პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში" -  ლადო კახაძე
"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში" -  ლადო კახაძე

"ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბამ­დე მყავს ნა­ნა­ხი, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, რომ ის ასე­თი დიდი, გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ენერ­გი­ის წყა­რო გახ­დე­ბო­და", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტში, პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ლადო კა­ხა­ძე, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დო­ჰას ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, მის მშობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ბა­ნაკს ვე­ტყვი - თქვე­ნი გეს­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­ში გარ­და­იქ­მნე­ბა იმ პო­ტენ­ცი­ალ­ში, რომ ახა­ლი მო­წო­დე­ბით ახალ ეისს გა­ა­კე­თებს და ერთი დარ­ტყმით მო­უ­გებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. რაც მეტს და­უ­პი­რის­პი­რებ­დე­ბით, მით მეტ წარ­მა­ტე­ბას შექ­მნის. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არის ასე­თი ორ­გა­ნო, ღვიძ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა შხამს გა­და­ხარ­შავს და ისევ თა­ვი­სი ორ­გა­ნიზ­მის სა­სი­კე­თო ენერ­გი­ად აქ­ცევს. დიახ, ასე­თი ენერ­გი­ის მფლო­ბე­ლია ეს კაცი. ყვე­ლა ადა­მი­ანს, ყვე­ლა ქარ­თველს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებს, ქვეყ­ნის გა­რეთ მცხოვ­რებს, ვი­საც ამ გა­მარ­ჯვე­ბამ სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მო­ვუ­წო­დებ, რომ ჩვენ ჩვე­ნი სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე მუხლჩა­უხ­რე­ლად ვა­კე­თოთ და რაც მთა­ვა­რია, ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის კარ­გად ყოფ­ნა არა­მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად ყოფ­ნაა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კარ­გად ყოფ­ნა და შე­კავ­ში­რე­ბა­ცაა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის (საპ­რი­ზო ფონ­დი 1 153 560) ფი­ნალ­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა რო­ბერ­ტო ბა­უ­ტის­ტა აგუ­ტი ორ სეტ­ში და­ა­მარ­ცხა. პირ­ვე­ლი სეტი ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მე­ტო­ქეს ტაი-ბრე­იკ­ზე მო­უ­გო, მე­ო­რე კი - 6:2. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან წა­გე­ბა­თა 5-მატ­ჩი­ა­ნი სე­რი­ის შემ­დეგ ზე­დი­ზედ ხუთ­ჯერ იმარ­ჯვა და რე­ი­ტინ­გში 5 სა­ფე­ხუ­რით და­წი­ნა­ურ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი აგუტს მე­ხუ­თედ შეხ­ვდა და მე­ო­რე და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა - კა­რი­ე­რა­ში ATP-ის ეგი­დის მე­ო­თხე ტურ­ნი­რი მო­ი­გო და 250 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლას მი­ი­ღებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
6

... ლადო ყოჩაღ!!

კ ო მ ბ ლ ე
29

და რა ფასად ნახე, იქნებ ეგეც გეთქვა.......

ავტორი:

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში" -  ლადო კახაძე

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში" -  ლადო კახაძე

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის ასეთი დიდი, გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირში გამარჯვებას.

მან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მის მშობლებსა და გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.

"მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ვისაც ამ გამარჯვებამ სიხარული და სიამოვნება მიანიჭა, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არამარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა და შეკავშირებაცაა“, - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა. პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს ტაი-ბრეიკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ბატონო მამუკა, თბილისი როდის გიყვარდათ? დედაქალაქს რომ სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?" - ზარქუა ხაზარაძეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"