პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ვაქ­ცი­ნა­ცია ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. იგი მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს, იყ­ვნენ ფხიზ­ლად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად.

"ა.წ. 10 მარტს ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ პოს­ტი, სა­დაც არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად დავ­გმეთ „მთა­ვა­რი არ­ხის“ და „TV პირ­ვე­ლის“ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დე­მა­გო­გი­უ­რი და უზ­ნეო გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ „დღე­ის შემ­დეგ მათ­თვის ახ­ლო­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლია და არა კო­რო­ნა­ვირუ­სის და ბოლო 24 სა­ათ­ში 10 გარ­დაც­ვლი­ლი არის შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი“. ასე­თი რამ არ უკად­რე­ბია მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას.

ჩვენს პოსტს მოჰ­ყვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა ცალ­კე­უ­ლი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან. მათ შო­რის, ალ­ბათ „ტრო­ლე­ბიც“ იყ­ვნენ. მათ ბუ­ნებ­რი­ვია ვერ გვა­პა­ტი­ეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID პან­დე­მია კარ­გად იმარ­თე­ბა. მათ, ალ­ბათ ვერც ის გვა­პა­ტი­ეს რომ ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აი­ცი­ლა აივ/შიდსის ფარ­თე­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე უდი­დე­სი მსხვერ­პლით და ზა­რა­ლით და ვერც ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ახორ­ცი­ე­ლებს C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მას და ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე გა­დარ­ჩე­ნი­ლია 73 ათა­სი ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე.

საქ­მე იმა­შია, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე კარ­გად კეთ­დე­ბო­დეს. მა­შინ ხომ რე­ვო­ლა­ცია სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა. პან­დე­მი­ის მარ­თვა კი მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მია.

კო­მენ­ტა­რე­ბის ლექ­სი­კით და ში­ნა­არ­სით, ვფიქ­რობ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, თუ რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან გვაქვს საქ­მე. მე სპე­ცი­ა­ლუ­რად არ დავბლო­კე მათი კო­მენ­ტა­რე­ბი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­სა­გე­ბი იყოს, რა მო­ე­ლის ქვე­ყა­ნას და ვის­თან მო­უ­წევთ საქ­მის და­ჭე­რა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ფხიზ­ლად არ იქ­ნე­ბი­ან.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­მო­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს რა გლო­ვა აქვთ ახლა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და რო­გორ სჭირ­დე­ბო­დათ მათ „ორი გვა­მი“.

„მთა­ვარ­მა არ­ხმა“ უკვე მო­ახ­დი­ნა სრუ­ლი თვით­ლუსტრა­ცია, როცა წა­მო­ი­წყო ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი და ქვეყ­ნის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში კამ­პა­ნია, და­არ­წმუ­ნონ ექი­მე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ უარი სთქვან ამ ვაქ­ცი­ნით აც­რა­ზე. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ზუს­ტად ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც იმუქ­რე­ბო­და, რომ 2 მარ­ტის შემ­დეგ COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ვაქ­ცი­ნის არ­ქო­ნას და­აბ­რა­ლებ­და, ახლა მო­სახ­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა­ზე უა­რის თქმის­კენ მო­უ­წო­დებს. ხე­დავთ რამ­ხე­ლა ბო­რო­ტე­ბას­თან გვაქვს საქ­მე? მათ უკვე „ორი გვა­მი“ კი არა, „ბევ­რი გვა­მი“ სჭირ­დე­ბათ, რათა შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­აბ­რა­ლონ და რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყონ.

ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო! უკვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გაფ­თხი­ლებთ, იყა­ვით ფხიზ­ლად! ეს ტე­ლე­ვი­ზია და მათ პატ­რო­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­შიშ­ნი გახ­დნენ.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ „TV პირ­ველს“ ან­ტი­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

სხვა­თა შო­რის, ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ექიმ­მა ქ-ნმა ირმა კვი­ცა­რი­ძემ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რად მო­ი­აზ­რე­ბა და რო­მელ­თა­ნაც ადრე მწვა­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი დავა მქონ­და, დადო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ანა­ლი­ტი­კუ­რი პოს­ტი ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა­ზე და მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ა­ზე, პრინ­ცი­პით - „Amicus Plato, sed magis amica veritas“. ბრა­ვო, ქ-ნო ირმა!

მე მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, რომ შეც­დო­მა­ში არ შე­იყ­ვა­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რი­ტო­რი­კამ. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო ცალ­სა­ხად მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის პან­დე­მია კარ­გად იმარ­თე­ბა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც NDI-ის ბოლო გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ვე­რაფ­რით ვერ და­ვაბ­რა­ლებთ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ სიმ­პა­ტი­ას და მი­კერ­ძო­ე­ბას.

ახლა კი იმათ­თვის, ვინც ვი­თომ ვერ მიხ­ვდა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვე­და­როთ 66 მი­ლი­ო­ნი­ან ბრი­ტა­ნეთს ან 83 მი­ლი­ო­ნი­ან გერ­მა­ნი­ას, ან თუნ­დაც იგი­ვე 9 მი­ლი­ო­ნი­ან ის­რა­ელს.

სა­ქარ­თვე­ლოს დღემ­დე არ ჰქონ­და ვაქ­ცი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ის­რა­ელ­მა, აშშ-მ, ინ­გლის­მა, გერ­მა­ნი­ამ და ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყეს.

ა.წ. 2 მარტს, როცა ქ-ნმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა 12 ავად­მყო­ფი (3 ავად­მყო­ფი ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), ბრი­ტა­ნეთ­ში - 343 ავად­მყო­ფი (5 ავად­მყო­ფი ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), აშშ-ში - 1989 ავად­მყო­ფი (6 ავად­მყო­ფი ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), გერ­მა­ნი­ა­ში - 401 ავად­მყო­ფი (5 ავად­მყო­ფი ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), ის­რა­ელ­ში - 30 ავად­მყო­ფი (3 ავად­მყო­ფი ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე). იგი­ვე 2 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და COVID-19-ის 461 ახა­ლი შემ­თხვე­ვა (115 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), ხოლო ის­რე­ალ­ში - 5050 ახა­ლი შემ­თხვე­ვა (583 ახა­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), აშშ-ში - 56 890 ახა­ლი შემ­თხვე­ვა (172 ახა­ლი შემ­თხვე­ვა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) და ა.შ. ეს ფაქ­ტი იმა­ზე კი არ მი­უ­თი­თებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია და/ან სა­ჭი­რო არ არის (პი­რი­ქით - ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია), არა­მედ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­შიც კი ახერ­ხებ­და წარ­მა­ტე­ბით ემარ­თა COVID-19-ის პან­დე­მია. თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე ეს დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა.

ვაქ­ცი­ნა­ცია ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ევ­რო­პის 41 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR – 1.33% (ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასა­ხავს ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID-19-ის შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენტს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე). სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია ინ­გლი­სის, გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ბელ­გი­ის, აშშ-ის, ავ­სტრი­ის, რუ­სე­თის, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვას და კი­დევ ბევ­რი სხვა ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში) გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი რი­ცხვი (სულ 41 გარ­დაც­ვლი­ლი), მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში ასე­თი რა­მო­დე­ნი­მე ასე­უ­ლე­ბი ან ათასე­ბია. მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნეთ­ში მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით ჰოს­პი­ტალს გა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჯერ არ და­უ­წყია ვაქ­ცი­ნა­ცია და შე­ზღუდ­ვე­ბიც გა­ცი­ლე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად მკაც­რია. ნა­ხეთ და შე­ა­და­რეთ, რო­გო­რი მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბია დღე­საც კი იგი­ვე გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ინ­გლის­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში. ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა არა­ან­გა­ჟი­რე­ბულ ადა­მი­ანს, როცა ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნის გა­რე­შეც კი უკე­თეს შე­დე­გებს დებს, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბი ვაქ­ცი­ნით, ამას რა ჰქვია - COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რე­ბის კარ­გი მუ­შა­ო­ბა, თუ ცუდი? და ის მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს, თუ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას?

პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მე იმა­საც მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ „უს­ტა­რე­ბის წერა კარ­გად მე­ხერ­ხე­ბა“, მაგ­რამ არაფ­რით არ უნ­დათ აღი­ა­რონ, რომ მე უს­ტა­რე­ბის წე­რაც მე­ხერ­ხე­ბა, COVID-19-ის პან­დე­მი­ის კლი­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის წარ­მა­ტე­ბით მარ­თვაც, და ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის (აივ/შიდსი, C ჰე­პა­ტი­ტი) გა­დაჭ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც და სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, რათა ქვე­ყა­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გით გა­მო­ვი­დეს COVID-19-ის პან­დე­მი­ი­დან.

ასე, რომ ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო! იყა­ვით ფხიზ­ლად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად! - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
328

ვაიმე, რამდენს წერს! ასეთი საოცრება რა მოხდა, 43000 დოზა შემოვიდა, ანუ 21000 ადამიანისთვის სამყოფი. ნუ, ჩხოროწყუს ან წალენჯიხას ეყოფა ალბათ და ეგ არის!

giorgi
679

გვარამოიდებო, ისე ნუ გაიხდით საქმეს, სული გხდებოდეთ და ამ "მუშკეტერების" მეტი გვერდით კაცი არ გყავდეთ მშველელი... არადა, ამისკენ მიგყავთ საქმე.

ავტორი:

"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. იგი მოქალაქეებს მიმართავს, იყვნენ ფხიზლად, მაგრამ იმედიანად.

"ა.წ. 10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ „მთავარი არხის“ და „TV პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური“. ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას.

ჩვენს პოსტს მოჰყვა მოსალოდნელი ლანძღვა-გინება ცალკეული ინტერნეტ მომხმარებლებისგან. მათ შორის, ალბათ „ტროლებიც“ იყვნენ. მათ ბუნებრივია ვერ გვაპატიეს ის, რომ საქართველოში COVID პანდემია კარგად იმართება. მათ, ალბათ ვერც ის გვაპატიეს რომ ქვეყანამ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი მსხვერპლით და ზარალით და ვერც ის, რომ საქართველო პირველი მსოფლიოში ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადარჩენილია 73 ათასი ავადმყოფის სიცოცხლე.

საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებისთვის და ტელევიზიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს. მაშინ ხომ რევოლაცია საჭირო აღარ იქნება. პანდემიის მართვა კი მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია.

კომენტარების ლექსიკით და შინაარსით, ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. მე სპეციალურად არ დავბლოკე მათი კომენტარები, რათა მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.

დღეს ქვეყანაში უკვე შემოვიდა საერთაშორისო აღიარების მქონე ვაქცინის პირველი პარტია. წარმოდგენილი მაქვს რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ „ორი გვამი“.

„მთავარმა არხმა“ უკვე მოახდინა სრული თვითლუსტრაცია, როცა წამოიწყო ნორმალური ადამიანისთვის ძნელად დასაჯერებელი და ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში კამპანია, დაარწმუნონ ექიმები და მოსახლეობა, რომ უარი სთქვან ამ ვაქცინით აცრაზე. წარმოგიდგენიათ ზუსტად ის ხალხი, რომელიც იმუქრებოდა, რომ 2 მარტის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას ვაქცინის არქონას დააბრალებდა, ახლა მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხედავთ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე? მათ უკვე „ორი გვამი“ კი არა, „ბევრი გვამი“ სჭირდებათ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ და რევოლუცია მოაწყონ.

