პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება..." - როგორ გადაიტანა "ასტრაზენეკას" ვაქცინა მარინა ეზუგბაიამ
"მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება..." - როგორ გადაიტანა "ასტრაზენეკას" ვაქცინა მარინა ეზუგბაიამ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ თავს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გრძნობს. ეზუგ­ბა­ი­ამ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად 15 მარტს გა­ი­კე­თა.

"ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას ახ­ლავს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და არც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნაა ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი, მა­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ეს არის მი­ნი­მა­ლუ­რი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძაფ­რით გა­მო­ხა­ტუ­ლი: ტკი­ვი­ლი ინექ­ცი­ის ად­გი­ლას, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ცხე­ლე­ბა, ართრალ­გია (სახ­სრის ტკი­ვი­ლი), დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. მეტ­ნაკ­ლე­ბად, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს მას­ში ვინც აიც­რე­ბა, ზოგ­თან კი შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გად გა­და­ი­ტა­ნოს.

პი­რა­დად ჩემს მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით: მქონ­და ტკი­ვი­ლი ინექ­ცი­ის ად­გი­ლას, ზო­მი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. გუ­შინ 24 სა­ა­თი გა­ვი­და აც­რი­დან და თით­ქოს არა­ფე­რი არ მქო­ნია, ისე გა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა. დღეს დი­ლი­დან სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი ვარ. ასე რომ, აც­რის შემ­დგომ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და ად­ვი­ლად დას­რულ­დე­ბა, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე" - ამის შე­სა­ხებ ეზუგ­ბა­ი­ამ გა­და­ცე­მა "ახა­ლი დღის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია ხოლ­მე... იმის­თვის, რომ იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არ შე­ვუ­შა­ლოთ ხელი, მარ­თლაც არ არის სა­სურ­ვე­ლი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა. თუ გა­ვი­თა­ვი­სებთ, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ას ვი­კე­თებთ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში და­ა­ვა­დე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს, რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლია ალ­კოჰო­ლი არ მი­ვი­ღოთ, მაქ­სი­მუმ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა. იმის­თვის, რომ ეს ჩემი რჩე­ვა რე­ა­ლო­ბად ქცე­უ­ლი­ყო, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს­თან, შოთა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს­თან ერ­თად, ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა ჩა­ვი­ტა­რე ვაქ­ცი­ნა­ცია და ამით მო­სახ­ლე­ო­ბას ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს არ არის სა­ში­ში, რაც არ უნდა გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. იმის­თვის რომ ქვე­ყა­ნამ გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტ­მში, კა­ლა­პოტ­ში ჩად­გეს, გა­დავ­ლა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია" - აღ­ნიშ­ნა "ახა­ლი დღის" ეთერ­ში ჩარ­თვი­სას ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა.

ეზუგ­ბა­ი­ამ ასე­ვე მი­მარ­თა კო­ლე­გებს, ექი­მებს და თხო­ვა, რომ გა­ი­კე­თონ აცრა და ამით პი­რა­დი მა­გა­ლი­თი მის­ცენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მა­თაც უშიშ­რად და­ი­წყონ ვაქ­ცი­ნა­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 15 მარტს, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს მე­დი­ის თვალ­წინ აიც­რა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
30

sacyali eqimebi jer koorona virustan brdzolashi wina xazze gaagdes, iaragis da dacvis gareshe, exla eqsperimentebasc utareben :))) gamovlen mere da sami musheterio da taviant tavebs adideben...

გამყრელიძე
36

ჯერ 10 დღე გავიდეს,,,,

ავტორი:

"მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება..." - როგორ გადაიტანა "ასტრაზენეკას" ვაქცინა მარინა ეზუგბაიამ

"მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება..." - როგორ გადაიტანა "ასტრაზენეკას" ვაქცინა მარინა ეზუგბაიამ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ვაქცინაციის შემდეგ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ეზუგბაიამ "ასტრაზენეკას" ვაქცინა სხვა კოლეგებთან ერთად 15 მარტს გაიკეთა.

"ყველა ვაქცინას ახლავს გვერდითი მოვლენები და არც "ასტრაზენეკას" ვაქცინაა ამ მხრივ გამონაკლისი, მასაც აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ეს არის მინიმალური და საშუალო სიმძაფრით გამოხატული: ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცხელება, ართრალგია (სახსრის ტკივილი), დაღლილობის შეგრძნება. მეტნაკლებად, ეს შეიძლება გამოხატული იყოს მასში ვინც აიცრება, ზოგთან კი შეიძლება სულაც არ იყოს გამოხატული და ძალიან კარგად გადაიტანოს.

პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით: მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, ზომიერი თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება. გუშინ 24 საათი გავიდა აცრიდან და თითქოს არაფერი არ მქონია, ისე გაიარა ყველაფერმა. დღეს დილიდან სრულიად ჯანმრთელი, ენერგიული, აქტიური ვარ. ასე რომ, აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები, ძალიან მინიმალურად არის გამოხატული და ადვილად დასრულდება, ყოველგვარი გართულების გარეშე" - ამის შესახებ ეზუგბაიამ გადაცემა "ახალი დღის" ეთერში განაცხადა.

მანვე გააკეთა განმარტება გავრცელებული მოსაზრების შესახებ, რომ ვაქცინის გაკეთებიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ არის სასურველი:

"საქართველოში ეს თემა ძალიან აქტუალურია ხოლმე... იმისთვის, რომ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას არ შევუშალოთ ხელი, მართლაც არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება. თუ გავითავისებთ, რომ იმუნიზაციას ვიკეთებთ ანტისხეულების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც შემდგომში დაავადებისგან დაგვიცავს, რა თქმა უნდა, სასურველია ალკოჰოლი არ მივიღოთ, მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში.

ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. იმისთვის, რომ ეს ჩემი რჩევა რეალობად ქცეულიყო, პაატა იმნაძესთან, შოთა გოგიჩაიშვილთან და მარინა ენდელაძესთან ერთად, ერთ-ერთმა პირველმა ჩავიტარე ვაქცინაცია და ამით მოსახლეობას ვაჩვენეთ, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია. ეს არ არის საშიში, რაც არ უნდა გვერდით მოვლენებზე იყოს საუბარი. იმისთვის რომ ქვეყანამ გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულ რიტმში, კალაპოტში ჩადგეს, გადავლახოთ ეს ყველაფერი, აუცილებელია ვაქცინაცია" - აღნიშნა "ახალი დღის" ეთერში ჩართვისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ეზუგბაიამ ასევე მიმართა კოლეგებს, ექიმებს და თხოვა, რომ გაიკეთონ აცრა და ამით პირადი მაგალითი მისცენ მოსახლეობას, რომ მათაც უშიშრად დაიწყონ ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი 15 მარტს, საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოსვლიდან მეორე დღეს მედიის თვალწინ აიცრა.

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, დავით ციციშვილი გარდაიცვალა

ასაცრელი სივრცეები სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა - კიდევ სად შეიძლება აცრან მოქალაქეები?