პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება
"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი რე­აქ­ცია და­ფიქ­სირ­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი რე­აქ­ცი­აა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც ინექ­ცი­ი­დან 15-30 წუთ­ში ან ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფიქ­სირ­დე­ბა.

"მინ­და გა­უ­წყოთ პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი გარ­თუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის. იცით, რომ მვაქ­ცი­ნა­ცია და ნე­ბის­მი­ე­რი წა­მა­ლი არ გახ­ლავთ და­ზღვე­უ­ლი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის­გან. ვაქ­ცი­ნებ­ზე არ­სე­ბობს მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა სწრა­ფად, ეს გახ­ლავთ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც ინექ­ცი­ი­დან 15-20-30 წუთ­ში ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა იყოს მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი რე­აქ­ცია.

ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს მსუ­ბუ­ქად ან მძი­მედ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რა­დაც დამ­თავ­რდეს. ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ამ ვაქ­ცი­ნებს, რო­მე­ლიც კო­ვი­დის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან, ყვე­ლას აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მა­ნი­ფეს­ტა­ცია. ბევ­რად უფრო ხში­რი, ვიდ­რე კა­ლენ­და­რულ ვაქ­ცი­ნებ­ზეა. ანუ ეს ვაქ­ცი­ნე­ბი არი­ან უფრო რე­აქ­ტო­გე­ნუ­ლი. ანუ იძ­ლე­ვი­ან უფრო ხში­რად რე­აქ­ცი­ებს, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რით თა­ვის ტკი­ვი­ლით, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით და ასე და ასე შემ­დეგ. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია. დღემ­დე 3365 აცრა ჩა­ტარ­და სე­რი­ო­ზუ­ლი და გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა იყო მხო­ლოდ 4. თუმ­ცა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია არ ყო­ფი­ლა.

დღეს ახალ­ცი­ხე­ში, იმე­დის "კლი­ნი­კა­ში", 12 სა­ათ­სა და 15 ეუთ­ზე აიც­რა ჩვე­ნი კო­ლე­გა, 27 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ანამ­ნე­ზით სის­ტე­მა­ტუ­რად იტა­რებ­და გრი­პის აც­რას და არ აღ­ნიშ­ნავ­და ანამ­ნეზსში ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს. აც­რის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა პირ­და­პირ ეთერ­შიც მო­უ­წო­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს აც­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ. 30 წუთ­ში გან­ვი­თარ­და და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი რე­აქ­ცია. არ ვი­ცით ეს იყო ალერ­გი­უ­ლი თუ სხვა რე­აქ­ცია. თუმ­ცა ექი­მე­ბის წი­ნას­წა­რი სა­უბ­რით, გავ­და ეს ანა­ფი­ლაქ­სი­ურ რე­აქ­ცი­ას. ადა­მი­ანს ად­გილ­ზე დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და გა­და­დუ­დე­ბე­ლი რე­აქ­ცია. ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად დამ­ძიმ­და. ამ­ჟა­მად ავად­მყო­ფის გად­მოყ­ვა­ნა თბი­ლის­ში ხდე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად და­წყე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვის მოკ­ვლე­ვა" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ახალ­ცი­ხე­ში, "ას­ტრა­ზე­ნა­კას" ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, ექთა­ნი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ალერ­გი­უ­ლი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ად­გი­ლი ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბას - 27 წლის ქა­ლის ახ­ლობ­ლებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შუშა ჩა­ამ­ტვრი­ეს.

კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
72

კიდევ ეს უნდოდათ ანტივაქსერებს?

პაციენტი
70

ანაფილაქსიური შოკი მეც მქონდა, მოხალულ თხილზე დამემართა წლების წინ. სად იყო მაშინ ან კოვიდი ან ვაქცინა! ნებისმიერს შეიძლება დაემართოს სხვადასხვა ალერგენზე, ნერვიულობაზეც კი შეიძლება განვითარდეს.

ავტორი:

"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.

"მინდა გაუწყოთ პირველი სერიოზული გვერდითი გართულება ვაქცინაციის პროცესის. იცით, რომ მვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული მოქმედებები. ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწრაფად, ეს გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-20-30 წუთში ვითარდება. თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია.

ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად ან მძიმედ, ასევე შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ამ ვაქცინებს, რომელიც კოვიდის პროცესში გამოიყენებიან, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ ვაქცინებზეა. ანუ ეს ვაქცინები არიან უფრო რეაქტოგენული. ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით და ასე და ასე შემდეგ. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია. დღემდე 3365 აცრა ჩატარდა სერიოზული და გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. თუმცა ანაფილაქსიური რეაქცია არ ყოფილა.

დღეს ახალციხეში, იმედის "კლინიკაში", 12 საათსა და 15 ეუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც ანამნეზით სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზსში ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ ქალბატონმა პირდაპირ ეთერშიც მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა რეაქცია. თუმცა ექიმების წინასწარი საუბრით, გავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადადუდებელი რეაქცია. ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. ამჟამად ავადმყოფის გადმოყვანა თბილისში ხდება. პარალელურად დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა" - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ახალციხეში, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა. სავარაუდოდ, მას ალერგიული შოკი განუვითარდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას - 27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.

კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

სწრაფი სესხი 5 წუთში

კომაში ჩავარდნილი ექთანი გარდაიცვალა