელი იყო ძალიან მაღალი. გახარიას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით „ნაციონალური მოძრაობას“ ამომრჩევლის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ამომრჩეველთა შენარჩუნებისთვის, გაასმაგებულად უნდა იმუშაონ.

"ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მყარი ამომრჩეველი და მე ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ უფრო ჩადუღაბდება, რადგან გახარიას სახით ისინი რეალურ საფრთხეს დაინახავენ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშის შემოსვლით. „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვა არ ემუქრება, სამაგიეროდ ყველა დანარჩენ პარტიას მოუწევს გაათმაგებული, გაასმაგებული მუშაობა იმისთვის, რომ ახალი ამომრჩეველი მოიზიდოს კი არა ვინც ყავდა ის ამომრჩეველი მაინც, რომ შეინარჩუნოს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

"ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს თურმე ნარატივს, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს, რა ბერკეტი მაქვს ცენზურისთვის, ამიტომ ეს სასაცილოა" - კულტურის მინისტრი

"რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა" - თეა წულუკიანი

"ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა" - ეკატერინე ტიკარაძე