მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯორჯიან მანგანეზი" განცახდებას ავრცელებს
"ჯორჯიან მანგანეზი" განცახდებას ავრცელებს

გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტს, სა­დაც სა­უ­ბა­რია, თით­ქოს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა“, კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით ჭი­ა­თუ­რას გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა და მად­ნის მო­პო­ვე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს დღე­საც ნორ­მე­ბის დაც­ვის უგულ­ველ­ყო­ფით ახორ­ცი­ე­ლებს.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ სი­უ­ჟეტ­ში მოყ­ვა­ნი­ლი მა­სა­ლა არის სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს, „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“, მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს და კომ­პა­ნი­ის რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და იმიჯს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი, "მთა­ვა­რი არ­ხის" სი­უ­ჟეტ­ში და­მა­ხინ­ჯე­ბით არის გად­მო­ცე­მუ­ლი, ან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია:

1. ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ შეც­დო­მით იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა - „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ ნაც­ვლად, სი­უ­ჟეტ­ში მან ის არა­ერ­თხელ "ჭი­ა­თურ მან­გა­ნუ­მად" მო­იხ­სე­ნია;

2. "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სხვა­დას­ხვა წლებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი შუქ­რუთ­ში, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლისტს სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა აქაც შეც­დო­მით აქვს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და სი­უ­ჟეტ­ში მას სო­ფელ ქე­ქუ­თად მო­იხ­სე­ნი­ებს;

3. "მთა­ვა­რი არ­ხის" სი­უ­ჟეტ­ში სა­უ­ბა­რია, თით­ქოს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ მად­ნის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად აზი­ა­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ლებს, თუმ­ცა შუქ­რუთ­ში ის თით­ქმის 1 წე­ლია აღარ ოპე­რი­რებს.

4. "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ ნაჩ­ვე­ნებ სო­ფელ­ში ამ­ჟა­მად "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი, მა­დან­მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია „შუქ­რუ­თი+“ ოპე­რი­რებს, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ შუქ­რუთ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მხო­ლოდ ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 მლნ 200 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცია უკვე გას­ცა და ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის სა­კი­თხი "მთა­ვარ არხს", რო­გორც ჩანს, "გა­მორ­ჩა".

5. "მთა­ვა­რი არ­ხის" სი­უ­ჟეტ­ში სა­უ­ბა­რი იყო „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველ­ზეც, თით­ქოს ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა 2017 წელს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­ას­რუ­ლა და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნი­ლი 14-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის არ­ცერ­თი პი­რო­ბა არ შე­უს­რუ­ლე­ბია, რაც ასე­ვე არის სიც­რუე. ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვა­ნის სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, კომ­პა­ნი­ამ ჭი­ა­თუ­რა­ში აა­შე­ნა ახა­ლი გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, ასო­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის რე­კულ­ტი­ვა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა (წე­ლი­წად­ში 50 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რი­ის რე­კულ­ტი­ვი­რე­ბა ხდე­ბა), მდი­ნა­რე ყვი­რი­ლა­ზე ააგო დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რი, აღ­მო­ფხვრა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მე­წო­ნი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, აღად­გი­ნა ეკო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, აა­მოქ­მე­და "ცხე­ლი ხაზი" და სხვა.

6. სი­უ­ჟეტ­ში სა­უ­ბა­რი იყო, თით­ქოს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ თა­ვის და­საქ­მე­ბუ­ლებს აში­ნებს, რის გა­მოც ისი­ნი მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რაც ასე­ვე არის ტყუ­ი­ლი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტსა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის არას­დროს ისე­თი მჭიდ­რო და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია არ არ­სე­ბობ­და, რო­გორც ეს დღეს არის.

7. ჟურ­ნა­ლის­ტმა სი­უ­ჟეტ­ში გა­აჟ­ღე­რა, თით­ქოს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ „წა­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს“ და შე­მო­სავ­ლებს მა­ლავს - არ­ცერთ ეტაპ­ზე, კომ­პა­ნი­ას ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია. "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­ის წილი მთლი­ან ექ­სპორ­ტში - 6%-ია, ის სი­დი­დით მე­ო­თხე კომ­პა­ნი­აა და დღეს ქვე­ყა­ნა­ში 6000-ზე მეტ სა­მუ­შაო ად­გილს ქმნის. კომ­პა­ნი­ას მუ­შა­ო­ბა არც პან­დე­მი­ის პრო­ცეს­ში შე­უ­წყვე­ტია და დღემ­დე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, "მთა­ვარ­მა არ­ხმა" აქაც იც­რუა;

8. სიც­რუა, თით­ქოს „მთა­ვარ­მა არხს“ „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის ჩა­წე­რა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და. მას კომ­პა­ნი­ის­თვის არც კო­მენ­ტა­რის თხოვ­ნით, არც ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად არ მო­უ­მარ­თავს.

ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის, რაც "მთა­ვარ­მა არ­ხმა" სი­უ­ჟეტ­ში გა­აჟ­ღე­რა.

