პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა
"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მამა ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც მან "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ შვი­ლიშ­ვილს ჩვე­ნე­ბა ძა­ლით მი­ა­ცე­მი­ნეს.

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ერთი დიდი სპექ­ტაკ­ლია ნი­კას ირ­გვლივ. გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო და გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. არ არ­სე­ბობს, რომ ნი­კამ ვინ­მეს ხელი და­ა­კა­როს. ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით ამ არა­სამ­თავ­რო­ბებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს რომ ეძა­ხი­ან თავს, კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვთ. ბავ­შვს არ აჩ­ვე­ნე­ბენ. გა­სა­ო­ცა­რი სი­ძულ­ვი­ლით მიდ­გო­მა აქვთ.

რა­ტომ ვამ­ბობ რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან ეს ვი­თომ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. ბავ­შვზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ზე­წო­ლა, სამი ვი­დეო ჩა­ი­წე­რეს, სა­დაც ბავ­შვი ლა­პა­რა­კობს, რომ ბე­ბია და ბა­ბუა თავ­ში მირ­ტყა­მენ, მცე­მენ, კოშ­მა­რე­ბი მე­სიზ­მრე­ბაო და ასე შემ­დეგ, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­ა­ცე­მი­ნეს ჩვე­ნე­ბა" - ამ­ბობს ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სკან­დალ­ზე ხელ­მე­ო­რედ მას შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რაც ქარ­თველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი მო­ი­გო. და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს: "ლუ­კას, მა­მი­კო, მინ­და და­ი­მახ­სოვ­რო, შენ ხარ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი მად­ლო­ბა გვერ­დით დგო­მის­თვის".

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას­თან, ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვილ­თან იზ­რდე­ბა. წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და ერ­თმა­ნეთს.

ცოლ­მა ის ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის მერე ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს კი­დეც, თუმ­ცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ამ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
26

... ისე რა მიკვირს იცით, ევროპაში , რუსეთში ეს ბაბუცა-ფემინისტკები სხვადასხვა აქციებს ატარებენ, იხდიან ტანსაცმელს და შიშველი სხეულით იქცევენ ყურადღებას!!! შენ ბაბუც რატომ არ იქცევი ასე, გრცხვენია???!!!))) ცოტა თამამად, თამამად , თორემ ასაკი გემატება და მერე....!!!)))

კრისტი
4

ეს ყოფილი ცოლი მაგარი ფულისტია....სანამ არ გაიზრდება ბავშვი მაგას არც არაფერი არ უნდა მისცეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ შვილიშვილს ჩვენება ძალით მიაცემინეს.

"წარმოიდგინეთ, რომ ერთი დიდი სპექტაკლია ნიკას ირგვლივ. გაიმართება სასამართლო და გაირკვევა ყველაფერი. არ არსებობს, რომ ნიკამ ვინმეს ხელი დააკაროს. ბავშვთან დაკავშირებით ამ არასამთავრობებს, უფლებადამცველებს რომ ეძახიან თავს, კრიმინალური მიდგომა აქვთ. ბავშვს არ აჩვენებენ. გასაოცარი სიძულვილით მიდგომა აქვთ.

რატომ ვამბობ რომ დამნაშავეები არიან ეს ვითომ უფლებადამცველები. ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც ბავშვი ლაპარაკობს, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ, მცემენ, კოშმარები მესიზმრებაო და ასე შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება" - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილის სკანდალზე ხელმეორედ მას შემდეგ ალაპარაკდა საზოგადოება, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას საერთაშორისო ტურნირი მოიგო. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს.

ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