პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - "წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი"
რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - "წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი"

იმე­დის გვაქვს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, რაც მხა­რე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ დი­ა­ლო­გის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თვის, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

ამ კონ­ტექ­სტში კო­ბა­ხი­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა, უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი.

“ჩვენ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პით და რა­საც სა­მარ­თლი­ა­ნად ჩავ­თვლით, იმას, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს მო­ვა­წერთ. წი­თე­ლი ხა­ზია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მეტი არა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა და გან­მარ­ტა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე, უფრო კონ­კრე­ტულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

“პარტნი­ო­რებ­თან ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით დი­ა­ლო­გის დე­ტა­ლებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებთ, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ დის­კუ­სი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ამის შემ­დეგ გა­ნახ­ლდე­ბა დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი, რაც დღეს უნდა დას­რულ­დეს. ვიდ­რე პრო­ცე­სი არ დას­რულ­დე­ბა, კონ­კრე­ტულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებთ ვერც პირ­და­პი­რი და ვერც ირი­ბი ფორ­მით“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზად არის სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში შე­თან­ხმე­ბის­თვის და ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სრუ­ლად ვაჩ­ვე­ნებთ ამ დი­ა­ლოგ­ში, - ამის შე­სა­ხებ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ ოპო­ზი­ცია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და რე­ა­ლო­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­ხე­დავს შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლო პი­რო­ბებს, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­ვა­დია.

"დღეს ძა­ლი­ან მშვი­დი და საქ­მი­ა­ნი სა­უ­ბა­რი შედ­გა. ეს არის პრი­ვი­ლე­გია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ასე­თი მა­ღა­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არის ამ დი­ა­ლოგ­ში.

ვფიქ­რობ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი პრინ­ცი­პე­ბის გარ­შე­მო შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­ვა­დია და თუ ოპო­ზი­ცი­აც ამ რე­ა­ლუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­ა­ფა­სებს შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძლებთ შე­თან­ხმე­ბას. დღეს კი­დევ გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და დღის ბო­ლომ­დე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვენ შევ­თან­ხმდეთ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზად არის სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში შე­თან­ხმე­ბის­თვის და ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სრუ­ლად ვაჩ­ვე­ნებთ ამ დი­ა­ლოგ­ში. ორმა მი­ლი­ონ­მა მო­ქა­ლა­ქემ მის­ცა ხმა სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ას, ჩვენ ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის არ­ჩე­ვანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისე­თი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და უზ­რუნ­ველ­ყოფს პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვსურს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რე­ფორ­მებ­მა მო­ი­ტა­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რამ სა­დაც არა ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა, არა­მედ საქ­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ დი­ა­ლოგ­ში მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის უფრო დე­ტა­ლუ­რად აგ­ვეხ­სნა რა არის ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა და ამ დი­ა­ლოგ­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც გა­მო­ხა­ტავს ამ მხარ­და­ჭე­რას. თუ ოპო­ზი­ცია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და რე­ა­ლო­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­ხე­დავს შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლო პი­რო­ბებს ვფიქ­რობ, პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა­ზე შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­ვა­დია. ჩვენ სწო­რედ ამ კუ­თხით ვხე­დავთ ამ შე­თან­ხმე­ბას და პი­რო­ბებს რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა, იმე­დი მაქვს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს იქ­ნე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა, მათ შო­რის ჩვენ­თან და დღის ბო­ლომ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ დროს, რომ და­ვა­ახ­ლო­ვოთ პო­ზი­ცი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მას­თან ერ­თად ბლოკ­ში მყო­ფი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა.

შეხ­ვედ­რას სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­სა და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბი­ან. შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

ოპო­ზი­ცი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კომ­პრო­მი­სის მი­საღ­წე­ვად კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს და მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეხ­ვედ­რე­ბი და­გეგ­მი­ლია ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ეს­წრე­ბი­ან. ​

"ერ­თა­დერ­თი შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია დღეს ჩვენ ვი­სა­უბ­როთ, ეს არის გზა თუ რო­გორ მი­ვალთ ამ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ცხა­დია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რჩე­ბა ოპო­ზი­ცი­ის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის მო­თხოვ­ნად", - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნას კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი სჭირ­დე­ბა.