ამას­თან, რო­გორც ჩანს, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის მან­კი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბებს არ ივი­წყე­ბენ და ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ჩვე­ულ მე­თო­დებს მი­მარ­თა­ვენ. ამ ყვე­ლაფ­რის უკან კი, თა­ვი­სუ­ფალ ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის გარ­და, რო­გორ ჩანს, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი დგას, რომ­ლებ­საც სურთ, ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას და მის მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტო­რებს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ მკაც­რად გმობს მე­დი­ის მხრი­დან მსგავ­სი მავ­ნებ­ლუ­რი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას. ამავდრო­უ­ლად კომ­პა­ნია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ ღიაა ნე­ბის­მი­ერ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და მზად არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ნა­წილს, ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმ უამ­რა­ვი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში მან ჭი­ა­თუ­რა­სა და ზეს­ტა­ფონ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

lika
0

დარკვეთში გამოგიგზავნით და აჩვენეთ რა სამოთხეა, ანადგურებთ ყველაფერს ტყეს მინდორს სახლებს და კიდევ ბედავთ და თავი ანგელოზებად მოგაქვთ არის დარკვეთში თუნდაც გზა? მატყუარებო პირადად გამოგიგზავნით მთავარ არხს და მერე იმართლეთ თავი კერძოდ მიქაბერიძემ

ავტორი:

"ჯორჯიან მანგანეზი" განცახდებას ავრცელებს

"ჯორჯიან მანგანეზი" განცახდებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზმა“, კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ, თავისი საქმიანობით ჭიათურას გამოუსწორებელი გარემოსდაცვითი ზიანი მიაყენა და მადნის მოპოვებით სამუშაოებს დღესაც ნორმების დაცვის უგულველყოფით ახორციელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი მასალა არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნული ტელეკომპანია, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ცდილობს, „ჯორჯიან მანგანეზის“, მისი აქციონერებისა თუ ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია მოახდინოს და კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯს ზიანი მიაყენოს.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, "მთავარი არხის" სიუჟეტში დამახინჯებით არის გადმოცემული, ან ცრუ ინფორმაციას შეიცავს შემდეგი ინფორმაცია:

1. ჟურნალისტის მიერ შეცდომით იყო დასახელებული კომპანიის სახელწოდება - „ჯორჯიან მანგანეზის“ ნაცვლად, სიუჟეტში მან ის არაერთხელ "ჭიათურ მანგანუმად" მოიხსენია;

2. "მთავარი არხის" მიერ ნაჩვენები იყო სხვადასხვა წლებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლები შუქრუთში, თუმცა ჟურნალისტს სოფლის სახელწოდება აქაც შეცდომით აქვს დასახელებული და სიუჟეტში მას სოფელ ქექუთად მოიხსენიებს;

3. "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ მადნის მოპოვების შედეგად აზიანებს მოსახლეობის სახლებს, თუმცა შუქრუთში ის თითქმის 1 წელია აღარ ოპერირებს.

4. "მთავარი არხის" მიერ ნაჩვენებ სოფელში ამჟამად "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი, მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“ ოპერირებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შუქრუთში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია უკვე გასცა და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. თუმცა, ანაზღაურებული კომპენსაციების საკითხი "მთავარ არხს", როგორც ჩანს, "გამორჩა".

5. "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარი იყო „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველზეც, თითქოს ნიკოლოზ ჩიქოვანმა 2017 წელს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და სასამართლოს წინაშე წარდგენილი 14-პუნქტიანი გეგმის არცერთი პირობა არ შეუსრულებია, რაც ასევე არის სიცრუე. ნიკოლოზ ჩიქოვანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის შემდეგ, წლების განმავლობაში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, კომპანიამ ჭიათურაში ააშენა ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ასობით დამუშავებული ტერიტორიის რეკულტივაცია განახორციელა (წელიწადში 50 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის რეკულტივირება ხდება), მდინარე ყვირილაზე ააგო დამცავი ჯებირი, აღმოფხვრა ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება, აღადგინა ეკოლოგიური ლაბორატორია, აამოქმედა "ცხელი ხაზი" და სხვა.

6. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ თავის დასაქმებულებს აშინებს, რის გამოც ისინი მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებულები არიან, რაც ასევე არის ტყუილი. სრული პასუხისმებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის არასდროს ისეთი მჭიდრო და კონსტრუქციული კომუნიკაცია არ არსებობდა, როგორც ეს დღეს არის.

7. ჟურნალისტმა სიუჟეტში გააჟღერა, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ „წაგებაზე მუშაობს“ და შემოსავლებს მალავს - არცერთ ეტაპზე, კომპანიას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. "ჯორჯიან მანგანეზი" უმსხვილესი კომპანიაა, რომლის პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში - 6%-ია, ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა და დღეს ქვეყანაში 6000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. კომპანიას მუშაობა არც პანდემიის პროცესში შეუწყვეტია და დღემდე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, შესაბამისად, "მთავარმა არხმა" აქაც იცრუა;

8. სიცრუა, თითქოს „მთავარმა არხს“ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ხელმძღვანელი პირების ჩაწერაზე უარი განუცხადა. მას კომპანიისთვის არც კომენტარის თხოვნით, არც ინფორმაციის გადასამოწმებლად არ მოუმართავს.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცრუ ინფორმაციის, რაც "მთავარმა არხმა" სიუჟეტში გააჟღერა.

ამასთან, როგორც ჩანს, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი პირები სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მანკიერ გამოცდილებებს არ ივიწყებენ და ბიზნესზე ზეწოლის ჩვეულ მეთოდებს მიმართავენ. ამ ყველაფრის უკან კი, თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლის გარდა, როგორ ჩანს, კონკრეტული პირების ინტერესები დგას, რომლებსაც სურთ, ქართულ ეკონომიკას და მის მნიშვნელოვან აქტორებს ზიანი მიაყენონ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მკაცრად გმობს მედიის მხრიდან მსგავსი მავნებლური, არაპროფესიონალური და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას. ამავდროულად კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ღიაა ნებისმიერ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისთვის და მზად არის, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ინფორმაცია იმ უამრავი გარემოსდაცვითი პროექტის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში მან ჭიათურასა და ზესტაფონში წარმატებულად განახორციელა.

შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს!