პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს... დაზარალებული ჩვენ ვართ" - ირაკლი ღარიბაშვილი
"რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს... დაზარალებული ჩვენ ვართ" - ირაკლი ღარიბაშვილი

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩვენ ვართ, პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა, რომ ამ სი­ყალ­ბებ­ზე მი­წევს ამ­დე­ნი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წერ­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­ვა­დაა.

"ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია ყვე­ლას­თვის, რომ და­ნა­შა­ულ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვართ ჩვენ, მე პი­რა­დად. პირ­ვე­ლი კი­თხვა რაც მაქვს, რა­ტომ მის­მენ­დნენ მე, რო­გორც კერ­ძო პირს, იმ დროს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე ვი­ყა­ვი, რა­ტომ უს­მენ­დნენ 15 წლის არას­რულ­წლო­ვან ბერა ივა­ნიშ­ვილს, არც პო­ლი­ტი­კა არ­სე­ბობ­და მა­შინ ჩვე­ნი მხრი­დან, არც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, არც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ იყო მა­შინ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ორ­მა­გად ამ­ძი­მებს ამ ბრალ­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ ჩვენ ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნე­ბის მსხვერ­პლი და ამ კონ­ტრო­ლის ქვეშ ვი­ყა­ვით. ეს არის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, რა­ტომ იყო მოს­მე­ნა, რა­ტომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს ფაბ­რი­კა­ცია და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სი­ყალ­ბე ჩვე­ნი უამ­რა­ვი სა­უბ­რის. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­ულს, და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა, ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვნა­ხეთ ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­და და თქვა, რა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორ ატ­მოს­ფე­რო­ში მოხ­და ბა­ტო­ნი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის გა­სა­უბ­რე­ბა. ერთი ფაქ­ტი მო­მიყ­ვა­ნეთ ბა­ტო­ნი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის, ან ვინ­მეს ჩაგ­ვრის, ან ჩემ­გან თუ ოდეს­მე ვინ­მეს რამე გსმე­ნი­ათ, ან რამე ფაქ­ტი იცით, გთხოვთ, რომ და­მი­სა­ხე­ლოთ. ბა­ტონ­მა ან­ზორ­მა ამის თა­ო­ბა­ზე ძა­ლი­ან ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გან­მარ­ტა, თუ რას­თან იყო საქ­მე.

უბ­რა­ლოდ, გა­სა­უბ­რე­ბა მოხ­და, მე­ზობ­ლე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის თვალ­წინ. მა­შინ, გარ­კვე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი იყო, რო­მე­ლიც ლიკ­ვი­და­ცი­ით ემუქ­რე­ბო­და ბერა ივა­ნიშ­ვილს, იყო უა­მა­რა­ვი მუ­ქა­რა და შე­უ­არ­ცხმყო­ფე­ლი მუ­ქა­რე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იყო პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ბა­ტო­ნი ჩუ­ბი­ნი­ძის, რო­გორც იმ დროს, ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, რომ გა­მო­ეკვლია პო­ლი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით მათ შო­რის, იმი­ტომ რომ მა­შინ დაც­ვის პო­ლი­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. კი­დევ ერთი არ­გუ­მენ­ტი, რაც მინ­და გან­ვმარ­ტო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დროს, ასეთ და­ნა­შა­ულს, რო­გორც ისი­ნი გვიყ­ვე­ბი­ან და ყვე­ბი­ან, გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ თუ არა, ან და­ტო­ვებ­დნენ თუ არა ისი­ნი ამ ფაქტს გა­უხ­მა­უ­რე­ბელს, რა თქმა უნდა, არა. შე­სა­ბა­მი­სად, დას­კვნა არის შემ­დე­გი, რომ არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ყალ­ბე, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა. ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა, რომ ამ სი­ყალ­ბებ­ზე მი­წევს ამ­დე­ნი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ისევ და ისევ, მო­სახ­ლე­ო­ბას რომ არ დარ­ჩეს რა­ი­მე კი­თხვა, ამი­ტომ მი­ვე­ცი ჩემ თავს უფ­ლე­ბა, ასე­თი ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვს, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს. ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$$
35

ემანდ არ შერცხვეს რამის)))) დიდი შკოლა აქვს გავლილი შინ თუ გარეთ!!!

!!!
41

ურცხვი!

ავტორი:

"რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს... დაზარალებული ჩვენ ვართ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს... დაზარალებული ჩვენ ვართ" - ირაკლი ღარიბაშვილი

დაზარალებული ჩვენ ვართ, პირადად მე ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ღარიბაშვილის თქმითვე, დაზარალებული თავადაა.

"ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს საჯარო სექტორში მომუშავე ვიყავი, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ ვიყავით. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონი ანზორ ჩუბინიძის გასაუბრება. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ, ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე.

უბრალოდ, გასაუბრება მოხდა, მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამარავი მუქარა და შეუარცხმყოფელი მუქარები, აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს, ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია პოლიციის ჩართულობით მათ შორის, იმიტომ რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს, ასეთ დანაშაულს, როგორც ისინი გვიყვებიან და ყვებიან, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს, რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

"მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს" - პრემიერი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"