„შე­დე­გის მიღ­წე­ვა ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და წინსვლის­თვის, ამი­ტომ ჩვენ ჩვე­ნი მხრი­დან, ოპო­ზი­ცი­ამ არა­ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ მზად­ყოფ­ნა, რომ წა­ვი­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე იმ გან­წყო­ბით, რომ და­ი­დოს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ჰყავს ორი მხა­რე, ამი­ტომ შე­თან­ხმე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი, ცხა­დია, არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

ჩვენ დღეს ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ვნა­ხავთ რა წი­ნა­და­დე­ბე­ბით მო­ვი­და მმარ­თვე­ლი გუნ­დი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხიც.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ჩვენ უკვე წა­ვე­დით გარ­კვე­ულ კომ­პრო­მი­სებ­ზე ამ პრო­ცეს­ში, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც გან­ვა­ცხა­დეთ, რომ დაე, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს პლე­ბის­ცი­ტის გზით, ჩა­ტარ­დეს თუ არა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნას კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად სჭირ­დე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი - ერ­თა­დერ­თი შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია დღეს ჩვენ ვი­სა­უბ­როთ, ეს არის გზა თუ რო­გორ მი­ვალთ ამ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ცხა­დია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის - ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რჩე­ბა ოპო­ზი­ცი­ის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის მო­თხოვ­ნად, რო­მე­ლიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ იქ­ნე­ბა ნდო­ბის აღ­დგე­ნის მე­ქა­ნიზ­მი იმის­თვის, რომ სა­ერ­თოდ ეს შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს და იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მარტს ეს­ტუმ­რა. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ჩა­ერ­თოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის მიერ 1-ელ მარტს ინი­ცი­რე­ბულ, გა­ნახ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგ­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
13

სამწუხაროდ, მგონია, რომ არცერთი მხარე უკან არ დაიხევს. მით უფრო, რომ ოპოზიციას აქვს ძალიან კატეგორიული მოთხოვნები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მათ კაპრიზებს არ დააკმაყოფილებს. ოპოზიციასაც ეს უნდა-უსასრულო გაწამაწია.

გლახუნა
77

ივანაშვილებო - თქვენი ,, სამართლიანობა,, არსად დაიკარგოს... მაგ თქვენი,, სამართლიანობით,, და ,,სამართლიანობის აღდგენით,, - 2012 წლიდან საქართველო ერთ - ერთი ყველაზე ღატაკი, უსუსური, გაძარცვული, უიმედო, უპერსპექტივო, უავტორიტეტო... წარმონაქმნად, ანუ - რუსულ გუბერნიად აქციეთ.- რ უ ს უ ლ ი ინტერესებებისათვის... რისი ატანაც ძალიან შეუძლებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის ... 

ავტორი:

რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - "წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი"

რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - "წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი"

იმედის გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი.

“ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რაც დღეს უნდა დასრულდეს. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, პარლამენტში შესვლაზე შეთანხმება მიღწევადია.

"დღეს ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი შედგა. ეს არის პრივილეგია საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში.

ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობებს იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ. „ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში. ორმა მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება გრძელვადიანი და უზრუნველყოფს პოლიტიკურ თანამშრომლობას. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკური კულტურამ სადაც არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი.

ამ დიალოგში მოგვეცა საშუალება როგორც ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო დეტალურად აგვეხსნა რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაც გამოხატავს ამ მხარდაჭერას. თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს ვფიქრობ, პარლამენტში შემოსვლაზე შეთანხმება მიღწევადია. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს რომელიც განიხილება, იმედი მაქვს ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა. სავარაუდოდ დღეს იქნება კიდევ რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა, მათ შორის ჩვენთან და დღის ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რომ დავაახლოვოთ პოზიციები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილი ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

"ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად ვადამდელი არჩევნები სჭირდება.

„შედეგის მიღწევა ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის და წინსვლისთვის, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან, ოპოზიციამ არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ წავიდეთ მოლაპარაკებებზე იმ განწყობით, რომ დაიდოს კონკრეტული შედეგი, მაგრამ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე, ამიტომ შეთანხმების მთავარი გასაღები, ცხადია, არის ხელისუფლების განკარგულებაში.

ჩვენ დღეს ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, ვნახავთ რა წინადადებებით მოვიდა მმართველი გუნდი და შესაბამისად, განისაზღვრება ჩვენი პასუხიც.

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე ამ პროცესში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები - ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად, რომელიც მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი იმისთვის, რომ საერთოდ ეს შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?