რემონტი დაგეგმეთ და ფიქრობთ, რომ ძალიან სასიამოვნო საქმეს შეუდექით? ალბათ, სარემონტო მასალებზე წასულმა პირველი იმედგაცრუებაც მალევე იგრძენით. რემონტის შედეგით გამოწვეული სიამოვნება მართლაც შეუდარებელია, მაგრამ ძალიან რთულია თავად პროცესი, როდესაც უამრავ მაღაზიასა თუ ბაზრობაზე გიწევს წასვლა, რომ შეარჩიო სარემონტო მასალები, ერთმანეთს უნდა შეუხამო სხვადასხვა პროდუქცია, გამოითვალო ოპტიმალური ბიუჯეტი და თანხა ისე გადაანაწილო, რომ ყველაფერი მოგივიდეს.ხელოსანი ერთს გირჩევს, მეგობარი კი – მეორეს. ამ დროს თავად შეიძლება სულ სხვა მოგწონდეს, მაგრამ ცდილობ, გამოცდილი ადამიანის რჩევებს დაუჯერო და საბოლოოდ, ეს ყველაფერი რემონტის პროცესს უსიამოვნებებით სავსე საქმედ აქცევს.
საქმის შესამსუბუქებლად პრაქტიკული რჩევები სარემონტო მასალების შერჩევისთვის ყველას სჭირდება, ამ საქმეში გამოცდილსაც და გამოუცდელსაც. ჩვენი რჩევები მართლაც დაგეხმარებათ, რომ სიამოვნება მიიღოთ არა მხოლოდ რემონტის შედეგით, არამედ – თავად პროცესითაც.
შეიძლება ფიქრობთ, რომ დიზაინის დაგეგმვას თქვენზე კარგად ვერავინ შეძლებს, რადგან ზუსტად იცით, რა მოგწონთ და როგორ სახლში ცხოვრება მოგეწონებათ, მაგრამ რეალურად დიზაინერის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება, თუ თითოეულ დეტალს მასთან ერთად განიხილავთ და ისე დაიწყებთ რემონტს. ამ შემთხვევაში დაზღვეული იქნებით, რომ შეცდომა არ მოგივათ და რემონტის კანონზომიერებას არ დაარღვევთ, შესაბამისად გადაკეთებისა და ახალი ხარჯებისგანაც თავს დაიცავთ. ძალიან მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ „მიჰაუსის“ ინტერიერის დიზაინის კონსულტაცია, რომელიც თითოეულს საკითხს, მათ შორის, განათებას, ფერებს, ავეჯს, გათბობას, იმ კანონზომიერებით გადაანაწილებს, რომ საბოლოოდ თქვენი სახლი უფრო კომფორტული, ფუნქციური და მომხიბვლელი იქნება.
ბიუჯეტის განადაწილება ერთ–ერთი ყველაზე რთული საკითხია, რადგან მაღაზიაში შესულს სხვადასხვა პროდუქციის ფასი გაბნევს, მითითებული ფასი თითქოს ბევრი არაა, მაგრამ საჭირო რაოდენობაზე გამრავლებული უკვე ბევრი გამოდის. თითოეულ პროდუქტზე საბოლოო ფასის დაანგარიშება კი დამღლელიცაა და ნერვების მომშლელიც. უცხო თვალით რომ შეხედოთ თქვენს თავს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში კალკულატორით ხელში, შეიძლება გაგეცინოთ კიდეც. მაგრამ ეს რეალობაა და მიუხედავად ამისა, საბოლოოდ შეიძლება მიხვდეთ, რომ ბიუჯეტი არასწორად გადაგინაწილებიათ და კაფელისთვის ან შპალერისთვის თანხა სულ აღარ გრჩებათ.
ამ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკულია აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც სახლში მეგობრებსა თუ ხელოსნებთან ერთად შეარჩევთ სასარველი პროდუქციის სავარაუდო ჩამონათვალას. აპლიკაციის საშუალებით პროდუქციის საბოლოო ფასსაც მარტივად გაიგებთ და სრული შენაძენის ღირებულებაც გეცოდინებათ. შესაბამისად, მიხვდებით, გათვლილ ბიუჯეტში საღებავით აჭარბებთ დაგეგმილ თანხას თუ ლამინატით.
საბოლოოდ, აპლიკაციაში გამზადებული კალათით მიხვალთ მაღაზიაში, ადგილზე ნახავთ არჩეულ პროდუქციას და მარტივად, ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეიძენთ. მსგავს აპლიკაციას ქართულ ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გთავაზობთ. მისი საშუალებთ ბიუჯეტს სწორად გადაანაწილებთ და შენაძენითაც კმაყოფილი იქნებით.
იცოდით, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი საქართველოში მდებარეობს? ეს „მიჰაუსია“. ასე რომ გაგიმართლათ, შეგიძლიათ სარემონტო მასალები შეიძინოთ სივრცეში, სადაც ყველაფერია. ერთ სართულზე, 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში, თქვენ შეხვდებით 60,000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს ისეთი ქვეყნიდან, როგორებიცაა: ამერიკა, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ირანი, ნიდერლანდები და ა.შ. სხვადასხვა საფასო სეგმენტის პროდუქტიდან კი თქვენთვის სასურველის შერჩევას ნამდვილად შეძლებთ.
ფასდაკლებები ყველას უყვარს, მაგრამ როდესაც საქმე სარემონტო მასალებს ეხება, საქმე ცოტა რთულადაა. რადგან სხვადასხვა კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქციის ერთად წარმოდგენა და ერთმანეთთან შეხამება ადვილი არაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პროდუქციას დიდ ჰიპერმარკეტში არჩევთ. ერთი განყოფილებიდან მეორეში გადასულს უკვე გავიწყდებათ, რა ფერი იყო, მაგალითად, ფასდაკლებული შპალერი და მოუხდება თუ არა ის ფასდაკლებულ კარს. ამაშიც „მიჰაუსის“ აპლიკაცია დაგეხმარებათ, რადგან აპლიკაციაში შეგიძლიათ ცალკე დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქცია. შედეგად დაზოგავთ დროს, ენერგიას და მაქსიმალურად ისარგებლებთ ფასდაკლებით.
სარემონტო მასალების შეძენისას, ყურადღებას ხშირად მხოლოდ მის ვიზუალს აქცევენ და ავიწყდებათ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა, უფრო ტექნიკური საკითხების გათვალისწინებაც. „მიჰაუსის“ აპლიკაციაში ჩაშენებული QR სკანერის მეშვეობით, მაღაზიაში არსებული ნებისმიერი პროდუქტის კოდს დაასკანერებთ და მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. თუ მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ იქნება და კვალიფიციური კონსულტანტის რჩევა დაგჭირდებათ, მის გამოძახებას აპლიკაციის საშუალებითვე შეძლებთ. მიუთითებთ, რომელ პროდუქტზე გჭირდებათ დახმარება და აპლიკაცია მითითებული კატეგორიის საუკეთესო კონსულტნატს ავტომატურად იპოვნის და გამოგიგზავნით.
ინტერიერის დიზაინის მოდაც ისევე იცვლება, როგორც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის. ამიტომ რემონტის გაკეთებამდე აუცილებელია, რომ გადახედოთ მიმდინარე ტრენდებს. ტრენდები კი თქვენს გემოვნებას უნდა შეუსაბამოთ. ასევე, გაითვალისწინეთ ისეთი რჩევებიც, როგორიც თქვენს სივრცეს უფრო დიდს გამოაჩენს. განიხილეთ ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა სტილი, შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური და შესაბამისად, დაიწყეთ სარემონტო მასალების შერჩევა. ამ ყველაფერში კი „მიჰაუსის“ სარემონტო ბლოგი დაგეხმარებათ.
წინასწარ გაანაწილეთ ბიუჯეტი და არ გადააჭარბოთ მას, მოიძიეთ ფასდაკლებები და მაქსიმალურად ისარგებლეთ მათით, გაიარეთ კონსულტაცია დიზაინერთან, გადაწყვეტილება არ მიიღოთ მხოლოდ ვიზუალის მიხედვით – ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, პრობლემებისგან დაზღვეული იქნებით და ისღა დაგრჩებათ, რომ კარგი ხელოსანი მოძებნოთ და თამამად დაელოდოთ რემონტის შედეგს