ჩემო თანამემამულეებო! უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად! ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „TV პირველს“ ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვათა შორის, ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრება და რომელთანაც ადრე მწვავე პროფესიული დავა მქონდა, დადო შესანიშნავი ანალიტიკური პოსტი ასტრაზენეკას ვაქცინაზე და მის საწინააღმდეგო კამპანიაზე, პრინციპით - „Amicus Plato, sed magis amica veritas“. ბრავო, ქ-ნო ირმა!

მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების და მათი მხარდამჭერების რიტორიკამ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო ცალსახად მიიჩნევს, რომ საქართველოში COVID-19-ის პანდემია კარგად იმართება. ამაზე მეტყველებს თუნდაც NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელსაც ვერაფრით ვერ დავაბრალებთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ სიმპატიას და მიკერძოებას.

ახლა კი იმათთვის, ვინც ვითომ ვერ მიხვდა, თუ როგორ შეიძლება შევედაროთ 66 მილიონიან ბრიტანეთს ან 83 მილიონიან გერმანიას, ან თუნდაც იგივე 9 მილიონიან ისრაელს.

საქართველოს დღემდე არ ჰქონდა ვაქცინა. მაშინ, როდესაც ისრაელმა, აშშ-მ, ინგლისმა, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს.

ა.წ. 2 მარტს, როცა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ თავისი ისტორიული განცხადება გააკეთა, საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა 12 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ბრიტანეთში - 343 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში - 1989 ავადმყოფი (6 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), გერმანიაში - 401 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ისრაელში - 30 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე). იგივე 2 მარტს საქართველოში დაფიქსირდა COVID-19-ის 461 ახალი შემთხვევა (115 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ხოლო ისრეალში - 5050 ახალი შემთხვევა (583 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში - 56 890 ახალი შემთხვევა (172 ახალი შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე) და ა.შ. ეს ფაქტი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არაეფექტიანია და/ან საჭირო არ არის (პირიქით - ის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია), არამედ იმაზე, რომ საქართველო ვაქცინის არქონის პირობებშიც კი ახერხებდა წარმატებით ემართა COVID-19-ის პანდემია. თუმცა, ვაქცინის გარეშე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს აქვს ევროპის 41 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. CFR – 1.33% (ეს მაჩვენებელი ასახავს ყველა დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტს და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე). საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბელგიის, აშშ-ის, ავსტრიის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას და კიდევ ბევრი სხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

ძალიან მნიშვნელოვანი - საქართველოში დაფიქსირებულია ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 გარდაცვლილი), მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ასეთი რამოდენიმე ასეულები ან ათასებია. მაგალითად, ბრიტანეთში მათივე მონაცემებით ჰოსპიტალს გარეთ დაახლოებით 7 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა.

ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ არ დაუწყია ვაქცინაცია და შეზღუდვებიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია. ნახეთ და შეადარეთ, როგორი მკაცრი შეზღუდვებია დღესაც კი იგივე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში. ვეკითხები ყველა არაანგაჟირებულ ადამიანს, როცა ქვეყანა ვაქცინის გარეშეც კი უკეთეს შედეგებს დებს, ვიდრე სხვა ქვეყნები ვაქცინით, ამას რა ჰქვია - COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურების კარგი მუშაობა, თუ ცუდი? და ის მხარდაჭერას იმსახურებს, თუ ლანძღვა-გინებას?

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების მხარდამჭერები მე იმასაც მსაყვედურობენ, რომ „უსტარების წერა კარგად მეხერხება“, მაგრამ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ მე უსტარების წერაც მეხერხება, COVID-19-ის პანდემიის კლინიკური ნაწილის წარმატებით მართვაც, და ჯანდაცვის გლობალური პრობლემების (აივ/შიდსი, C ჰეპატიტი) გადაჭრაში მონაწილეობაც და სანამ პირში სული მიდგას, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვიდეს COVID-19-ის პანდემიიდან.

ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად! - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

"ვერაფერი ვუშველეთ...რომ გარდაიცვალა, მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა" - გომის მთაზე სასწაულებრივად გადარჩენილი ახალგაზრდა ტრაგედიის დღეს იხსენებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"